"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

დავით გარეჯი

ღვთაებისა და შავნაბადას მონასტრების მოლოცვის შემდეგ, დავით გარეჯის უდაბნოსკენ გავეშურეთ…

გზას ვაგრძელებდით და ვხვდებოდით, რომ თანდათან საოცარ, ზღაპრულ სამყაროში შევდიოდით… თოვლიანი უდაბნო… თეთრ ფანტელებში გახვეული თვალუწვდენელი სივრცე… მიდიხარ და ხვდები, რომ უდაბნოსაც შეიძლება უწოდო სამოთხის ნაწილი… მიწიერი სამოთხე… ბედნიერი ხარ… და  უფალს მადლობას სწირავ, რომ ამ ყველაფრის მხილველი ხდები…

დროსა და სივრცეში დაკარული თოვლიანი უდაბნო რეალობას გაშორებს   და   სადღაც  შორს… საოცარი სიმშვიდისა  და  ოცნებების სამყაროსკენ მიგიძღვება…

მონასტერს რომ უახლოვდები, პირველად მაღალ ქვაკუთხედ კოშკს შენიშნავ, ქვითკირის კლდეზე აშენებულს. მიუახლოვდები თუ არა იმ მთის ძირს, დაინახავ აღმართულ კლდეში გამოკვეთილ სენაკებს, ასასვლელ კიბეებს, ამოკვეთილ ღარებს…  ლავრაში შესვლისას კი გაოცდები მაღალი კოშკებისა და გალავნების კედლების ხილვით…

არსებობს გამოთქმა, რომ სამჯერ დავით გარეჯის მოლოცვა, ერთხელ იერუსალიმის მოლოცვის ტოლფასია… გადმოცემის თანახმად, იერუსალიმში  წასულმა  დავით  გარეჯელმა ქალაქს რომ მიუახლოვდა, თავი ღირსად ვერ ჩათვალა ქალაქში შესულიყო და მოელოცა…  ამიტომ, იქვე ახლოს დაყრილი ქვებიდან, სამი ცალი აიღო და წამოიღო. იერუსალიმში პატრიარქს სიზმარი უნახავს, რომ მთელი მადლი ვიღაცას მიჰქონდა. დაადევნეს ხალხი დავით გარეჯელს და ამ სამიდან ორი ქვა წაართვეს. მას შემდეგ არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ სამჯერ დავით გარეჯის მოლოცვა, ერთხელ იერუსალიმის მოლოცვას უდრის…

დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ ჩვენგანზე ამ საოცარმა ადგილმა… ასეთ სიწმინდეებთან ახლოს ხვდები, რომ დედამიწაზე მადლი წმინდანთა ღვაწლს მოაქვს ზეციდან…  ჩვენ, ჩვეულებრივ მოკვდავებს,  სწორედ ეს მადლი  გვინათებს ტაძრისკენ მიმავალ გზას…

უფალო, გთხოვთ  დაგვლოცე და გაგვაძლიერე… გაგვინათე გონება, არ მოგვაკლო შენი მადლი, გვაქციე ნამდვილ ადამიანებად… მოგვანიჭე საღი აზროვნება, რომ სწორ გზაზე ვიაროთ სიცოცხლის ბოლომდე, წმინდანთა კვალდაკვალ… სულის გადარჩენამდე… გვაპოვნინე საკუთარი თავი, ის ღვთიური მადლი და ხატება, შენ რომ გვიწყალობე ადამიანებს… მოგვმადლე თავმდაბლობის, სიყვარულის, სიკეთის ნიჭი… დაგვლოცე უფალო, რომ შენ მიერ ბოძებული სიცოცხლე ღირსეულად გამოვიყენოთ… ამინ…

Comments on: "დავით გარეჯი" (4)

  1. მართლა ძალიან თბილი და სასიამოვნო გვერდია…:)))

  2. ლელა კაშეიშვილი said:

    სასიამოვნო გვერდია

  3. Very beautiful place and very nice background music

  4. მადლობა და გაიხარეთ,სულს ამშვიდებს თქვენი სტატიები.უფალმა დაგლოცოთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: