"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

ჩემი საფიქრეთი

ადამიანის შეფასებისას მის სულში ჩაიხედე. მხოლოდ უგუნური თუ შეაფასებს წიგნს ყდით და შიგთავსს ჭურჭლით..

“ჩვენ სამნი მივდიოდით გზაზე: მე, ის და დუმილი… დუმილი ვერ ხვდებოდა, რომ ზედმეტი იყო..”

“იცით, ყოველ წელიწადს იმდენი ყვავილი ამოდის დედამიწაზე, რამდენი ადამიანიც არის იმ წელიწადს შეყვარებული..”

“ბედნიერება უნდა ისწავლო, უნდა ისწავლო, თუ როგორ შეხვდე თითოეულ ახდენილ ოცნებას..
-მანამდე?
-მანამდე მადლიერება უნდა ისწავლო, ისე ოცნებები არ ხდება..”

“ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოველით ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი..”

“ჩვენი არსებობა ერთი დიდი წარმოდგენაა სავსე მსახიობებით..
ყოველ დილით სარკის წინ ვირგებთ როლს და თამაშს ვიწყებთ, ვთამაშობთ და ვცდილობთ სარკეს არ ჩავხედოთ თვალებში..
მთელი ცხოვრება მორიგეობით ვირგებთ ერთგულების და ღალატის ნიღაბს..
და ხშირად გვეშინია მისი ჩამოხსნის – არ გაგვაშიშვლონ, რადგან საკუთარი თავის თამაში ძალიან ძნელია..
ხშირად ვმათხოვრობთ და ამ ცხოვრებას სიყვარულს ვემათხოვრებით სიძულვილით შეპყრობილები..
ჰო!
ცხოვრებამ ბევრი როლი გვარგუნა და ქუჩის ლაბირინთებში მიმავალნი ვცდილობთ არ ჩავიხედოთ ქვაფენილის დიდ თვალებად ქცეულ წვიმის გუბეებში, გვეშინია საკუთარი თავის დანახვის, რომელსაც ხშირად ფეხს ვაბიჯებთ..
ცხოვრება – ჩვენი რეჟისორია და არ ვიცით რომელი როლისთვის დაგვადგამს გვირგვინს..”

“სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია..”

ნუ დამტოვებ მარტო..

“მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს,
რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს ..”
 

როცა გულში თბილა..

“და ისევ სიშორეზე ტირის როიალი..”

“ყველაზე დიდი მარცვალი მოლოდინია.. გგონია, დროში გაჩერდი.. ანდა, დრო გაჩერდა შენში..”

სიყვარული მინდა გვათოვდეს.. სითბოს ფანტელები.. შევაგროვებდით ყველა და ერთმანეთს ვუწილადებდით.. ♥

“ჩემს ბედნიერებას ერთ ფურცელს ვაწერ და მხოლოდ შემდეგ ვეძლევი თვლემას. ფურცელი წიგნში, წიგნი კი წიგნებს შორის გადავინახე. კი, ნუგეშია ესეც ამგვარი, რომ არ დავკარგავ ბედნიერებას და დილისთვის ისევ ვიბედნიერებ. თუმცა დილამდე მიმავიწყდა, რომელ წიგნში შევინახე ბედნიერება და მას აქეთ ბედნიერებას წიგნებში ვეძებ..“ 
“მე ხუთჯერ გარდავიცვალე უკვე და ხუთჯერ მოვბრუნდი ამ ქვეყანაზე.. პირველად მე გარდავიცვალე შიშით და აღვსდექი სიმარტოვეში.. მეორედ მე გარდავიცვალე სიმარტოვეში და აღვსდექი თვალთმაქცობაში.. მესამედ მე გარდავიცვალე თვალთმაქცობაში და აღვსდექი უდარდელობაში.. მეოთხედ მე გარდავიცვალე უდარდელობაში და აღვსდექი სიძულვილში.. მეხუთედ მე გარდავიცვალე სიძულვილით და აღვსდექი სიყვარულში.. მე ახლა ვცხოვრობ უზომო, განუსაზღვრელი სიყვარულით და ვიცი, რომ სიყვარულით გარდავიცვლები.. და ეს იქნება ჩემი უკანასკნელი გარდაცვალება, მე არაფერში აღარ აღვსდგები. მე დავრჩები მარადიულ სიყვარულში, ამიტომ ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა როდის მოვკვდები.. მე აღარ მეშინია სიკვდილის..”

“ვეძებ ადამიანს მთელი ცხოვრება და
ვნახავ, თუ იქამდე თვითონ გადავრჩები..”

“ჩვენ ხომ სულის სიღრმეში, ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ წუთებში, ენით აუწერლად მარტონი ვართ..”

“მე მიყვარხართ, მიყვარხართ, რადგან მიყვარს ღმერთი და ღმერთმა თქვენთან ერთად მარგუნა სიცოცხლე დედამიწაზე..”♥

“როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს..”

“აქაური სიმშვიდე გამუდმებით ფიქრისკენ გიბიძგებს, სულ შენს თავში ხარ ჩაყუდებული.. ზოგჯერ, ხმამაღლადაც კი ელაპარაკები თავს.. მთაში ცხოვრება მძიმე ტვირთიაო, ამბობენ.. არა, ქალაქია ტვირთი.. მძიმე ტვირთია, ათასგვარი საცდურით დახუნძლული.. მთა კი სუფთაა, გიცავს, გულში გიხუტებს, საზრდოს გაძლევს.. თუმცა, განსაცდელსაც  გივლენს,  რომ  არ  დანელდე,  არ  მოდუნდე, რომ მუდამ გახსოვდეს ღმერთი..”

“ერთხელ სიზმარში გნახე, რომ ბეღურა იყავი და დაფრინავდი. ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა, შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი, აგიყვანე. კანკალებდი. მე უბეში ჩაგისვი, რომ გამთბარიყავი. თან ვტიროდი, ისე  ვტიროდი,  გულს  ვიგდებინებდი. მეგონა, თუ ასე ვიტირებდი, არ მოკვდებოდი..”
“განა არ ვიცი? – ამოდის კიდეც.
მეც ეგ არ მიკვირს? –
სულ ჩასვლაზე რად მეწერება?”

მთელი ცხოვრება ისე იარე,
სხვისი სული არ დააზიანო..
შენთვის არავის დაესვას კითხვა,
რა დაგიშავე ა დ ა მ ი ა ნ ო ???

“ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული..”

“და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა..”

“_ რა გადარდებს?
_ დასაწყისი სად არის, ის არ ვიცი..
_ რისი დასაწყისი?
_ აი, ყველაფერი იმისა, რასაც ვხედავთ და არ ვხედავთ..
_ ეე, შენც მოიგონე დარდი, რაღა!
_ რა, არ მოგწონს?
_ არა, ისე საინტერესო დარდია, მაგრამ რა ჩვენი საქმეა, სად არის დასაწყისი..
_ მაშ თუ იცი, დასასრული სად არის?
_ დასასრული სიკვდილია.
_ სცდები, ტყუილია.
_ რატოა ტყუილი.
_ სიკვდილიც დასაწყისია, მაგრამ მთავარი არა, მთავარი დასაწყისი სხვა რამეა..
_ ღმერთი?
_ შეიძლება ღმერთი, მაგრამ, სად არის?
_ ეგ გადარდებს?
_ ჰო, ვიცი, რომ დასასრული და დასაწყისი ერთად არიან, რომ დასასრულში დგას დასაწყისი, მაგრამ როგორ, რანაირად, სად არიან?
_ მეტი არაფერი გადარდებს?
 _ მეტი რაღა უნდა მადარდებდეს..”

“როგორც უჰაერო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, შებრუნდი და გაიქეცი უღმერთოთა შესაკრებელისაგან,  რამეთუ   მათ   შორის   ფრენას  ვერ  შეძლებ  და ჩამოვარდები..”

Comments on: "ჩემი საფიქრეთი" (9)

  1. მშვენიერია ..

  2. ძალიან ძალიან მიყვარს ეს გვერდი : ))

  3. პირველად მოვხვდი ამ გვერდზე, მაგრამ მუსიკამ წელზე ისე შემომხვია ხელები, ხშირად მოვალ…ხშირად….

  4. არ ვიცოდი ამ გვერდის არსებობა. საოცარია, გულის ყველა სიმს ელამუნება.

  5. მადლობა ნათია, მშვენიერია, კარგი გოგო ხარ, ღმერთმა გაბედნიეროს! ♥ ♥ ♥

  6. მარინა said:

    საოცრებაა მუსიკითურთ

  7. მომწონს ძალიან აქაურობა, ყველაფერი ისე ძალიან ახლობელია ჩემთვის, ეს მუსიკაც ისეთია ♥

  8. უფალი გფარავდეს ლამაზი სულის ადამიანო. ეს ყველაფერი ისეთი სასიამოვნოა, რომ არ გბეზრდება ადამიანს და გაქვს სურვილი სამუდამოდ დარჩე ამ სივრცეში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: