"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

ცა მიწიდან იწყება…

ნებისმიერი დანაშაული, რაც კი სიტყვით, საქმით თუ გულისხმისყოფით ჩაგვიდენია, ჩვენში ჩაბუდებული ცოდვის ნაყოფია… ცოდვას ჩვენს არსებაში ისე ღრმად აქვს გადგმული ფესვი, რომ მისი დამარცხება მხოლოდ უფლის დახმარებით შეიძლება და ისიც მხოლოდ შეუპოვარი და დაუღალავი ბრძოლით. ადამიანს საკუთარ თავში მტერი ჰყავს, დაცემული ბუნების სახით. ყველა ჩვენგანში არის რაღაც, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის. ეს არის ცოდვა…  ისეთი ღრმა და ისეთი ჩაკირული ჩვენს არსებაში, რომ ღვთის დახმარების გარეშე ძნელია მისი დაძლევა…  ძნელია საკუთრის თავის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ თუ სინანული გვექნება, უფალი დაგვეხმარება მისკენ სავალ გზაზე… სინანული მხოლოდ ცრემლების ღვრა ან სინდისის ქენჯნა არ არის… ესაა ადამიანის მტკიცე გადაწყვეტილება, ზურგი შეაქციოს უღმერთობას, უღმერთო ცხოვრებას და ღვთისაკენ წავიდეს, დაიწყოს უფლის მცნებების აღსრულება. არ არსებობს ცოდვა, რომელიც სინანულს აღემატება… სინანული ოკეანეა, ცოდვა კი მასში ჩაგდებული პატარა კენჭი… და თუ სინანული გვექნება, ხსნის გზას ვიპოვით, ვიპოვით უფალს. რწმენას სასწაულების მოხდენა შეუძლია… ის, რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, შესაძლებელია ღვთის მიერ… დანაშაულის ჩაუდენლობა უცოდველობას არ ნიშნავს. სასიკვდილო ცოდვა მარტო  კაცის კვლა, ქურდობა  და  მრუშობა  არ არის… ყველა ცოდვა სასიკვდილოა, რომელიც უფალს დაგვაკარგვინებს. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ცოდვით მოვხვდებით იქ, სადაც ღმერთი არ არის… რა თქმა უნდა, საქმით ჩადენილი ცოდვა უფრო მძიმეა, ვიდრე სიტყვით… სიტყვით ჩადენილი კი უფრო მძიმე, ვიდრე გულისხმისყოფით… მაგრამ, ცოდვა ვითარდება. თუ ადამიანი გულისხმისყოფაში არ ებრძვის ცოდვას, ის აუცილებლად გამოვლინდება სიტყვაში… და თუ სიტყვაში არ ებრძვის, აუცილებლად გამოვლინდება საქმეში… ცოდვის შედეგი კი სიკვდილია, არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერიც. სულიერად მკვდარი ადამიანი კი ღმერთს კარგავს, სიცოცხლის არსს კარგავს… ადამიანს ოდნავი სიღრმე თუ მაინც გააჩნია, ფიზიკურმა სიკვდილმაც უნდა დააფიქროს და ძიება დაიწყოს… ძიება, რომელიც საბოლოოდ ღმერთის აღიარებამდე მიიყვანს… და თუ  სინდისის თანახმადაც იფიქრებს და იცხოვრებს, ჭეშმარიტებასაც აუცილებლად მისწვდება… უღმერთოდ, ადამიანი მხოლოდ ფიზიოლოგიური არსებაა. სავალალოა მისი ცხოვრება, რადგან იგი სიცოცხლეშივე მკვდარია… სიცარიელეა… ჩვენს გულში ზღვა უფსკრულია და ეს უფსკრული მხოლოდ ღმერთმა შეიძლება ამოავსოს. უამისოდ, ადამიანი საკუთარი თავის გარეთ ცხოვრობს, რადგან  მის შიგნით სიცარიელეა… უაზროდ მიყვება ცხოვრების დინებას… სინდისიც არაფერზე ქენჯნის, რადგან საკუთარ ბუნებას არ უწევს წინააღმდეგობას, დაცემული ბუნების შესაბამისი ცხოვრებით ცხოვრობს… ფიზიოლოგიის ტყვეობაში მოქცეული ადამიანური პიროვნება ვერასოდეს იპოვის ბედნიერებას. ისე წავა ამ ქვეყნიდან, ვითომ არც უცხოვრია. რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას, ასეთ სიცოცხლეს… ბედნიერი მხოლოდ  ის არის, ვინც სიცოცხლის არსს ჩასწვდება, საკუთარი ცხოვრების აზრს იპოვის… ასეთი ადამიანის შინაგანი სამყარო მთელი გარემომცველი სამყაროს მადლს იტევს, სიცოცხლის სილამაზეს იტევს, სხვებსაც მადლით ავსებს… გონიერია ასეთი ადამიანი… იგი ცხოვრებას არ ზომავს დღეების ხანგრძლივობით. თითოეულ დღეს  სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს… ცა მიწიდან იწყება… ვებარებოდეთ უფალს..

ნათია 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: