"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

სიბრძნის სიმფონია

  • ნუ იტრაბახებ შენი ცოდნით და ნუ გადიდგულდები იმით, რომ სწავლული ხარ. სწავლა მიიღე არა მარტო განსწავლულისგან, არამედ მისგანაც, ვისაც ბევრი არაფერი უსწავლია. კარგი აზრი დაფარულია, ვითრცა ქვა პატიოსანი და მას ხშირად მოულობენ იმ ადამიანებთან, რომელნიც დოლაბს ატრიალებენ, ხორბალსა ფქვავენ.

    ვეზირ პტაჰოტების სიბრძნე

  • მარადისობა კენჭებით მოთამაშე ბავშვია. ბავშვს ეკუთვნის მეუფება ამა ქვეყნისა.

    ჰერაკლიტე ეფესოელი

  • ბრძენი ის არის ვინც იცის – საჭირო, ბევრი კი არა. 

    ესქილე

  • რასაც კეთილგონიერება და სირცხვილის გრძნობა ახლავს, მუდამ ყვავილობს და ნაზად იფურჩქნება. ღმერთი იყოს ამ სიკეთის მომნიჭებელი.

    პინდარე

  • დაბადება ბედნიერებაა მისთვის, ვინც კეთილი საქმეებით თავის სახელს უკვდავყოფს.

    პერიკლე

  • ყოველ ადამიანში მზეა – ოღონდ აცალეთ, რომ გაანათოს. 

     სოკრატე

  • სხეული ისე ვერ განიკურნება, თუ ჯერ სული არ განიკურნა.

    სოკრატე

  • ყველაფრის ცოდნას ნუ შეეცდები, თორემ უმეცარი დარჩები.

    დემოკრიტე

  • ნუ გგონია, რომ რამე ცუდს ჩაიდენ და დაიმალები, რადგან სხვებს რომ დაემალო, შენს აკუთრ სინდისს ვერსად წაუხვალ.

    ისოკრატე

  • ლაპარაკი დაიწყე ორ შემთხვევაში: როცა შენი სიტყვის საგანი კარგად გაქვს მოფიქრებული, ან როცა რაიმეს თქმა აუცილებელია; მხოლოდ ამ ორ შემთხვევაშია მეტყველება დუმილზე უკეთესი, სხვა შემთხვევებში კი სჯობს გაჩუმდე.

    ისოკრატე

  • იოლად ნურავის დუმეგობრდები, მაგრამ თუ დაუმეგობრდი, ეცადე შეინარჩუნო, რადგან ერთნაირად სირცხვილია უმეგობრობა და ბევრი მეგობრის ყოლა.

    ისოკრატე

  • როცა შენ პირად საქმეებზე ვინმეს რჩევა უნდა ჰკითხო, ჯერ იმას მიაქციე ყურადღება, როგორ აქვს მოგვარებული თავისი პირადი საქმეები.

    ისოკრატე

  • მშობლებს ისე მოექეცი, როგორც ისურვებდი, რომ შენი შვილები მოგექცნენ.

    ისოკრატე

  • სხვათა ბედნიერებას რომ ვეძებთ, საკუთრს ვპულობთ.

    პლატონი

  • იმისათვის კი არ ვიმსჯელოთ, რომ ვიცოდეთ, რა არის სათნოება, არამედ იმისთვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ.

    არისტოტელე

  • რა დიდებულია ადამიანი, თუ ნამდვილად ადამიანია.

    მენანდრე

  • მხოლოდ ის ცხოვრობს, ვინც მარტო თავისთვის არ ცხოვრობს.

    მენანდრე

  • ჭეშმარიტი მეგობარი უნდა იყოს ჩვენი მეორე „მე“, ის მეგობრისგან მხოლოდ კეთილ საქმეებს მოითხოვს. მეგობრობას ბუნება გვიბოძებს სასარგებლო საქმის თანამგზავრად და არა მანკიერების თანაშემწედ.

    ციცერონი

  • ნუ გააკეთებ ისეთ რამეს, რასაც შენი სინდისი დაგმობს; ნუ იტყვი ისეთ რამეს, რაც სიმართლეს არ შეეფერება. დაიცავი ეს ორი მთავარი რამ, და შენ სრულყოფ შენს ცხოვრებას.

    მარკუს ავერლიუსი

  • როცა სამართლიანობა ქრება, მაშინ აღარაფერი რჩება ისეთი, რომ ადამიანის სიცოცხლეს ღირებულება მისცეს.

    კანტი

  • საოცრად მოუსვენარი, ჭეშმარიტად მერყევი და მარად ცვალებადი არსებაა ადამიანი. იოლი არაა მასზე მტკიცე და ერთგვაროვანი წარმოდგენის შექმნა.

     მიშელ მონტენი

  • სიყვარულია რაღაც უზენაესი ძალა, რომელიც ყველა საგანს აიძულებს მიისწრაფვოდეს თავის ბუნებრივ, კანონიერ ადგილს. სიყვარული – ესაა მისწრაფება სრულყოფილებისკენ, სიმშვიდისკენ. ის არაა გარეგნული ძალა. ის არის ყველაზე უფრო ღრმა, იდუმალი შინაგანი ძალა ადამიანისა.. სათნოება უფლის სიყვარულია, უზენაესი ფორმა სიყვარულისა.

    წმინდა ავგუსტინე

  • ჭშმარიტება შეიძლება დროებით დაიჩაგროს, მაგრამ მისი საბოლოოდ დამარცხება შეუძლებელია.

     წმინდა ავგუსტინე

  • არის იოლი დაფნისაგან გვირგვინის დაწვნა.. ძნელია, მისი ღირსი თავი მონახო კაცმა. 

    გოეთე

  • ჩაუნერგეთ ბავშვებს სათნოება. მხოლოდ ის მოუტანს მათ ბედნიერებას.

    ბეთჰოვენი

  • დრო – ფასდაუდებელი ძღვენია, რაც გვეძღვნება იმისთვის, რომ მასში გავხდეთ უფრო ჭკვიანი, უკეთესი და სრულყოფილი.

    თომას მანი

  • კაცობრიობას მხოლოდ ის ამდიდრებს დიდი ხნით, ვინც მას თავისი თავის შეცნობაში ეხმარება და მის შემოქმედებით შეგნებას აღრმავებს.

    სტეფან ცვაიგი

  • დუმილი ზოგჯერ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ამაღლებულია, ვიდრე ყოვლად კეთილშობილური და მეტყველი ენამჭევრობა, და ბევრ შემთხვევაში მაღალ გონებაზე მეტყველებს.

     ადისონი

  • მთელი ჩვენი ღირსება აზროვნებაშია მოქცეული. არა დრო და სიცრცე, არამედ სწორედ ის, აზრი გვამაღლებს.

    ბლეზ პასკალი

  • ბევრი უნდა ვისწავლოთ, რომ ცოტა მაინც ვიცოდეთ.

    მონტესკიე

  • ზოგჯერ დუმილი ყოველგვარ მეტყველებაზე ბევრისმეტყველია.

    მონტესკიე

  • სიყვარული – მომაჯადოებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.

     სტენდალი

  • დედის გული – სასწაულების ამოუწურავი წყაროა. 

    პიერ ბერანჟე

  • საშინელი, ჭეშმარიტად საშინელია ვერცხლისმოყვარეობა. ის გვიხშობს თვალსა და სმენას, გაქცევს მხეცებზე მძვინვარედ, არ გვაძლევს ნებას ვიფიქროთ სინდისზე, მეგობრობაზე, ურიერთობაზე, სულის ხსნაზე.

     იოანე ოქროპირი

  • ქრისტიანი კაცი არ შეიძლება მარტო მასწავლებელი ან მარტო მოწაფე იყოს. ის მუდამ ერთიცაა და მეორეც, ამიტომ მიდის სრულყოფილებისკენ. ჩემო მეგობარო, თავი მხოლოდ შეგირდად ჩათვალე. ნუ იფიქრებ, რომ დაბერდი, დაბრძენდი, დასრულდა შენი სწავლა–განათლება, შენმა სულმა და ხასიათმა სრულყოფილებას მიაღწია. ქრისტიანი სიკვდილამდე მოწაფეა.

    ნიკოლოზ გოგოლი

  • რწმენა ისეთი დიდი უნდა იყოს, რომ კაცი უყოყმანოდ შეცურდეს ზღვაში, თუ ნავი არ გააჩნია.

     მაინ რიდი

  • ისმინე შვილო,წავლა მამისა შენისა.. და ნუ განეშორები მცნებასა დედისა შენისასა.. ნუსადა გაცდუნებენ შენ კაცნი არა წმინდანი და ნუცა ინებებ, უკეუ გლოცავენ და გეყოდენ: მოვედ ჩვენ თანა, გევზიარე.

    იგავი 1,8

  • ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.

     (მათე 7, 1-2)

  • სანამ ადამიანს პირში სული უდგას, კედეც შეუძლია საკუთარი თავის სრულქმნა და ქვეყნის სამსახური; ქვეყნის სამსახური კაცს მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა სრულყოფილებისკენ ილტვის და სრულყოფილობაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ქვეყანას ემსახურება.

    ლევ ტოლსტოი

  • უეკლო ვარდის ამბავი გამიგონიაო მასწავებლისგან, თქვა ჭაბუკმა; ასეთი ყვავილი სხვა არაფერია, თუ არა სათნოება: ზოგი ფიქრობს, რომ მასთან მრუდე გზითაც შეიძლება მისვლა, მაგრამ მას ვერ მისწვდება ვერავინ, თუ სწორი გზით არ ივლის.

     ეკატერინე II

  • აღზრდა ყველაზე უფრო საიმედო, მაგრამ ყველაზე უფრო ძნელი საშუალებაა, რომ ადამიანები უკეთესები გავხადოთ. აღზრდის წრეს კრავს ოთხი საწყისი: ქველმოქმედება, ზრდილობა, კეთილი ქცევა და ცოდნა.

    ეკატერინე II

  • სიტყვებთან პატიოსნად მისვლა გვმართებს.

     ნიკოლოზ გოგოლი

  • ნუ გგონია რომ სიბრძნე განსაკუთრებული ადამიანის თვისებაა. სიბრძნე ისაა, რომ იცოდე შენი დანიშნულება და გქონდეს მისი აღსრულების საშუალება.

    ლევ ტოლსტოი

  • დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად, რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა, და ესე მძინარე არს დღემდე, და სახარებასა შინა ლაზარე ჰქვიან.

    იოანე ზოსიმე

  • ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.

     ილია

  • არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდ უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.

     ილია

  • ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულივით მსუბუქია.

     ილია

  • „ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული“ – აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, – ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, – აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.

     ილია

  • როცა  ადამიანს პირს არიდებ, ვითომ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო… სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!

    ილია

  • არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.

    ილია

  • კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, – ამბობს ჩვენი ერი: – ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფეს. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა – წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.

    ილია

  • ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.

    ილია

  • ვინც მოქმედებს, იღწვის, შეცდომას ვერასოდეს ვერ ასცდება. გარნა განიერი მოქმედი, შეიგნებს რა თავის შეცდომას, ჯიუტად როდი შეჩერდება მასზედ, იგი ცდილობს რაც შეიძლება გაასწოროს თავისი შეცდომა და საქმე კეთილად წარმართოს. 

       იაკობ გოგებაშვილი

Comments on: "სიბრძნის სიმფონია" (1)

  1. ყოჩაღ, ნათი.. ღმერთმა გვიმრავლოს შენისთანა ქართველები, ჩემო საყვარელო ადამიანო.. უფალი ყოფილიყოს შენი ცხოვრების თანამგზავრი..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: