"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

ბრძნული აზრები

შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვისმთელი სამყარო”.

ნუ გგონია ვინც იღიმება ყველა ბედნიერია, რადგანაც გულიდან წამოსული ცრემლები თვალებამდე არასოდეს აღწევს“.

ბედნიერების ტაძრის მშენებლობაზე მეგობრობას კედლები აჰყავს, გუმბათს კი სიყვარული ქმნის“.

ცხოვრება არის ტილო, რომელზე დახატვის შანსი ადამიანს მხოლოდ ერთხელ გაქვს, ამიტომ ნელა და აუჩქარებლად უნდა ხატო, თორემ რასაც დახატავ, ვეღარასოდეს ვეღარ წაშლი”.

არის ისეთი რამეები, თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ და არის ისეთებიცთუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ“.

ცხოვრება ტრაგედიაა, კომედიური წუთშესვენებით“.

ადამიანები არ იბადებიან, – ადამიანები ხდებიან!”

წაქცევას მიეჩვიე, რომ ადგომის ფასი ისწავლო და ტირილი ისწავლე, რომ გაიგო სიცილი რამხელა ბედნიერებაა.”

ადამიანი განსხვავდება ცხოველისგან იმით, რომ ის იწყება იქ, სადაც ცხოველი მთავრდება.”

კაცობრიობის პროგრესი სხვა არა არის, თუ არა დღითიდღე გაფართოვდეს შეუძლებლობის ზღვარი.”

...ეძიე ისეთი წიგნი, რომლის წაკითხვა ბრძენთან საუბრის ტოლფასია და ეძიე ისეთი ადამიანი, რომელთანაც საუბარი კარგი წიგნის წაკითხვას უდრის“.

 უნდა იცხოვრო არა სიკვდილის შიშით, არამედ სიცოცხლის სიყვარულით“.

ადამიანს არაფერი ამძიმებს ისე, როგორც ცარიელი თავი“.

 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის  ადამიანებისთვის ასეთი ძნელი იყვნენ ბედნიერები არის ის, რომ ისინი ყოველთვის ხედავენ წარსულს უკეთესად ვიდრე ის სინამდვილეში იყო, აწმყოს უარესად ვიდრე არის და მომავალს იმაზე ნაკლებ ამოსაცნობად ვიდრე იქნება“.

ადამიანი იმდენ ხანს არ ცოცხლობს, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს. მთელი სიცოცხლის განმავლობაში უშვებს შეცდომებს და ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია არისმოკვდეს გამოსწორებული“.

როცა საკუთარ თავში მოახერხებ სიყვარულის ჩაკვლას, შენ მართლა შეგიძლია გახდე დიდი ადამიანი, მაგრამ იცოდე ყოველთვის ინანებ, რომ სიყვარული განაგდე. თაობები მოგიგონებენ, ყველას ეყვარები, მაგრამ მარტოსული იქნები ცხოვრების ბოლომდე.. ამიტომ როდესაც სიყვარული მოვა, კარგად დაფიქრდი.. ეს საბედისწერო გრძნობაა..“

ცხოვრება გასერინებაა, სამუდამო ძილის წინ..“

ყოველი დღე პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება პატარა დაბადებაა, ყოველი დილა პატარა სიჭაბუკეა და ყოველი ძილი პატარა სიკვდილია“.

არიან ადამიანები, რომლებიც გონებით იქმნიან გულს, სხვებიგულით იქმნიან გონებას. ეს უკანასკნელნი აღემატებიან პირველს, რადგან გრძნობაში მეტია გონება, ვიდრე გონებაში გრძნობა.“

ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე..“

იუდას უფალი არ გაუყიდია.. იგი თავად მიეყიდა ფარისეველთ ოცდაათ ვერცხლად“.

ნურასოდეს ესვრი სხვას ტალახს, შეიძლება ააცილო, ხელი კი ტალახიანი დაგრჩეს..“

ბრიყვი იმის გამო განიცდის წარუმატებლობას, რომ რთული მარტივად ეჩვენება, ჭკვიანი იმიტომ, რომ მარტივი რთულად ეჩვენება“.

ადამიანები ცხოვრობენ ისე, თითქოს არასდროს მოკვდებიან და კვდებიან ისე თითქოს არასდროს  უცხოვრიათ“.

ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას“.

ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს“.

სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს“.

სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით“.

ნუ იქნები გზაზე მდგარი სვეტი, რომელიც ქალაქის გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის: არამედ იყავი წინამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის“.

ცხოვრება ჭადრაკია. ბევრი ამბობს მინდა ვიყო პაიკი, ლაზიერი, მეფე.. მაგრამ ამ უბედურებს ავიწყდებათ, რომ ვიღაც ამ ჭადრაკს თამაშობს.

ნუ განსჯი ადამიანს წარსულისთვის, რადგან არ იცი შენი მომავალი“.

არაფერია დაუსრულებელი, მაგრამ ზოგჯერ ის არაფერია სწორედ ყველაფერი. ,,არაფერი’’ ზოგიერთს მართლა ,,არაფერი’’ ჰგონია. ,,არაფრისგან’’ შექმნა უფალმა ,,ყველაფერი’’ და ,,არაფრისგან’’ უნდა შევქმნათ ჩვენც ჩვენთვის განკუთვნილი ,,ყველაფერი’’.

მიზეზი იმისა, თუ რატომ არის  ადამიანებისთვის ასეთი ძნელი იყვნენ ბედნიერები არის ის, რომ ისინი ყოველთვის ხედავენ წარსულს უკეთესად ვიდრე ის სინამდვილეში იყო, აწმყოს უარესად ვიდრე არის და მომავალს იმაზე ნაკლებ ამოსაცნობად ვიდრე იქნება“.

ღმერთი მწერალია, ჩვენ კი ერთდროულად გმირებიც და მკითხველებიც“.

როდესაც ბედნიერების ერთი კარი იკეტება, მეორე აუცილებლად იღება, მაგრამ ჩვენი იმდენ ხანს ვუყურებთ დახურულ კარს, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ ერთს რომელიც გაიღო ჩვენთვის“.

სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია“.

მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშებრმა“.

კაცი არასოდესაა იმაზე მაღალი, ვიდრე მაშინ, როცა მუხლს მოიხრის დასახმარებლად“.

ფრთხილად იყავი როცა ხელის გულზე გატარებენ, რადგან თითებს შორის უფსკრულია“.

კეთილი, თუნდ მსახური და მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია“.

პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის, რათა ზოგი რამ დაივიწყოს“.

სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ იმას რაც ჩვენ ვიცით კანონების შესახებ“.

,,ვინც თქვას, რომ ღმერთი სამართლიანია, ძალიან შეცდება, რადგან ღმერთი სამართლიანი რომ იყოს, ჩვენ დიდი ხნის აღგვილნი ვიქნებოდით პირისაგან მიწისა“.

ცხოვრება კომედიაა მათთვის ვინც ფიქრობს, და ტრაგედია მათთვის ვინც გრძნობს“.

მოთმინება ისეთი უნარია,რომელიც მაშინ ამოიწურება,როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო“.

ცხოვრება სათამაშო მოედანს გავს,ზოგი იქ შესაჯიბრებლად მიდის, ზოგი სავაჭროდ, ყველაზე ბედნიერი კი სეირის საყურებლად“.

ზოგი საყვედურობს ღმერთს იმის გამო, რომ მან ვარდთან ერთად ეკალიც შექმნა, ხოლო ზოგი მისი მადლობელია იმიტომ, რომ მან ეკლებთან ერთად ვარდი შექმნა“....

,,სამართლიანობა სიბრძნის გარეშეც კი ნიშნავს რაიმეს, სიბრძნე სამართლიანობის გარეშე კი არაფერს ნიშნავს.”

მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი“.

არის იოლი დაფნისაგან გვირგვინის დაწვნა, ძნელია, მისი ღირსი თავი მონახო კაცმა“.

ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რაც გვაქვს, მაგრამ ყოველთვის ვწუხვართ იმაზე, რაც არ გვაქვს”.

თუკი სიცრუე ასეთი ლამაზი ფერებით იღებება, რატომ არის რომ ჯერ ვერცერთ ეშმაკს ვერ შეუღწევია სამოთხეში მოტყუებით?“

უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა თუ მაღალი ზნეობა და ღვთის მოშიშება არ ახლავს თან“.

ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უჭერს ვინმე მხარს, იმას კი ვინც დასაცემად გამზადებულია, ხელს ბევრი ჰკრავს“.

ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ცხვარი ჰყავს“.

სულის სიმტკიცე ის კი არაა, არასდროს დაეცესაქმე ისაა, დაცემულმა წამოდგომის ძალა იპოვო.”

არაფერია მუდმივი ამ ცხოვრებაში ცვალებადობის მეტი“.

თუ გინდათ კარგად გაიცნოთ ადამიანი, მიაქციეთ ყურადღება არა იმას, თუ როგორ ლაპარაკობს, ტირის ან ღელავს იგი, არამედ დააკვირდით მას მაშინ, როცა იცინის“.

ინტელიგენტი არის ადამიანი, რომელიც იყენებს უფრო მეტ სიტყვას, ვიდრე საჭიროა იმისთვის, რომ თქვას უფრო მეტი, ვიდრე იცის“.

მსოფმხედველობა ესაა ფანჯარა, რომლითაც ვხედავთ სამყაროს”.

ყოველთვის ნუ იტყვი იმას რაც იცი, ხოლო ის კი ყოველთვის იცოდე, რასაც ამბობ”.

“წარმოიდგინეთ, რა სიჩუმე ჩამოვარდებოდა, ადამიანები მხოლოდ იმას რომ ლაპარაკობდნენ, რაც იციან”.

დიპლომატი ადამიანია, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ არაფერს არ იტყვის“.

საქციელი სარკეა, რომელშიც თითოეული ადამიანი თავის სახეს აჩვენებს“.

როცა თვალები ერთს ლაპარაკობს, ხოლო ენასხვას, გამოცდილი ადამიანი პირველს უფრო ენდობა“.

ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია“.

ღმერთს გული გრძნობს და არა გონება. აი, რა არის რწმენა“.

გიყვარდესერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით“.

ცხოვრება იდეალური მწერალია, მან ყველაზე უკეთ იცის, თუ სად დასვას თავისი ლოგიკური წერტილი“.

გზას აცდენილ მორბენალს გზაზე დამდგარი კოჭლი ჯობია“.

ადამიანმა მეორე ადამიანს მხოლოდ მაშინ უნდა დახედოს ზემოდან, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება“.

Comments on: "ბრძნული აზრები" (29)

  1. გავოგნდი, ისე ძალიან მომეწონა ეს საიტი…

  2. მართლაც რომ ძალიან კარგი აზრებია, უმეტესობა ისეთია, არსად რომ არ გამიგია. “ბრავო”, მართლა მომეწონა და ხშირად ვესტუმრები შენს საიტს.

  3. კარგი საიტია.. კარგად და ლამაზად ფიქრობ..

  4. მარიამი said:

    ძალიან მომეწონა, გაიხარე.

  5. რა კარგი საიტია, ასეთი სიტყვები ჯერ არ მომისმენია, ძალიან მომეწონა, ნათია, გაიხარე :*:*:*

  6. Teo Marexashvili said:

    უჭკვიანესო და უსაყვარლესო ადამიანო, მადლობა რომ ასეთ ლამაზ სამყაროში აღმომაჩინე :***

  7. nini mamulashvili said:

    ძალიან კარგი საიტია და ძალიან მომწონს ყველაფერი. ის რასაც აკეთებ მართლა შესანიშნავია და დასაფასებელი. აქ ყველაფერი ლამაზია, გაფორმება, გარემო, აურა. მართლა გაოგნებული ვარ ყველაფრით. ძალიან კეთილ საქმეს ემსახურები და ღმერთმა დაგლოცოს. წარმატებებს გისურვებ.

  8. საუკეთესო საიტია, რაც კი მინახავს ქართულ ინტერნეტ სივრცეში, სიტყვები არ მყოფნის ნამდვილად. ღმერთმა დაგლოცოთ!

  9. ძალიან კარგი საიტია..

  10. ძალიან კარგი და საინტერესო საიტია : ))

  11. ძალიან კარგი საიტია, ყველა ადამიანის სულში ჩამწვდომი :*

  12. ძალიან კარგი გოგო ხარ, ნათი, ყველანაირად. ყველასგან უღრმესი მადლობა, შენ გაიხარე.

  13. მართლაც სულში ჩამწვდომი ცხოვრებისეული ფილოსოფიაა… ძალიან საინტერესო საიტია.

  14. საუკეთესო საიტია

  15. კახაბერი said:

    უფალს ებარებოდე, ის იყოს შენი შემწე და მფარველი.
    ამ საიტს სიკეთის საიტს დავარქმევდი.

  16. ძალიან კარგი საიტია

  17. ძალიან მაგარიაა

  18. ყველა საკითხი მინდა ერთი შეხედვით წავიკითხო…..ყველა სიტყვა დავიხსომო…….გავიაზრო…… გავაანალიზო…… მინდა სულ აქ ვიყო და ამ იმედმომცემ სამყაროში ვიცხოვრო…ემოციებს ვერ ვმალავ….ცრემლებიც კი თავისებურად მომდის, როცა აქ ამ სიტყვებში ზოგჯერ ჩემ თავს აღმოვაჩენ…. ძალიან დიდი მადლობა ნათი, ჩემო ლამაზო სულის ადამიანო, შესანიშნავი ნამუშევარია…

  19. მომეწონა ძალიან

  20. აღფრთოვანებული ვარ, მართლა. ძალიან მაგარია, თავისი მუსიკალური გაფორმებით. ყოჩაღ და დიდი მადლობა.

  21. ეს სიკეთის ოაზისია ვირტუალური სამყაროს ქაოსში…

  22. სრული სიმშვიდეა..

  23. ძალიან კარგი საიტია, მომეწონა ძალიან.

  24. საინტერესოა

  25. მარიამი said:

    ძალიან კარგია ♥

  26. როცა დაღლილი და აფორიაქებული ვარ, სიმშვიდისათვის შენს სამყაროში შემოვდივარ ნათია ძვირფასო, აქ ყველაფერს იპოვი სიმშვიდისათვის, სიწყნარისათვის, მიტევებისთვის, სიყვარულთვის, და ყველაფერს რაც ჩვენს სულიერებას სჭირდება საკვებად სრულყოფილებისათვის და ამისათვის უღრმესი მადლობა ჩემთვის თითქმის, ნაცნობო მეგობარო

  27. საუკეთესო საიტია. მადლობა ასეთი ბრძნული სიტყვებისთვის.

  28. ვიოლეტა said:

    მომეწონა საიტი!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: