"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

მე–გულები ♥

“ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ – სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია..”

ო. იოსელიანი

როგორ მინდოდა რომ ყველა ლექსში

 ჩვენი ბავშვობის შროშნები გეცნო.

 მერე გტკენოდა ზედმეტი ნეკნი

 და ჩემი სული შენ მკერდში გეგრძნო…”

 მ. წიკლაური

”მე კი მეყოფა, თუ შენს თვალებში

 ვნახავ საოცრად პატარა მზეებს,

პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,  

თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს..”

ო. ჭილაძე

“მისი სულიერი რაღაც-რაღაცები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს ურთიერთობას სიყვარული..”

ჭ. ამირეჯიბი

“მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის..”

გ. ჩოხელი

“სიყვარული აერთიანებს ადამიანს ადამიანთან და ღმერთთან. ასე იქმნება სამიღმერთი, შენ და მე. ადამიანები სიყვარულით ერთიანდებიან ერთ მთლიანობაში, ერთ ეკლესიად, ქრისტეს ერთ სხეულად..” 

ილია II

“ცოლ-ქმარს საკუთარი სხეულივით უნდა უყვარდეთ ერთმანეთი; უნდა ჰქონდეთ ყველაფერში ნდობა და გულწრფელობა; ერთად უნდა გაიზიარონ ცხოვრებისეული სიხარული და მწუხარება; წმინდად შეინახონ ცოლ-ქმრული ერთგულება; საერთო ძალებით იშრომონ ქრისტიანულ რწმენასა და კეთილზნეობაში სრულყოფისათვის. 

დიდებულად აღწერს ქრისტიანული ეკლესიის ერთი ძველი მასწავლებელი ჭეშმარიტ მეუღლეობრივ ცხოვრებას: “როგორი სასიამოვნოა ორი გული შეერთებული ერთი იმედით, ერთი სწავლებით, ერთი კანონით!.. არ არის მათ შორის არავითარი უთანხმოება არც სულში და არც ხორცში… ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად ასრულებენ მუხლმოდრეკას, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს რჩევა-დარიგებას აძლევენ, ერთად დადიან ეკლესიაში, ერთად ითმენენ დევნას, ერთად გალობენ ფსალმუნებს და ერთმანეთად ადიდებენ უფალს..”

 “- დამიჯერე, არ არსებობს სიყვარული მოკვდავობისთვის, სამარადისოდ გრძელდება ღმერთში..

 – ჰო, მაგრამ… არ გეშინია, დედამიწა ხომ შექმნილია სასრულისათვის?…

 – კი, მეშინია… ჰოდა, ვთქვათ ერთად: ქრისტეა ჩვენში! ქრისტეა ჩვენში!”

გ. ჯობავა

“მეუღლეებმა ქრისტეს სიყვარულით და მისი მცნებების დაცვით სულიერი სიმდიდრე უნდა მოიხვეჭონ. ისე მიაღწევენ ერთმანეთის ჭეშმარიტ სიყვარულს და ბედნიერები იქნებიან..”

“თანახმა ხარ მოიყვანო ცოლად?  

სიყვარულში არ იცოდე ზღვარი,

 ერთი ლუკმა მისთვის გაყო ორად,  

ჭირშიც, ლხინშიც იყო მისი ქმარი?

რომ გიყვარდეს ქუჩა, სადაც დადის,  

უკოცნიდე თვალებს, ცრემლით ნაბანს,  

პატიობდე რასაც გულით სჩადის,  

ყოველ ღამით უსწორებდე საბანს?  

თანახმა ხარ უერთგულო სხვასთან?  

იყო მამა ყველა მისი შვილის,  

ყოველ ღამე იძინებდე მასთან,  

თუ არა და გეშინოდეს ძილის?  

ჯოჯოხეთის რომ აღმოჩნდეთ ცეცხლში,  

თანახმა ხარ მას დაუთმო წყარო?

სხვამ რომ ჩაგსვას ოქროსა და ვერცხლში  

ვერ გაიგოს შენგან “მიყვარხარო”?  

თანახმა ხარ აპატიო წყენა?  

რომ ყოველთვის შენ არახარ სწორი…  

რომ სისხლისგან დაგეცალოს ვენა…  

რომ უბრალოდ გიყვარს შენი ცოლი?  

თანახმა ვარ!  

თანახმა ვარ!  

თანახმა ვარ მოგიყვანო ცოლად,  

სიყვარულში არ ვიცოდე ზღვარი,  

ერთი ლუკმა შენთვის გავყო ორად,  

ჭირშიც, ლხინშიც ვიყო შენი ქმარი!”

ზ. ცინდელიანი

“ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ხორც. აწ უკვე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ..”

(მათე 19, 6)

“და სადაც სიყვარულია – იქ სიწმინდეა, ღმერთია..”

აკაკი 

“ცოლ-ქმრის ურთიერთობა, ოჯახის რაობა, მაცხოვრის მოვლინებამ სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ოჯახის იდეალად იესო ქრისტემ დასახა მისი და ეკლესიის დამოკიდებულება:

როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში, ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა.

ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა (ეფეს. 5,22-23).

მაგრამ ამავე დროს ქმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მოციქული პავლე წერს:

ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს (ეფეს. 5,25); ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ხორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს (ეფეს. 5,28).”

 ილია II

“სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი..”

 გოეთე

“ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,

 ერთი ოთახის ამარა დავრჩით.

 ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,

 სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.

 მე შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად

 და ოცნებებად დავიხარჯებით.

 ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით

 მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც…

 კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,

 პატიოსნება ურდულად ადევს

 და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,

 მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

 ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,

 ერთი ოთახის ამარა დავარჩით.

 ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,

 სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.”

 შ. ნიშნიანიძე

“კარგი ოჯახი – სათნოებათა წმიდათა წმიდაა.. ქრისტიანული სახლი არის ადგილი, სადაც თითოეული ცხოვრობს ერთმანეთისთვის და ყველა ერთად – ღმერთისთვის..”

მონაზონი ვერონიკა

“მე ბევრს არ ვითხოვ, მინდა სიმშვიდე,

 მე-გულები და ეს სულს მიმშვიდებს.

 გადაგეყრები – ჩვენ გავზრდით შვილებს,

 ნატვრას ავიხდენ და ერთს ვიშვილებთ.

 ჩვენ დავბერდებით, შევივერცხლებით,

 მაჯებს შეგიმკობ ლეკურ ვერცხლებით.

 ბუხარი ენთოს, ხურდეს კეცები,

 მერე მე წავალ, აღვიკვეცები..”

 ი. გაფრინდაშვილი 

“ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის, რა არის მოჭარბებულობა. იგი სავსებით სულიერია და არ შეიძლება გაცივდეს. გაღვივებულ ნაღვერდალს ფერფლი წაეფარება, ხოლო ცის მნათობს არასოდეს..” 

. ჰიუგო

“– ყველაზე კარგს რას ეძახი ადამიანის ცხოვრებაში?

 – ჯეელი რომ ხარ და ვიღაც გიყვარს. მერე თუ იმასთან კარგ დღესა და კარგ წუთისოფელს ჩამოლევ, ის არის ყველაზე კარგი..”

გ. ჩოხელი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: