"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

შეგონებანი

  • ადამიანებს ყველაფერს ასწავლიან, პატიოსნების გარდა, თუმცა ისინი ყოველთვის პატიოსნებით იწონებენ თავს და არა განსწავლულობით, ესე იგი, სწორედ  იმით,  რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ.

    პასკალი

  • ადამიანთა სინამდვილეში არაფერს იმდენი წვრთნა, ვარჯიში, შრომა, ტანჯვა, წამება და სასოწარკვეთა არ სჭირდება, როგორც ნიჭთან დაკავშირებულ საქმიანობას. ნიჭი, მართალია, ღვთის საჩუქარია, მაგრამ მხოლოდ მას შეუძლია მისი მიღება, ვისაც სულიერი სიმტკიცე და ძალა გააჩნია. ნიჭიც ღმრთისაგან ბოძებული ხმიადის ის ნატეხია, რომელიც გამვლელსაც უნდა გაუყო, გამომვლელსაც და შინაც მთლიანად, ხელშეუხებლად უნდა მიიტანო.

      თამაზ ჭილაძე

  • ადამიანთა ურთიერთგაგების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მას ჰქონდეს უნარი, საკითხს სხვა ადამიანის თვალით შეხედოს და ეს საკითხი გადაჭრას ისე, რომ გაითვალისწინოს როგორც თავისი, ისე სხვისი ინტერესები.

    ჰენრი ფორდი

  • ადამიანი არც ანგელოზია, არც მხეცი. უბედურება იმაშია, რომ როცა განგებ ანგელოზობას დაიწყებს, მაშინვე მხეცად შეიქმნება ხოლმე.

    პასკალი

  • ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო, – ერთი დიდებული წიგნია, უცნაურს ენაზედ დაწერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის უხატებო, უსურათო სიტყვით, პოეზია კი ხატებითა და სურათითა.

    ილია ჭავჭავაძე

  • ადამიანი თავისი სურვილითვეა თვალხილული და ბრმა, თავისუფალი და მონა, პატიოსანი და მტარვალი.

    იოანე ბოლნელი

  • ადამიანი ისაა, ვინც საკუთარი თავი შეიცნო.

    აბბა პიმენი

  • ადამიანი ისე ვერ იცოცხლებს, თუ არ იცის, რა არის და რისთვის არის ამქვეყნად. პასუხს აძლევს ცხოვრება და ასწავლის, რა არის ცუდი და რა არის კარგი.

    ლევ ტოლსტოი

  • ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს. ფილოსოფოსის უკვდავება ისარის, რისი თქმაც მოასწრო, რაც მისგან ყურადიღეს, შეითვისეს, განახორციელეს.

    კანტი

  • ადამიანი მხოლოდ ლერწამია, უმწეო ლერწამი, მაგრამ ეს ლერწამი აზროვნებს. მის გასასრესად საკმარისია ქარის შემობერვა ან წვიმის წვეთი. მაგრამ ადამიანი, თუნდაც სამყაროს მიერ გასრესილი, მაინც უფრო ღირსეულია და კეთილშობილი, ვიდრე მისი გამსრესი ძალა, ვინაიდან გრძნობს თავის აღსასრულსაც და საკუთარ უმწეობასაც სამყაროსთან შედარებით, სამყარო კი არაფერს არ გრძნობს. სწორედ აზრი გვამაღლებს ჩვენ და არა დრო და სივრცე, რომლებშიაც ქრთილის მარცვლებივით ჩაკარგულნი ვართ. მაშ, ვეცადოთ ვიაზროვნოთ ღირსეულად. აი, ზნეობის საფუძველთა საფუძველი.

    პასკალი

  • ადამიანი, რომელიც ღმერთებს უყვართ, ადრე კვდება! ყველაზე ბედნიერი ისარის, ვინც იქით დაბრუნებას, საიდანაც მოსულა, მანამ ისწრაფის, სანამ არც ცხოვრების სიმწარე განუცდია, არც მზის, წყლის, ღრუბლებისა და ცეცხლისსილამაზის ცქერა მოწყენია. ამ ქვეყნად დაყოვნებული ადამიანი იღლება და ქონებას კარგავს, ბერდება, სიღარიბეში ვარდება და უმრავლდება მტრები, რომლებიც ფათერაკს უმზადებენ. ხანდაზმული კაცი იმ სოფლისკენ გამწარებული მიდის, რადგანაც ამ ქვეყნად ბევრი იცხოვრა.

    ძველი ბერძენი ავტორის სიტყვები მეგობრისადმი


  • ადამიანი ცის კართან კი არ უნდა მივიდეს, ის ცის კარი უნდა გაიაროს და ცის ბრწყინვალებაში უნდა შევიდეს. აი ამისთვის არის მოწოდებული ადამიანი.

    ილია II

  • ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამ, რა სიმაღლიდან უყურებ მას.

    არტურ შოპენჰაუერი

  • ადამიანი ხალხში ყოფნისას ცდილობს სხვაგვარად მოგაჩვენოს თავი, ისეთად, როგორიც, მისი აზრით, უფრო მოეწონება საზოგადოებას. მის ნამდვილ სახეს მხოლოდ იმ წვრილმანი საქმეებით შეიცნობთ, რომლებიც შეუგნებლად ჩაიდინა; დაკიდევ – სახის გამომეტყველების უნებლიე შეცვლით. ხანდახან ადამიანები ისე სრულყოფილად ატარებენ არჩეულ ნიღაბს, რომ დროთა განმავლობაში ეს ნიღაბი მათ ნამდვილ სახედ იქცევა.

    მოემი

  • ადამიანის ბუნება ისეთია, რომ სულ სასწაულს ეძებს. სასწაულის ხილვის სურვილით მას სურს დაუახლოვდეს უფალს. ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა, და მსგავსი მსგავსს ესწრაფვის. ადამიანმა რომ თავის სულიერ ან თუნდაც ფიზიკურ სამყაროს ჩახედოს, ისეთ სასწაულებს იხილავს, რომელთაც ვერცერთი მეცნიერი ვერ ახსნის.

    ილია II

  • ფილოსოფია იმაზე შორს ვერ წაგვიყვანს, ვიდრე ის უნარი, ბუნებას რომ ჩვეულებრივი განსჯისათვის მიუნიჭებია.

    კანტი

  • ადამიანის ნიჭი ცოცხალ მინდორს წარმოადგენს, რომელიც ითესება მეცნიერების თესლით. თესლის ყლორტები – ეს არის ყოველი ადამიანის მუდმივი აზრები, ხოლო ნაყოფი სხვადასხვანაირია მათგან აღმოცენებული რჩევის, დარიგების, ცოდნის, უნარების სხვადასხვაობის გამო. ისინი მოიმკება გონების ნამგლით, გადაიტანება მეხსიერების ბეღელში და, დასასრულ, ილეწება განმსჯელობის სალეწი მანქანით და განიავების შედეგად სუფთავდება, რათა გამოცალკევდეს ხორბალი ბზისაგან (ჭეშმარიტება ვარაუდებისაგან).

    იან ამოს კომენსკი

  • ადამიანის ზნეობა ყალიბდება არა მარტო იმის მიხედვით, თუ რაოდენ მისცემს გასაქანს დადებით საწყისს საკუთარი პიროვნებაში, არამედ იმით, თუ რამდენად მოახერხებს უარყოფითის დათრგუნვას თავის თავში.

    ოტია პაჭკორია

  • ადამიანის პირველი ჭეშმარიტება ის არის, რომ რაც შეიძლება უკეთესად შეეგუოს ბუნებას და შეიგუოს იგი. ეს ერთ-ერთი, უმთავრესი გზაა იმისათვის, რომ ადამიანმა მშვენიერებას მიაღწიოს ცხოვრებაში.

    ილია ჭავჭავაძე

  • ადამიანის სიყვარული ადამიანისადმი, ეს ყველაზე ძნელი ამოცანაა, რაც კი ჩვენთვის დაუწესებია განგებას: სიყვარული განსაცდელი და გამოცდაა, უდიდესი საქმე, რისთვისაც ყველა სხვა საქმიანობით მხოლოდ ვემზადებით: ამიტომაც, ახალგაზრდებს, ყველაფერში ახალბედანი და დამწყებნი რომ არიან, ჯერ არ ძალუძთ სიყვარული; მათ ჯერ უნდა ისწავლონ იგი, ისწავლონ მთელი არსებით. მთელი ძალისხმევით, საკუთარ ეულ, შიშნეულ გულისძგერას მიყურადებულებმა. სწავლის ჟამი ძალზე გრძელია და ფარული; ამიტომ სიყვარული დიდი ხნის და მთელი სიცოცხლის მანძილზე არის მარტოობა: უღრმესი, უმძაფრესი მარტოობა იმ ადამიანისა, რომელსაც უყვარს. სიყვარული აზრს დაკარგავდა, მარტოოდენ თავდავიწყებას, მეორე ადამიანთან შერწყმას და შეერთებას რომ გულისხმობდეს. სიყვარული ამაღლებული მიზეზია ერთეულთათვის, რათა მომწიფდნენ,დასრულდნენ და სამყაროდ იქცნენ. სიყვარულის განხორციელების ნება მხოლოდ მაშინ უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს, თუკი აცნობიერებენ მას როგორც დავალებას, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობისაკენ, ძალთა მოკრებისაკენ უბიძგებს. ეს არის საბოლოო მიზანი, შესაძლოა საბოლოო მისიაც, რომლის აღსრულებასაც ადამიანთა სიცოცხლე ჯერჯერობით არ ჰყოფნის.

    რაინერ მარია რილკე

  • ადამიანის სიცოცხლის დიდი აზრი იწყება იქ, სადაც იწყება პიროვნება.

    ლავროსი კალანდაძე

  • ადამიანის უდიდესი მტერი ყოველთვის თვითონ არის. ჩვენი ყოფის უმთავრესი უბედურება ჩვენი სულიერი დაუძლურებაა. შემოქმედება ისპობა იქ, სადაც უიმედობა გაბატონებულა, იარაღს ვეღარ მოიმარჯვებს ურწმუნო, და მტერი აღვირაშვებული დათარეშობს მის მამულ-დედულ მიწაზე.

    სამსონ ფირცხალავა

  • ადამიანის ცხოვრება მდინარეა. დინებას უნდა გაჰყვე, შეებრძოლო. ან ფონსგახვალ, ან დაიხრჩობი.

    ქეთევან ჯავახიშვილი

  • ადამიანისათვის არ არსებობს უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე ის, როცა იგი საკუთარ მდგომარეობაში ვერ ერკვევა.

    ფოლკნერი

  • ადამიანის ხასიათის ლმობიერება, გულწრფელობა, გულკეთილობა და სულის შეუბღალავი სისპეტაკე ჩვენს გარდამავალსა და ფუქსავატობით გაჟღენთილ დროში იმდენად იშვიათი მოვლენაა, რომ უნებურად გხიბლავს ადამიანს ისეთი პიროვნება,რომელიც უხვადაა დაჯილდოებული ამ იშვიათი თვისებებით. ასეთი თვისების მქონე ადამიანი თავის საკუთარი ცხოვრებისა და ბედნიერებისათვის ვერასოდეს ვერ გამოიყენებს თავის მაღალ ღირსებას; რის გამოც იგი თითქმის ყოველთვის მოკლებულია პირად ბედნიერებას, საკუთარ კეთილდღეობას. ასეთი პირი მუდამ უბედური და დასჯილია ცხოვრებაში და ამ უბედურების წყარო მისივე მაღალი ღირსება ხდება.

    სვიმონ ღოღობერიძის ნეკროლოგიდან

  • ადამიანმა უნდა იჩქაროს სიკეთის ქმნა, რადგან ამაშია გადარჩენა.. სიკეთის მეტი იმ ქვეყნად არაფერი გაგვყვება და მხოლოდ სიკეთე და სიყვარული თუ გადაგვარჩენს.

    ილია II

  • ადამიანო, მთელ შენი ცხოვრება იყო მგზავრობა ხორცშესხმულობითა. გზად მიდიოდი, ჩქარობდი სიარულს და ახლა უცებ გენანება ის, რის ასრულებასაც შენ თვითონ ესწრაფებოდი. გაშინებს განა, რომ დიდი ცვლილება მოგელის ხორცით სიკვდილისა, მაგრამ ასეთივე დიდი ცვლილება ხომ მაშინაც მოხდა, როდესაც გაჩნდი ამ ქვეყნად.

    ლევ ტოლსტოი

  • ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება.

    მარკესი

  • ადამიანს გაორებული ბუნება აქვს. და მის შინაგან პიროვნებაზე, რომელიც ღრმადაა დამალული აზრების, გრძნობებისა და შემთხვევების საფარველქვეშ, ნაკლებად ფიქრობენ. თუ გარეგნული ცხოვრება არ ეთანხმება შინაგანს, ეს ფარული “მე“ იტანჯება, წვალობს და ამ განცდების გამოხატვა, თუნდაც აღწერა, ძნელი დართული საქმეა. ის უფრო ჰგავს სასოწარკვეთილ და გაბმულ კივილს, ვიდრე აზრიან მეტყველებას.

    თაგორი

  • ადამიანს გონებისაკენ სამი გზა აქვს: აზროვნება, მიბაძვა, გამოცდილება. აზროვნება-ყველაზე კეთილი გზაა, მიბაძვა-ყველაზე ადვილი, გამოცდილება-ყველაზე ძნელი.

    კონფუცი

  • ადამიანს მივმართავთ: “ბატონო გიორგი!“ ღმერთს-“უფალო!“ და საოცარია: “უფლება“ ქართულში “მატიანისაგან“ კი არ მოდის, არამედ უფლისაგან.

    გრიგოლ რობაქიძე

  • ადამიანს, მისი პირადი ბედნიერებისთვის, ცოდნის გარკვეული ულუფა ჰყოფნის და ნუ გადავალთ ამ ზღვარს, ნუ ვიქნებით ხარბები.

    მიხეილ ქვლივიძე

  • ადამიანს, რომელიც გულწრფელად არის დაინტერესებული სხვისი პიროვნებით, შეუძლია უფრო მეტი მეგობარი შეიძინოს ორ თვეში, ვიდრე ამას მეორე მოახერხებს ორი წლის განმავლობაში, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი თავით დააინტერესოს სხვა.

    დეილ კარნეგი

  • ადამიანში ყველაზე მართალი გულია და თუ გული ტყუის, მაშინ ყველაფერი გათავებულია.

    ძმები გონკურები

  • ადამიანს სიბრძნე ამშვენებს, ესე იგი, დაკვირვება, გამოცდილება და ჭკუა.

    მიხეილ ჯავახიშვილი

  • ადრეულ ასაკში სულისათვის ჯერ კიდევ უცნობია, რომ მის უკეთეს სამკაულს წარმოადგენს მოვლენების სწორი შეფასება და ჯეროვანი პატივისცემა; რომ თავმდაბლობა ყველაზე კარგი საშუალებაა საკუთარი ბატონობის ასპარეზის გასადიდებლად. რისამე ქებას ან გაოცებას ნებისყოფის სისუსტედ თვლიან-თავისთავად დაკნინებად და დამარცხებად. ამიტომაც სხვისი გაკილვის, გაცამტვერებისა და სახელის გატეხის მიზნით ხშირად აადენენ ხოლმე ლანძღვა-გინების კორიანტელს. მაშინ სხვისი დამცირებით ვცდილობთ საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას.

    თაგორი

  • აზრები, რომელთაც უზარმაზარი შედეგი მოსდევს, ყოველთვის უბრალოა.

    ლევ ტოლსტოი

  • ათასგვარი უბედურების მიუხედავად, კაცს სურს ბედნიერი იყოს, დიახ, მას სურს ბედნიერი იყოს და არ შეუძლია არ სურდეს ეს. მაგრამ როგორ ეზიაროს ბედნიერებას? სიმართლე თუ გნებავთ, ერთადერთი გზით: უკვდავი უნდა გახდეს,მაგრამ რაკი ეს შეუძლებელია, ის ცდილობს საერთოდ არ იფიქროს ამაზე.

    პასკალი

  • ამ კაცს ნიადაგ ხალხი ახვევია გარს, სულ კუდში დასდევენ, – მაღალი თანამდებობის პირია; აგერ იმ კაცს ყველა თვალში შესციცინებს – დიადნი ამასოფლისანი სწყალობენ; ამას კი ყველა ეფერება და ელაქუცება, თვით დიდებულნიც,– მდიდარია; აი ამას ყველა ცნობისმოყვარეობით შესცქერის, თითით საჩვენებელი ვინმეა, – მეცნიერი და მჭერმეტყველი; ვხედავ ერთ კაცს, ვინც სალამს ვერვისასწრებს, – ბოროტია. ნეტავ შემახვედრა ერთი ისეთი კაცი, რომელიც იქნება მხოლოდ კეთილი, კეთილი და სხვა არაფერი და ყველა ეცდება მასთან დაახლოებას.

    ლაბრიუერი

  • ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი მაინც ადამიანია. გაანებე თავი მის მცირე ნაკლს. თუ კი საშუალება გექნეს, ადამიანს მოეხმარე, მის სულს მოეფერე. რაც დღეს გააკეთე, ამხანაგებთან არ მოყვე. არავის არ უთხრა, რომ ადამიანს სული შეურყიე. თუ ვინმეს დანაშაულზე წაასწრო, საქვეყნოდ ნუ გამოიტან, ფეხს გულზე ნუ დააჭერ. გაინაპირე, პირისპირ მარტო შეხვდი და ეცადე საკუთარ სულში ჩაახედო. მე ვიცი, რომ ეს ძნელიგზაა, მაგრამ ამ გზაზე დამარცხება გერჩიოს დღევანდელ შენს გამარჯვებას.

    ალეკსანდრ შატცკი

  • ამბობენ, დრო წახდაო, არა, ბატონებო! დრო არ წამხდარა და არც არასოდეს წახდება, მხოლოდ ადამიანები წახდნენ თავიანთი უგუნურობით.

    ლევ ტოლსტოი

  • ამოირჩიე იმისთანა კაცი, რომლის მოქმედება ან სიტყვა მოგწონებია, რომლის სახე გამომეტყველია შენდა მიმართ თანამგრძნობის გულისა და თვალწინ იყოლიე მუდამ როგორც შენი მფარველი, როგორც მაგალითი.

    ლუციუს ანეუს სენეკა

  • არაბთა ბრძენს ლოკმანს ჰკითხეს, – ვისგან შეისწავლე სიბრძნეო? –ბრმებისაგანაო, – უპასუხა მან: ისინი ფეხს ისე არ გადასდგამენ, თუ ალაგი არ გასინჯესო.

    აღმოსავლური სიბრძნე

  • არ არსებობს ქვეყნად იმაზე ნეტარი წამი, როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანისგან სიყვარულს იგრძნობ.

    თამაზ ჭილაძე

  • არ გაგამედიდუროს ქებამ, არც ძაგებამ შეგაშინოს, გახსოვდეს, არც ერთი საქმე არ არის იმისთანა, რომ არა ჰყავდეს მაქებარიც და მძაგებელიც. პატიოსანი კაცი აქებს მარტო კარგს, სულელი – ყველაფერს და ავი – მარტო ბოროტს.

    აიზიკ გორშ ვეისი

  • არ ვიცი რატომ, მაგრამ უაღრესი ბედნიერებისა და უკუდურესი უბედურების გამოხატვა უფრო ხშირად მდუმარებით ხდება. შეყვარებულებს ერთმანეთისა მაშინ უკეთესად ესმით, როცა სდუმან.

    ანტონ ჩეხოვი

  • არ გაიმართლო თავი ადამიანის წინაშე, მაგრამ შენს სულში იყავი ბრძენი, მშვიდი, დიდსულოვანი, მომთმენი, ადამიანისადმი სიყვარულით აღვსილი.

    წმ.  ეგნატე

  • არ უნდა გააკეთო კი არა, არც უნდა მოგინდეს, ვიღაცას ხელი შეუშალო, რაღაც ატკინო, მზაკვრულად მოატყუო და ისე მიაღწიო მიზანს. გამოღმა შერჩენის მიზნით გაღმა არავის შეედავო, თუ უნებურად რაღაც შეგეშალა, მაგრამ ვერ შეგამჩნიეს, გეყოს ვაჟკაცობა, აღიარო შეცდომა. დიდი, წრფელი და მოსიყვარულე გული უნდა გქონდეს.

    მიხეილ მესხი

  • არა, არ შეიძლება ტყე უმცენაროდ, მდინარე უწყლოდ და ადამიანი უსიმღეროდ. მღერიან სიცოცხლეზე, სილამაზეზე, უკვდავებაზე. სილამაზე ყოველთვის მღერის. სილამაზე რომ შექმნა, ოცნება გჭირდება, ასეთი ოცნებისათვის ღირს ცხოვრება.

    კარლო არსენიშვილი

  • არა არის რა ამაზე უფრო ჭეშმარიტი, არც ამაზე მეტად საზარელი. რაგინდ მამაცურადაც უნდა გეჭიროს თავი, ეს – დასასრულია, რომელიც ელის ამ ქვეყნად ყველაზე მშვენიერ სიცოცხლეს. საკმარისია დაუფიქრდეთ ამას, და ჩვენ ძულებულნი ვიქნებით ვაღიაროთ, რომ ამქვეყნიური არსებობის სიკეთეს მხოლოდ მომავალი არსებობის იმედი განაპირობებს, რომ ადამიანები ბედნიერნი არიან მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ამ იმედით სულდგმულობენ, და რომ თუ უბედურება უცხოა მისთვის, ვისაც ეჭვი არ ეპარება მარადიულ არსებობაში, ბედნიერება ასევე მიუწვდომელია მისთვის, ვის სულსაც არ ანათებს რწმენის ნათელი.

    პასკალი

  • არავითარ ლამაზ სიტყვებს და სინდისიერებას არა აქვს ფასი, თუ კონკრეტული მოქმედებებით არ დასტურდება ერთიც და მეორეც.

    მარლონ ბრანდი

  • არავინ არ კარგავს არც წარსულს და არც მომავალს, რადგან ვის ძალუძს წაგვართვას ის, რაც არ გაგვაჩნია? აწმყო – აი, ყველაფერი, რაც შეიძლება დაჰკარგო,რადგან მხოლოდ აწმყოს ჰფლობ შენ.

    მარკუს ავრელიუსი

  • არავინაა დედაზე უფრო გულთამხილველი.. როდესაც სულიერი დედობა ფიზიკურ დედობას ეხამება, ვიღებთ შესანიშნავ და უფრო აუხსნელ, ვიდრე აუხსნად მოვლენას, რაც დედობრივი გრძნობის არსს შეადგენს.

    ბალზაკი

  • არასაკმარისია ნებისყოფა იმიტომ, რომ არასაკმარისია რწმენა და არასაკმარისია რწმენა, რადგან არასაკმარისია კულტურა.

    ფრანჩესკო დე სანკტისი

  • არასოდეს გააკეთო ის, რაც არ იცი; ისწავლე ის, რისი სწავლაც აუცილებელია; იცხოვრე უბრალოდ, ძვირფასი საგნების გარეშე; არასოდეს გააკეთო ის, რაზეც მერე ინანებ.; არ დაიძინო მანამ, სანამ არ შეაფასებ შენს საქციელს და საქმიანობას დღის განმავლობაში.

    პითაგორა

  • არაფერი გადადო ხვალისათვის – ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლოება იმ ადამიანისა, ვინც დროის ფასი გაიგო.

    ედუარდ ლაბულე

  • არაფერია უფრო მშვენიერი, ვიდრე ღვთიურთან მიახლოება და მისი სხივების ადამიანთა მოდგმაზე ფრქვევა.

    ლუდვიგ ვან ბეთოვენი

  • დედამიწაზე მშვენიერების ხანგრძლივობა და სრული ბედნიერება ჯერ არავის უნახავს. დიდი ხანია ადამიანებს თავისუფლად და უშიშრად არ შეუძლიათ არც სიყვარული, არც სიძულვილი, მათ სჩვევიათ მხოლოდ ღალატი, სინანულის ცრემლები, ცოდვა და ურვა სულისა. ეს ცხოვრება ყველაფერს კეთილს ტალახში სვრის, ყველაფერს კარგს და მშვენიერს მარად ლანძღავს და კეთილისთვის დაჯილდოების მაგიერ გოლგოთას მთაზე აიყვანეს ქვეყნის მხსნელი და იქ ჯვარზე აცვეს, სოკრატე ბრძენს საწამლავი დაალევინეს იმიტომ, რომ ქადაგებდა ათინაში სიყვარულს; ჯორდანო ბრუნო ცეცხლში დაწვეს იმიტომ, რომ სიმართლის თქმა ხმამაღლა გაბედა.

    კონსტანტინე კაპანელი

  • დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი ბოროტებას ლამის სიკეთეთ მიიჩნევს და უფროდა უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში. ყოველ ჩვენგანს დიდი დაკვირვება მართებს, რომ გამოიცნოს, სადაა ჭეშმარიტება დასად – სიცრუე.

    ილია II

  • ერთ-ერთი სახელი უზენაესის ღვთაებისა არის სიკეთე. იგი არის კეთილი და ამიტომ სამყაროს გაჩენაც მისი სიკეთიდან მომდინარეობს.

    დიონისე არეოპაგელი

  • ერთი ფარულად ჩამოვარდნილი ცრემლი უფრო გულშემატკივარია, ვიდრე აშკარად მთელი ნაკადული ცრემლთა. მდუმარება და მწუხარება უფრო გატკენს გულს.

    მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან

  • ზეციდან გადამრჩენელი კიბეა დაშვებული და თუ ბოლო საფეხურამდე კარგად არ ჩავჭიდებთ მას ხელს (ანუ თუ უფლის მცნებებს არ დავიცავთ), ცხოვრების ქარიშხალი უფსკრულში გადაგვჩეხს. ამასთან არა აქვს მნიშვნელობა, რომელ საფეხურზე ვდგავართ, ნებისმიერ სიმაღლეზე მყოფი ადამიანი შეიძლება დაშორდეს ღმერთს და ჩამოვარდეს კიბიდან.

    ილია II

  • თავისუფალი, სრულიად შეგნებული და არვის მიწერ ნაიძულევი თავგანწირვა სხვათა სიკეთისათვის, ჩემი აზრით, პიროვნების უმაღლესი განვითარების, მისი ძლევამოსილების, თვითდაუფლების, საკუთარი ნების უდიდესი თავისუფლების ნიშანია. ნებაყოფლობით თავდადება ყველასათვის, ჯვარცმა, კოცონზე თავის დაწვა ყველასათვის შეუძლია მხოლოდ უდიდეს პიროვნებას. ძლიერ განვითარებული პიროვნება, ვინც სავსებით დარწმუნებულია, რომ უფლება აქვს პიროვნება იყოს დაუკვე აღარაფრის ეშინია, იმაზე უკეთესს ვერაფერს იზამს, რომ მთლიანად შეეწიროს ყველას, რათა სხვებიც სწორედ ასეთივე თავისუფალ და ბედნიერ პიროვნებებად აქციოს.

    თ. დოსტოევსკი

  • იარე არა იმ გზით, რომლითაც ყველა მიდის, არამედ იმ გზით, რომლითაც გმართებს იარო.

    სენეკა

  • იგი, ვინც კეთილმყოფელია, ბრძენია; ბრძენი კაცი ხომ ყოველთვის კეთილია და კეთილი კიდევ თავისის მხრით აბედნიერებს ადამიანს.

    ავრელიუსი

  • იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს. ჩუმად ჩასჩურჩულე, თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი. გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ. 

    მარკესი

  • კეთილი ცხოვრება არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს დამთმენლობის გარეშე, ყოველნაირი წვდომა კეთილ ცხოვრებისა მისით იწყება. არის სათნოებათა კიბე, და იგი პირველი საფეხურიდან უნდა დავიწყოთ, თუ გვინდა, რომ მომდევნოს დავეუფლოთ. და პირველი სათნოება, რასაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა ყველაზე უმაღლესის დასაუფლებლად, არის კეთილგონიერება, ანუ თვითფლობა.

    ლევ ტოლსტოი

  • ლამაზებად არ იბადებიან. ადამიანები თვითონ ჰქმნიან თავიანთ სულიერ სილამაზეს. თუ მათი ცხოვრება აღსავსეა ინტერესით, შემართებით, აზრებით,ძიებით, სიკეთითა და კეთილშობილებით – ისინი ლამაზებიცაა და ბედნიერნიც. ამგვარი სულიერი სილამაზის ადამიანებმა შემოგვინახეს ჩვენ სამშობლო.

    მიხეილ კვესელავა

  • ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, – სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ანდა ცხოველი წკმუტუნით ილოკავს ჭრილობას, – უკვე ნამდვილი ადამიანი ხარ.

    რევაზ ინანიშვილი

  • მარცხი გაცილებით მეტ გამოცდილებას შესძენს ადამიანს, ვიდრე წარმატება, რადგან ეს უკანასკნელი ბრმაა, ხოლო პირველი კი თვალხილული.

    დავით სულაბერიძე

  • მე ბავშვზე მაღლა იმით ვდგავარ, რომ ბავშვობას ვინარჩუნებ და თანაც ცნობიერად ვასრულებ და ვხატავ. ბავშვი ხომ არაცნობიერად ხატავს და სულ შემთხვევით ასრულებს, თუ რამეს ასრულებს. აი ეგ არის თავი და თავი – გქონდეს ბავშვის გული და ბრძენის გონება.

    ირაკლი ფარჯიანი

  • უმოქმედო კაცს ყოველთვის შეუძლია სხვისი აუგის თქმა, მასამის საშუალებას მხოლოდ უმოქმედობა აძლევს. ყველაზე ძნელია, მოქმედებისას შეინარჩუნო ხელშეუხებლად შენი მორალური პოზიცია, შენი ზნეობრივი მრწამსი. ისე, რა თქმა უნდა, დიდებულად შეიძლება ცხოვრება განვლო, არც არავის ერჩოდე, არც არავინ გერჩოდეს. მაშინ რას მიიტან ერის სამსხვერპლოზე: მხოლოდ უმოქმედობით შემორჩენილ უზადო პრინციპს. იგი არავის სჭირდება, ეს არაფერია.

    ოტია პაჭკორია

  • მოვეშვათ ფიქრს იმის შესახებ, რომ ჩვენ სრულფასოვანი ადამიანები ვართ დავეცადოთ, აღმოვაჩინოთ დადებითი თვისებები სხვა ადამიანებში. მაშინ არ დაგვჭირდება მლიქვნელობა და თვალთმაქცობა; ვიყოთ გულუხვნი ქებაში და წახალისებაში, მაშინ ჩვენს სიტყვებს ფასი ექნება. ამ ადამიანებს თქვენი სიტყვები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეხსომებათ, მაშინაც, როცა თქვენ დიდი ხნის დავიწყებული გეყოლებათ ისინი.

    დეილ კარნეგი

  • მოხუცი წამსვლელ მეგობარსა ჰგავს: – ზრდილობიანად მაინც უნდა გავაცილოთ. იცოდეთ, როცა მოხუცს ეხმარებით და ჩაგყავთ ან აგყავთ კიბეზე, თავი ისე უნდა აჩვენოთ, ვითომც პატივსა სცემთ და კი არ გეცოდებათ. ასევე სიარულის დროს უნდა აგრძნობინოთ, რომ მისი ფეხების თანაბრად ვითომ იმის ლაპარაკის ყურისგდებისათვის მიდიხართ. მოხუცებულობის პატივუცემლობა იმას ჰგავს, რომდილით ის სახლი დაანგრიოს კაცმა, რომელშიაც საღამოს თავი უნდა შეაფაროს. მოხუცთა ნაკლოვანებები სულ მოხუცებულობას როდი უნდა მიაწეროთ. მოხუცთან როცა საქმე გაქვს, არ უნდა დაივიწყო: მასში ერთი ნაწილი ხასიათისა მამობრივია, და ერთიც ბავშვური.

    ალფონს კარრი

  • ნურვის ნუ გასწირავთ თქვენი ბედნიერებისათვის, სხვისი გაუბედურებით კაცი ვერ იბედნიერებს. მოუთმენლობა და შეუწყნარებლობა სისუსტეა ჭკუისა.

    ბუასტი

  • რა ძნელია, იყო ადამიანი! ეს არის სასჯელი და საზღაური მიწაზე განვლილი გზისა. უმძიმესი ტვირთი, რომელსაც ადამიანი განუწყვეტლივ ცდილობს მხარი შეუნაცვლოს ანდა სულაც გაცვალოს რაიმე დიდ საქმეში, წამოწყებაში, ღვაწლში, შრომაში… და რაგინდ კეთილი საქმით უნდა იყოს ადამიანი ვალმოხდილი, ადამიანობა მას მაინც თავისი კითხვიანი, სასჯელისმდები თვალებით მისჩერებია. ძნელია ადამიანობა!.. იგი თითქოს ცალკე ნიჭია და ამიტომაც პატივმოყვარე კაცი ტყუილად შეეჭიდება, ტყუილად მიითვისებს და მიისაკუთრებს. და თუნდაც მოხდეს და ცოტა ხნით თავი დაიმშვენოს მალევე ჩამოსცილდება, რადგან ადამიანობა ზედაპირი კი არ არის, ანდა ნიღაბი, არამედ სიღრმეა და სახე. დიახ, ადამიანობა ნიჭია, ნიჭია ღვთისგან ბოძებული, შეუქცევადი და გამოუცნობი. ადამიანებად ისევე იბადებიან, როგორც დიდი შემოქმედნი და შესაძლოა უფრი იშვიათადაც.

    ბესიკ ხარანაული

  • ორჯერ არავინ არ ცხოვრობს, მაგრამ არიან ისეთნიც, რომელნიც არც ერთხელ არ ცხოვრობენ.

    რუკერტი

  • პატიოსნება აზროვნებისა უფრო კიდევ იშვიათი ხილია, ვიდრე პატიოსნება ყოფაქცევისა.

    ბერნე

  • რა რჩება ჩვენგან წასული მეგობრისაგან? განა მთელი მისი სიცოცხლე? მისი რთული ცხოვრების ვრცელი აღწერა?.. არა, რჩება მხოლოდ რაღაც უმნიშვნელო, შეუმჩნეველი შემთხვევა, ხმა, რომელიღაც ფრაზა, რომლის ბოლო აღარც კი გვახსოვსდა ეს ყოველივე საკმარისია, რომ იგი მკვდრეთით აღვადგინოთ.

    პოლ კლოდელი

  • რანაირ მაღალ მდგომარეობასაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა, არ უნდა დაივიწყოს, რომ სხვათაებრ მომაკვდავია, რომ ადრე თუ გვიან მისი მზეც ჩაესვენება. ამიტომ უნდა ჩქარობდეს, ხარჯოს თავისი ადამიანური ძალები სიკეთისათვის, სიყვარულისათვის, სილამაზისათვის.

    პოლიევქტორ კალა

  • რაც ბედმა გვარგუნა იმას უნდა დავჯერდეთ. ზეკაცად არავინ დავბადებულვართ, და ჩვეულებრივი ადამიანობაც უნდა ვიკმაროთ და ის ვაკეთოთ, რაც ძალგვიძს, კეთილდღეობა ჩვეულებრივ ადამიანთა საერთო მუშაობით მყარდება.

    ექვთიმე თაყაიშვილი

  • როდის არის კაცი ბედნიერი: როცა “მწიგნობარი არა დურგლობს დადურგალი არ მწიგნობრობს, შინაური არა მტრობს და გარეგანი არ გვმეგობრობს.

    ვალერიან გუნია

  • როგორც არ არის ქვეყნად ისეთი ყოფა, როცა კაცი ბედნიერია და სრულიად თავისუფალი, ეგრედვე არც ისეთი ყოფაა სადმე, როცა ადამიანი უბედურია დასრულიად მოკლებული თავისუფლებას. არსებობს საზღვარი ტანჯულთათვის და არსებობს საზღვარი თავისუფლებისათვის და ეს საზღვარნი ძალიან ახლო-ახლოა.

    ლევ ტოლსტოი

  • როცა ადამიანი გიყვარს, როცა მოხიბლული ხარ მისი პიროვნებით, გიჩნდება დაუძლეველი სურვილი, ხმამაღლა უთხრა ეს, ან ნატრობ, მოგეცეს შემთხვევა, რაიმე საჭირო საქმეში გამოადგე და ამით სიყვარული დაუმტკიცო. მაგრამ გადის წლები, შემთხვევა არ გეძლევა, სიყვარულის ხმამაღლა გამჟღავნება კი ისევე უხერხული გეჩვენება, როგორც ხმამაღლა ფიქრი!

    ედიშერ ყიფიანი

  • სათნოებებსა და კეთილ საქმეთა ქმნაში შენზე უღონო ადამიანი შენს თანასწორად მიიჩნიე, ხოლო შენი თანასწორი – შენზე გაცილებით აღმატებულად ჩათვალე სულიერ სრულყოფილებაში.

    წმიდა ანტონი დიდი

  • სამნაირი უმეცრებაა. ერთი – არარაის ცოდნა. მეორე ცუდად ცოდნა მისი, რაც იცის, მესამე – ცოდნა იმისი, რაც არ უნდა იცოდეს.

    შარლ დუკლო

  • სარკეში ჩახედვისას, თუ საკუთარი თავი არ მოგეწონება, სარკეს ნუ დაამსხვრევ, იგი არაფერ შუაშია.

    მერაბ კოკოჩაშვილი

  • სარწმუნოება სიყვარულსა ჰგავს და ძალდატანებით ვერავის ჩაენერგება. ამიტომ დიდი უგუნურებაა ვისმე ძალა დავატანოთ, გინდა თუ არა ესა და ეს სარწმუნოება ირწმუნეო. როგორც ძალდატანებულს სიყვარულს სიძულვილი მოსდევს, ისე ძალდატანებულს სარწმუნოებას სრული ურწმუნოება მოსდევს.

    შოპენჰაუერი

  • საჭირო არაა ხალხს მორალი უკითხო და ჭკუა ასწავლო, თვითონ შენ უნდა იცხოვრო ისე, რომ მათთვის მაგალითი იყო.

    სიჰბა სინგჰი

  • სიყვარული? რაა სიყვარული? სიყვარული მტერია სიკვდილის. სიყვარული სიცოცხლეა. ყოველივე, ყოველივე რაც კი გვესმის და გვეყურება, გვეყურება დაგვესმის იმიტომ, რომ გვიყვარს. ყოველივე არის, ყოველივე არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ გვიყვარს, სიყვარული ერთადერთი კავშირია ყოვლისა. სიყვარული ღმერთია და, რომ დავიხოცნეთ, ეგ ის იქნება, რომ ჩვენ, ნაწილაკნი სიყვარულისა, დაუბრუნდეთ ზოგადსა და საუკუნო დასაწყისსა. სიკვდილი გაღვიძებაა, თითქოს განთავისუფლებაა წინათ შებოჭილის ჩვენის ძალისა და ის მრისხანე, საუკუნო, უცნობი და შორეული, რის არსებობასაც მუდამ ვგრძნობთ მთელს ჩვენს სიცოცხლეში, როცა ვიხოცებით, ძრიელ მახლობელ რათმე გადაიქცევა ხოლმე, თითქმის სულ ადვილად მისახვედრი და გასაგებ რამედ.

    ლევ ტოლსტოი

  • ტანჯვის სიმწვავეს მხოლოდ ისა გრძნობს, ვინც განზედ გასდგომია ქვეყნიერების ცხოვრებას, არა ჰხედავს იმ თავის შეცდომებს, რომლითაც ტანჯვა შეჰქონდა ქვეყნიერებაში, თავისი თავი უდანაშაულო ჰგონია და ამიტომ აღშფოთებულია იმ ტანჯვათა წინააღმდეგ, რომელთაც განიცდის ქვეყნის ცოდვათათვის.

    ლევ ტოლსტოი

  • უნდა კარგად ჩახვდეს ადამიანი ყველას ყოფა-მდგომარეობას: “ვინც ყოველსავე გაიგებს, ყოველსავე აპატიებს კიდეც“.

    ლევ ტოლსტოი

  • უმჯობესია ადამიანმა არა იცოდეს რა, ვიდრე ცუდად იცოდეს ის, რაც იცის.

    რაფიელ ერისთავი

  • ფარისეველი ადამიანი თუ თქვენდამი რამე კეთილგანწყობილებას იჩენს, ესიმას ნიშნავს, რომ თქვენ ამაღლებული ხართ, მაგრამ თუ არაფრად გაგდებთ, მაშინ, უთუოდ, ძირს დაცემული და განადგურებული.

    დავით სულაბერიძე

  • ღალატის ამბავი ასეთია: ყოველ კაცს პირველად უჭირს უღალატოს იმას, რაც წმიდათა წმიდათ მიაჩნია. თუ ეს მოხდა, ის ყოველივეს უღალატებს – სამშობლოს, ოჯახს და საკუთარ თავსაც.

    კონსტანტინე გამსახურდია

  • ღმერთი რომ კაცს გაუწყრება, პირველად ჭკუა-გონებას წაართმევსო და თუ კაცის დაჯილდოება უნდა, ბუნების ენას ასწავლისო.

    ვაჟა-ფშაველა

  • ყველა კაცმა, რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.

    ილია ჭავჭავაძე

  • ყოველ ადამიანში არის მზე, ოღონდ მიეცით საშუალება, რომ გაანათოს.

    დემოსთენე

  • ყოველი კაცი, რასაც აკეთებს, თავის თავს უკეთებს. სხვისთვის რომ ზრუნავ, ამით შენს თავს ეხმარები. რადგან სულიერებას იძენ. ხოლო როცა ბოროტებას ჩადიხარ – პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებ ვნებას, რადგან შენი სული ცოდვით ივსება.

    ილია II

  • ყოველი ღონე იხმარე, რომ არავის არ გაუკეთო ბოროტება და წმინდა გული გქონდეს ყველა ადამიანისადმი.

    აბბა პიმენი

  • ყოველი ჩვენთაგანი მარტოდმარტოა ამქვეყნად: ირგვლივ ყრუ გალავანი აქვს შემოვლებული და სხვას მხოლოდ ნიშნებით აგებინებს სათქმელს, მაგრამ ეს ნიშნები ყველას ერთნაირად არ ესმის, ასე რომ, მათ ბუნდოვნად, გაურკვევლად მიაქვთ თავიანთი აზრი მეორე ადამიანამდე. მთელი სიცოცხლის მანძილზე მონდომებით ვცდილობთ გავუნაწილოთ გულის საუნჯე მოძმეს, მაგრამ მათ არ ძალუძთ ამ საუნჯის მიღება და ამიტომ ყოველთვის მარტო ვრჩებით საკუთარ თავთან; გვერდზე მიჰყვები ამხანაგს, მაგრამ ეული ხარ; საუბრობთ, მაგრამ ერთმანეთისა არა გესმით რა.

    მოემი

  • შეისმინე, რომ ყოველი კაცი ისე მოქმედებს, როგორც მისთვის უმჯობესია. თუეს ნამდვილად უმჯობესია მისთვის, მაშინ ის კაცი მართალია, და თუ სცდება – იმისთვისვეა უარესი, რადგან ყოველს შეცდომას მოსდევს სატანჯველი. თუ ეს მუდამ გეხსომება, მაშინ არავისზედ აღარ მოგივა გული, არც აღელდები ვისზედვე, არცარავის დააყვედრებ, არ გალანძღავ და არც არავისი მტრობა არ გექნება.

    ეპიქტეტი

  • “შეიცან თავი შენი“ და “არაფერი ზედმეტად“. – მოკვდავთა საქმეების განსახილველად და სიბრძნის მარგალიტების გასაცვლელად შეკრებილმა შვიდმა ბრძენმა, თავის სამდღიანი სხდომის რეზუმე დელფის ტაძრის კედელზე ასე დაწერეს.

    ნიკო აჭარაძე

  • შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს, რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. აჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.

    ნიკოლოზ ბერდიაევი

  • შეუძლებელია ადამიანს უყვარდეს ერთი პიროვნება, თუკი მას არ უყვარს ყველა სხვა, თუკი იგი არ არის გამსჭვალული სიყვარულის გრძნობით მთელი კაცობრიობის მიმართ. შეუძლებელია ადამიანს უყვარდეს საკუთარი შვილი, და, ამასთან, არ უყვარდეს ყველა სხვა ბავშვი.

    ფრომი

  • შვილს უნდა ჰქონდეს მორჩილება, სიყვარული და მინდობილება თავისი დედ-მამისა: ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ თუ დედ-მამის კურთხევა არ არისმის თავზედ, იგი ბედნიერი არ იქნება ქვეყანაზედ. დიდი ძალა აქვს დედ-მამის ლოცვას და კურთხევას.

    გაბრიელ ეპისკოპოსი

  • ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს დედის ღიმილი, დამტევებელი სიბრძნისა, წყალობისა, სიყვარულისა და, რაც მთავარია, მარადიულობისა, რადგან სიცილიცა და ტირილიც დროებითია და წარმავალი და მხოლოდ ღიმილია მარადიული.

    ნიკოკლოზ სერბი

  • ჭეშმარიტი სიდიდე და დიდებულება ადამიანისა გულშია და არა თავში.

    ბუასტი

  • ჩვენი ცხოვრების ყოველ მომენტში ჩვენ უნდა ვცდილობდეთ ვიპოვოთ არა ის, რაც სხვა ადამიანთაგან გვაშორებს, არამედ ის, რაც მათთან გვაახლოებს.

    ჯონ რესკინი

  • ძირფესვიანი ზნეობრივი განახლება – ერთგვარი მეორედ დაბადება – ადამიანისა და კაცობრიობის ხასიათის ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა.

    კანტი

  • წიგნები აგროვებენ ადამიანის აზროვნების მარგალიტებს და მათ გადასცემენ შემდეგ თაობებს.

    ჰაინე

  • ჭკუა ქმნის ფილოსოფოსს, პატიოსნება გმირსა და მხოლოდ კეთილმოქმედება ბრძენსა.

    ვოვენარგი

  • ჰოი, უფალო, მომეც მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.

    ეფრემ ასური

Comments on: "შეგონებანი" (1)

  1. უღრმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის. ძალიან ბევრის მომცემი და ლამაზი ბლოგია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: