“ამ ქვეყნად არის ისეთი ღირებულებებიც, რომელიც, რა კუთხიდანაც უნდა შეხედო, მაინც უცვლელია და ყველა ადამიანისათვის ერთნაირად ფასეული – ეს სიყვარულია..”
“შენ იმთავითვე არსებობდი ჩემში, როდესაც შენ დაიბადე, შენ დაიბადე ჩემს სულში, და ამის შემდეგ ჩემი სიცოცხლე შენი ძებნა იყო. მე ვგრძნობდი, რომ შენ ჩემში იყავი და მე გეძებდი შენ..”
“მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის..”
“სულ სხვანაირად მიაბიჯებს ადამიანი, როცა იცის, რომ თან სიხარული მიაქვს..”
“ნეკნივით გაკლივარ, დამეძებ მუდმივად..”
“სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი..”
“ამქვეყნად მოსვლა,
სხვა თუ არა, იმიტომ ღირდა,
რომ ერთხელ მაინც მეთქვა –
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ..”
“ორი სული – ერთი ფიქრი, ორი გული – ერთი ფეთქვა..”
“როცა შენი სიყვარულის მჯერა, იმათი მტრობა აღარ მაშინებს. ყველაფერი მოირყევა ამ ქვეყანაზე, სიყვარული კი არა. სიყვარულს გზას ვერ აუბნევ, თუკი ჭეშმარიტი სიყვარულია ეს და არა უდღეური, რაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბორძიკობს და სულს ღაფავს ხოლმე..”
“გიყვარდეს და უყვარდე.. განა, ეს ყველაფერს არ ნიშნავს?”
“სიყვარულს არ ემუქრება სიბერე..”
“თუ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ მარადიულნი და უკვდავნი ვართ..”
“რა შვებაა, ენით უთქნელი შვება, მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს..”
“რას ეძებს ყველა თქვენგანი? – ბედნიერებას. ქალისთვის კი ბედნიერება ის არის, რომ იგი უყვარდეთ, მას ეტრფოდნენ, ჰყავდეს მეგობარი, რომელსაც გაანდობს ყველა თავის სურვილს, ყველა ფანტაზიას, თავის წყენასა და თავის სიხარულს. ჩაახედებს თავისი გულის სიღრმეში, სადაც დაანახებს თავის შეცდომებს და საუკეთესო თვისებებს და არ შეეშინდება ღალატის..”
“ზამთრის გვიან საღამოს, ძალიან, ძალიან რომ ცივა, ქუჩაში მიმავალი, სახლისკენ, გულში მის სახელს რომ იმეორებ და თბები…”
“არ არსებობს ქვეყნად იმაზე ნეტარი წამი, როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანისაგან სიყვარულს იგრძნობ..”
“თუ სიყვარულით ცხოვრობ, ყოველი წამი სიყვარულითაა სავსე… ყველაფრისთვის მადლობ უფალს და ყოველ წამს შეგიძლია თქვა – “შეჩერდი წამო! რა მშვენიერი ხარ!”
“სიყვარული ერთი ჩვეულებრივი სიტყვაა, არადა – ყველაფერს იტევს: სულსაც ნიშნავს და სხეულსაც, სიცოცხლესაც და სიცოცხლის არსსაც..”
“– დამიჯერე, არ არსებობს სიყვარული მოკვდავობისთვის, სამარადისოდ გრძელდება ღმერთში..
– ჰო, მაგრამ.. არ გეშინია, დედამიწა ხომ შექმნილია სასრულისათვის?
– კი, მეშინია.. ჰოდა, ვთქვათ ერთად: ქრისტეა ჩვენში! ქრისტეა ჩვენში!”
“და მაშინ ისევ გაიღო კარი და გამოვიდა გარეთ ცოლ–ქმარი: ზურგზე ეკიდათ განვლილი წლები და ანათებდნენ ღამეს ჭაღარით..”
ო. ჭილაძე
Comments on: "მიყვარხარ..♥" (4)
ყველას ბედნიერ და ლამაზ სიყვარულს გისურვებთ..♥
ნათია, ლამაზ სიყვარულს გისურვებთ ❤
გაიხარეთ.. ♥
ძალიან მაგარია