"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

ბედნიერება

ოდესღაც ყველანი ბედნიერები ვყოფილვართ: თითოეული ცალ–ცალკე, ან ყველანი ერთად იმ ადამიანში, რომელმაც პირველად სცოდა, რომელშიაც ყველანი მოვკვდით და რომლისგანაც ყველანი ვიშვით მწუხარებით; მას შემდეგ ცოცხლობს ბედნიერი ცხოვრების მოგონება ჩვენს მეხსიერებაში, მას შემდეგ მივისწრაფით გამუდმებით მის დასაბრუნებლად. ბედნიერებას ყველა ეძებს, მაგრამ ცოტანი პოულობენ მას იქ, სადაც ის არის. შეიძლება მთელი ცხოვრება ბედნიერებას ეძებდეს ადამიანი, მაგრამ ვერ მოიპოვოს იგი, იმიტომ რომ ხშირად ბედნიერებას სულის გარეთ ვეძებთ – არადა ყველაფერი მასშია, ჩვენს სულში. თუ ბედნიერება საკუთარ გულში ვერ ვიპოვეთ, სხვაგან ვერსად ვიპოვით. მხოლოდ გულს შეუძლია დაგვაჯილდოვოს ჭეშმარიტი სიმშვიდით და შესაბამისად – ბედნიერებითაც. ბედნიერება დამოკიდებული არაა გარეგნულ გარემოებებზე, მას გულის შინაგანი მდგომარეობა განაპირობებს. ბედნიერების მოსაპოვებლად ცხრა ზღვასა და ცხრა მთას გადალახავენ ხოლმე, არადა სულ ახლოსაა, ჩვენში, ჩვენს გულში, სადაც თითქმის არც ვიხედებით. სრული ბედნიერება არ არის და არც იქნება დედამიწაზე. ჭეშმარიტი გზა, რომლითაც ადამიანს შეუძლია ბედნიერება მოიპოვოს ამ ქვეყანად, ნაჩვენებია მაცხოვრის სიტყვებში: „ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“ (მათე 6, 33).  რას ნიშნავს, რომ  არანაირი მიწიერი ნივთი, არც პატივი, არც სიმდიდრე, არც ტალანტი, არც ცოდნა ჩვენს გულს არ აკმაყოფილებს? რას ნიშნავს, რომ ჩვენ მიწიერი ბედნიერებით მოცულნი ხშირად მოწყენილნი ვართ და სულის სიცარიელეს ვგრძნობთ? – ეს გულის ძახილია, რომელიც გვეუბნება: ადამიანო, ნუ ეძებ ბედნიერებას დედამიწაზე, – ამ ამაო არსებობაში, შენი ბედნიერება მხოლოდ ღმერთთანაა! მასში ეძიე ბედნიერება და სიმშვიდე, ყველაზე და ყველაფერზე მეტად ღმერთი გიყვარდეს. უფლის შემდეგ მოყვასის სიყვარული საკუთარი თავისას გაუტოლე, ხოლო თუ სრულყოფილება გსურს, მაშინ უკანასკნელი პირველს მიუტანე მსხვერპლად და მიწიერი ბედნიერება, რომელსაც საკუთარ თავში მოიპოვებ, იქნება დასაწყისი შენი მარადიული ბედნიერებისათვის ზეცაში. ღმერთთან ერთად უბედურებასა და ტანჯვა-წამებაში თუნდაც ჯოჯოხეთში ყოფნა – სიკეთეა; ღვთის გარეშე კი თავად სამოთხე და ზეცაც კი არაფერია. ღვთის შიშშია ჩადებული ჭეშმარიტი ბედნიერების მარცვალი. იმისათვის, რომ ბედნიერი იყო, უნდა იყოს კეთილზნეობრივი. თავს ნუ აღიმაღლებ ბედნიერებისას: როცა უბედურება შეგემთხვევა, დამდაბლება მოგიწევს. მას ვერანაირი უბედურება ვერ შემუსრავს, ვისაც ვერანაირი ბედნიერება ვერ აზიანებს. როგორც ბედნიერება აამაყებს, ისე უბედურება ამდაბლებს  და  საკუთარი  თავის   შეცნობას  უწყობს   ხელს.  იყავი თავმდაბალი ბედნიერებაში, ვიდრე ღვთის სამართლიანი ხელი უბედურების საშუალებით არ დაგამდაბლებს. კეთილდღეობაც შეიძლება, უბედურებაზე საშიში აღმოჩნდეს და უბედურება – კეთილდღეობაზე მაცხოვნებელი. ხშირად უფალი თავისი  სიბრძნით უბედურებას ჩვენივე ბედნიერებისთვის გვივზავნის. მიწიერი ბედნიერება შეუძლებელია ტკივილის გარეშე, ისევე, როგორც ვარდი ეკლების გარეშე. ბევრს ჰგონია, რომ ადამიანისთვის ძნელია სულის სიდიადის შენარჩუნება იმ დროს, როცა ბედნიერი უბედურად გადაიქცევა. მე კი მგონია, რომ ყველაზე ძნელია, შეინარჩუნოს სიმდაბლე იმან, ვინც ტკივილიანი მდგომარეობიდან ბედნიერში გადავა. რა დაგვემართებოდა მიწიერი ბედნიერება მუდმივი რომ ყოფილიყო, მაშინ, როცა არამდგრადსაც კი ასე ვეჯაჭვებით? ნებისმიერი ბედნიერება, რომლის დაკარგვაც შეიძლება, ყალბი ბედნიერებაა. დედამიწაზე შესაძლებელი ბედნიერება იმ აზრით ფერმკრთალდება, რომ ადრე თუ გვიან ან ჩვენ მივატოვებთ მას, ან ის დაგვტოვებს. მზის ყოველი სხივი, რომელიც იშვიათად გამოანათებს ღრუბლებიდან და სწრაფადვე ამოეფარება მათ, სიხარულის მსწრაფლწარმავალობას, მიწიერი ბედნიერების ამაოებას მოგვაგონებს. ხშირად, გარეშე მაყურებლის თვალში ძალიან ბედნიერი ადამიანები, სინამდვილეში ყველაზე უბედურები არიან. მონა ოხრავს იმიტომ, რომ არ აქვს თავისუფლება; თავისუფალი დარდობს, რომ არ ჰყავს მონები; ოქროს მთებიც კი ცოტაა   ხარბისა   და   მომხვეჭელისთვის;    კვარცხლბეკი   დაბალია პატივმოყვარე ადამიანისთვის; სასახლეებიც ვერ იტევენ ადამიანურ სურვილებს. მოშურნე სხვის უბედურებას საკუთარ ბედნიერებად მიიჩნევს, სხვის კეთილდღეობას კი საკუთარ წარუმატებლობად. “რატომ არ არის ეს ადამიანი მხიარული?” – ჰკითხეს ერთ ბრძენს და მიუთითეს შურიანზე, რომელიც ყოველთვის ნაღვლიანი სახით დადიოდა. “იმიტომ, რომ ან მას შეემთხვა რაიმე უბედურება, ან მის მოყვასს რაიმე ბედნიერება – მიუგო კაცთა ბუნების გამოცდილმა მცოდნემ”. ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს მაშინ, როდესაც ბედი სწყალობს, მას უბედურებაში მეგობრები არ ჰყავს. წუთისოფლის ადამიანი თავს ვერასდროს დააღწევს შინაგან შფოთსა და მღელვარებას, რადგან თავისი ცხოვრებით დაშორებულია უფალს, მიწიერი ხედვა აქვს ყველაფრისადმი და ამაოდ ეძებს ბედნიერებას ამაოებაში.. ჭეშმარიტი ბედნიერება მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნაყოფია, რადგან სუფთა სინიდისი, მშვიდი გული და შინაგანი ბედნიერება მხოლოდ ნამდვილი ქრისტიანის მადლი და წყალობაა უფლისგან ბოძებული. ადამიანისათვის უმაღლეს ბედნიერებას სხვა ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება წარმოადგენს. ბედნიერია მხოლოდ ის, ვინც გამუდმებით მიისწრაფის უფლისკენ, ადიდებს უფალს თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით, სიხარულს ანიჭებს გარშემომყოფ ადამიანებს და სხვათა ბედნიერებაში პოულობს საკუთარ ბედნიერებას. ასეთი ადამიანები, საბოლოოდ, მოიპოვებენ კიდეც მარადიულ  ბედნიერებას, უფლის  მადლით  და  წყალობით..♥

მამათა სწავლებანის მიხედვით

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: