"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

გზა

“დამლოცე.. დამლოცე.. დამლოცე მამაო,
უფალთან მეტი რომ ვეძებო საერთო,
რომ ჩემი ქმედება არ იყოს ამაო
და კანდელს მცირედი ნათებით ჩავერთო..”

“უფალო ღმერთო, შენ გევედრები,
გვაცოცხლე სულის გადარჩენამდე,
სანამდე კიდევ გვქენჯნის სინდისი
და გზა სავალი მოჩანს შენამდე..”

“მიყრდნობილი ვტირი, საყდრის კარებთან,
 მინდა ვიყო სინანულის მწირველი..”

“მე შეგხვდი არსად, შეგხვდი ყველგან და კიდევ ჩემში,
თუ არა ხატი, აღმართული დატოვე ნიში,
და დიდი მოსეს ცხელი ცრემლი მეჭირა ხელში,
და კიდევ რაღაც, თუ არ ვცდები მაცხოვრის შიში..”

“უფალო ჩემო, შენდებიან დარდის კედლები
და ნუგეშისთვის მხოლოდ შენ ერთს შეგეკედლები,
ცრემლდადინებულ, ნაღველნარევ სულს ის მიმშვიდებს,
წამსვე შენში რომ მოვიპოვებ სულის სიმშვიდეს..”

“მე მოვედი, დაკარგული კრავი და,
ხეტიალით მტკივა სუსტი მუხლები..”

“როს ჰლოცულობდა, იმ სხივსა თურმე
 თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა..”

“იჯდა ქრისტე და, მდუმარე დიდხანს,
სილაზე თითით რაღაცას წერდა,
ჩაქოლვის დასტურს ელოდნენ მისგან.
და არ ცხრებოდა ყაყანი მტერთა.

შუაში იდგა ტურფა ასული,
შიშით ელოდა სასტიკ ბრძანებას,
წამით შეირხა ფიქრში წასული
ქრისტე და წერას თავი ანება.

ამ ქალს, საჯაროდ, მრუში უწოდეს
თვალს ავლებს იქ მყოფთ, გულთამხილველი,
ნება აქვს მხოლოდ ყოვლად უცოდველს,
ქვა რომ ესროლოს ცოდვილს პირველი.

და ყველამ ჰკითხა სინდისს ნებართვა
თუ აქვს ნებართვა ტყორცნა ითავოს?
ქვის სროლად ხელი ვერვინ შემართა,
უხმოდ გაშორდნენ მსვერპლს სათითაოდ.

ეს განაჩენი დღეს რომ გვსმენოდა,
სულით მაღალის და გულით წმინდის
ცოდვილს პირველი ცოტა ესროდა?
ბევრი ჰკითხავდა ნებათვას სინდისს?..”

“სეფისკვერი მომაწოდე, დედაო,
გულს გაძლევ და გართმევ ლუკმა სეფისკვერს,
ცოდვა შუბლზე მაწერია ხედავ და
უმეცრება ჩემი სულის შემინდე!
ცრემლი არ მდის, რახანია გამიშრა..
სანთლის ცრემლებს მოვაგროვებ თვალებით,
მეტანია იყოს ჩემი ცხოვრება,
აღსარება ზიარების ტოლფასი..
სეფისკვერი მომაწოდე, დედაო
ჩემი წილი მეც მაქვს ლოცვა სათქმელი,
გულს გაძლევ და სიმშვიდეს გთხოვ, დედაო,
თვალს ვხუჭავ და შენ გიყურებ თვალებში..” 

“თაბორის მთაზე მომდევს ქარები,
სევდა-ტკივილო გული დაბზარე..
და ბეთანიის მიხმობს ზარები,
ძახილს მოველი, როგორც ლაზარე..”

“ნაზარეთის თხემისფერი კედლები,
ერთხელ მაინც უნდა ნახოს კაცმა,
ჯერ დახატე ზეთისხილის ქედები,
მერე უფრო ადვილია ჯვარცმა..”

სამგზის უარყო მოძღვარი მისი,
სულში აყივლდა პეტრეს მამალი,
უფალთან დგომის კვლავ გახდა ღირსი,
პეტრე, მომეცი შენი წამალი.
ნაპირთან ბადე ცრემლით შევკერე,
და წამოდგომის ვიგრძენი გემო,
არ მინდა, მამლის ყივილის მერე,
მერეც უარგყო, იესო ჩემო..”
“მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მასწავე მე, რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი. სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა..”“წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოურებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა..”“‎ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა..”“‎ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა..”“რატომ განაგო უფალმა იმგვარად, რომ ამქვეყნად არავინაა მწუხარებისა და სიმძიმის გარეშე? იმისათვის, რომ ადამიანმა არ დაივიწყოს, რომ განდევნილია სამოთხიდან; რათა დედამიწაზე იცხოვროს არა როგორც ამასოფლის მკვიდრმა მშობლიურ მიწაზე, არამედ როგორც მოგზაურმა და სტუმარმა უცხო მხარეში. იგი მუდამ უნდა ეძიებდეს ჭეშმარიტ  სამშობლოში  დაბრუნებას..”“მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი..”“უფალო, მომეცი სინანული პეტრე მოციქულისა, ცრემლი მარიამ მაგდალინელისა, აღსარება ავაზაკისა..”“როდესაც წუთისოფლის ბნელ გზაზე დაღლილნი და გზააბნეულნი შევჩერდებით და აღარ გვეცოდინება საით წავიდეთ, მოგვმადლე ცხოვრებისეულ ქარიშხალში შენი ნათელი სახის ხილვა და შენი მშვიდი გამამხნევებელი ხმის გაგონება: “მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა”! ამინ..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: