"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

ფილმები, საგალობლები

იესო

ფილმი გადაღებულია ლუკას სახარების მიხედვით

 

ხილული სასწაულები

ფილმი ეძღვნება არქიმანდრიტ სოკრატ ჭულუხაძეს

 

სულის უკვდავება

ფილმი მამა გაბრიელზე

 

დედამიწის ანგელოზები

ბერების ცხოვრება

 

სტუმრად პატრიარქთან

ფილმი პატრიარქის ცხოვრების შესახებ

 

სასწაულები

 

რისთვის მიმატოვე ადამიანო?!

 

მამაო ჩვენო არამეულად

ამ ენაზე საუბრობდა მაცხოვარი..

 

მე მხოლოდ გზავნილი ვარ

 

წმინდაო ღმერთო

საგალობელი

 

სამების საკათედრო ტაძრის საპატრიაქო გუნდი

 

დავიღალე

 საგალობელი

 

კირიე ელეისონ (უფალო, შეგვიწყალენ)

საგალობელი

 

ჩემო პატრიარქო

საგალობელი

ქართულ საგალობელს მადლი დაეფინა
სული იბერული სუნთქვას სამზიანოს,
ზეცით დაფერილი წმიდა თვალები გაქვს,
სულის სითეთრეში მადლი დაგფრთიანობს.

სითბოდათოვლილმა ჯვარმა ილიბანა,
საროდ გესიმრება სული მოსალბუნე,
ბერთა იბერიას ნატრის მწირი ბანა,
მირონ გადმოღვივით მცხეთის ხოდაბუნებს.

ლომისს ეფონება მამის მაისობა,
ცაი სმარგადოი სულში ჩაიკმიე,
გული გაგვიწმინდე ტკბილო პატრიარქო,
დარდით დასეტყვილი, მადლით ჩაგვინისლე.

ზეცის დედოფალმა შვილად დაგიგულვა,
იბერთ მამობრივი სული დაგვიმორჩე.
აღმაშენებელმა შტასი გიდავითნა,
ქრისტეს ეკლებმა კი შუბლი დაგიკოცნეს.

ლოცვის სინატიფე ათოვს ღუდუშაურს,
აჩხოტს სულიწმიდის მადლი აცისკარებს,
ზეცას ქერუბიმობს რქაი დავითური,
ქრისტეშობის მადლით გერგეტ გაწმიდანებს.

ქართულ საგალობელ გუმბათს ეკამარა,
ვახტანგ მადლსამოსად მცხეთას იპირველებს.
მამა დაგვილოცეთ, ზეცად იბერიავ,
თამარ გვირგვინოსან, გვირგვინს გიმზისფერებს.

ჯვარო უმძიმესო, ჯვარო უტკბესო,
სოფლის სიშავიდან მადლი ამოძოვე.
მამა დაგვილოცნეთ, დიდნო წინაპრებო,
ჯვარო უძლეველო, მამა დაგვილოცე.

მირკანს მოუსხია კვართის მოსასხამი,
მცხეთის სიწმინდეში მადლი დაგვფრთიანობს,
ზეცით დაკვებილი წმიდა თვალები გაქვს,
ჩემო პატრიარქო, ჩემო პატრიარქო.

მირკანს მოუსხია კვართის მოსასხამი,
მცხეთის სიწმინდეში მადლი დაგვფრთიანობს,
ზეცით დაკვებილი წმიდა თვალები გაქვს,
ჩემო პატრიარქო, ჩემო პატრიარქო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: