"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

ჩანახატები

„ისინი, ვინც ჩემ გვერდით არიან, ვერც კი ხვდებიან, რომ შენ მათზე უფრო ახლოს ხარ ჩემთან…

მათ, ვინც მესაუბრებიან, არც კი იციან, რომ ჩემი გული სავსეა შენგან გამოუთქმელი სიტყვებით…

ისინი, ვინც ჩემ გვერდით, ჩემსავე ბილიკზე მიაბიჯებენ, ვერც კი წარმოიდგენენ, რომ მე მხოლოდ შენ გვერდით დავდივარ…

მათ, ვისაც ვუყვარვარ, არ ესმით, რომ მათსავე სიყვარულს შენ მოჰყავხარ ჩემს გულამდე…”

“ჩვენ შორის არის ყველაფერი და არაფერი… და ამ უსასრულობით გაჯერებულ ვეება სამყაროში დასეირნობს პატარა და დამფრთხალი ფიქრი… ჩვენს შორის არის დრო, დრო, რომელიც დიდ დუმილს იტევს  და ამ დუმილში არის ის არაფერი, რომელსაც ჩვენთვის ყველაფერი ჰქვია… დროსა და სივრცეში აცდენილი ნაფეხურები კი ჯიუტად ეძებენ ერთმანეთს და ფიქრად ქცეულები, ჩვენი ოცნებების სამყაროში დასეირნობენ…       ჩვენ შორის არის ყველაფერი და არაფერი…”                                     

მხოლოდ ლამაზი ოცნება…

ყველა ფიქრი თვალებში ჩახედვით იწყება, მაგრამ ზოგიერთი ცრემლით მთავრდება, ზოგი კი ღიმილით… ქვეყნად ისე არაფერი იკარგება, როგორც ჩუმი და უთქმელი ფიქრი, თუმცა რაღაც საიდუმლოდ უნდა დაიტოვოს ადამიანმა, თუნდაც ყველაზე ლამაზი ოცნება… ლამაზი სევდა სიცოცხლეზე…

არ მახსოვს, როდის გაჩნდა სულში ტკივილი და მერე ცრემლებად ჩამოიღვენთა… როგორ ავაგე შენზე ფიქრით სიყვარულის თეთრი ტაძარი… სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან და მერე… როცა სული ჩავუდგი, მივხვდი თუ როგორ დავცილდი საწყისს… შემეშინდა სიცარიელის, ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩამქრალ კოცონს და უკან რომ მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს…

ახლა მუხლმოყრილი ვდგავარ ამ ტაძრში და ვცდილობ გავაღო სულის სარკმელი, რომ მზის სითბომ გული გამითბოს…

კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე შენზე ფიქრები…

Advertisements

Comments on: "ჩანახატები" (29)

  1. ნათი, დღეს აღმოვაჩინე შენი ბლოგი… სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ გადმოქცე ჩემი განცდა… გული გამითბე, რაღაც საოცარი სინაზით ამივსე გული… მუსიკამ კი საოცარ სამყაროში მამოგზაურა…
    გმადლობ! – ვიცი ძალიან კარგი ადამიანი ხარ!

  2. ახლა ვნახე ეს ბლოგი, მართლა ძალიან მომეწონა, ბევრ რამეზე დამაფიქრა, მუსიკამ საოცარი განწყობა შემიქმნა. ძალიან კარგი ადამიანი ხარ..

  3. ნათია said:

    მშვენიერი ბლოგია…….!!!

  4. ნათი, შემოვედი და ვეღარ გავდივარ… ძალიან კარგი ადამიანი ხარ, ნიჭიერებით სავსე. წარმატებას გისურვებ ცხოვრებაში.

  5. ნათი, ძალიან კარგი ბლოგი გაქვს, წარმატებებს გისურვებ. გაიხარე!

  6. ♥ ♥ ♥ მომწონს უზომოდ… დაუსრულებლად ვიკითხავდი .. ♥ ♥ ♥

  7. კარგი ადამიანი ხარ, წარუშლელი შთბეჭდილება დატოვე ჩემში. ძალიან ნიჭიერი ხარ, ნათია. წარმატებას გისურვებ.

  8. ძალიან კარგია, სიტყვები არ მყოფნის, ძალიან მომწონს.. უზომოდ, უზომოდ შემიყვარდი.. კარგი გულის კარგი ადამიანი ხარ..

  9. ნათი, ძალიან კარგი ბლოგი გაქვს, მომწონს უზომოდ. წარმატებებს გისურვებ. გაიხარე!!!

  10. ძალიან მომეწონა თქვენი ბლოგი. მიყვარს ნიჭიერი ლამაზი თაობა!

  11. როცა ვიღლები კომპიუტერთან ჯდომით გარეთ გავდივარ და ჩემი სამყაროს ცქერით ვტკბები… და როცა ემოციებით იწურება ჩემი ამოუწურავი სამყარო ისევ კომპიუტერს ვუბრუნდები და შენი სამყაროს მოზიარე ვხდები… შენ არც კი იცი რამდენჯერ ვყოფილვარ შენი სულის ქურდი სტუმარი.

  12. ნათია, ძლიერი, ფაქიზი და ლამაზი სულის პატრონი ხარ. ბევრ რამეზე შეიძლება დააფიქრო ადამიანი…

  13. ნათი, მიყვარხარ უზმოდ. ბედნიერი ვარ ღმერთმა შენს ნიჭს რომ მაზიარა. ღმერთს ვთხოვ, უბედნიერესი ადამიანი ყოფილიყავი დედამიწაზე. გკოცნი, ქედს ვიხრი შენი ნიჭის წინაშე…………….

  14. ღმერთმა გვიმრავლოს შენნაიირი ადამიანები : ))

  15. სიტყვები არ მყოფნის.. საოცარია..

  16. ერთი დღეა რაც აგმოგაჩინე და გახარებული ვარ ამ აღმოჩენით! გულსა და სულს მითბობს შენთან მოსვლა! მადლობა ყოველივე ამისათვის.

  17. ძალიან მომწონს ეს ბლოგი, წარმატებებს გისუვებ, ნათი.

  18. წარმატებებს გისურვებ! ძალიან მომეწონა, გმადლობ ასეთი კარგი სამყაროსათვის…

  19. ძალიან მომეწონა ეს ბლოგი. არაჩვეულებრივი ჩანახატები და აზრები გაქვს. მუსიკა ხომ შეუდარებელია. არ ვიცი როგორ გამოვხატო, რომ შეუდარებლად კარგი ბლოგი გაქვს. გმადლობ, რომ ასეთ თბილ გარემოში გვამოგზაურებ!

  20. ნათი, სიტყვები არ მყოფნის..

  21. ვაიმე, ნათ, საოცარი გვერდი გაქვს, აი ძალიან მაგარი, სიტყვები არ მყოფნის როგორ აღვწერო ეს ყველაფერი. ღმერთმა დაგიფაროს.

  22. ნათი, ძალიან კარგი ადამიანი ხარ… ბევრი ისურვებდა შენს ადგილას ყოფნას… ყველაფერი ძალიან მომეწონა და გაოცებული დავრჩი… წარმატებებს გისურვებ…!!! უფალი იყოს შენი მფარველი..!!

  23. ნათი, სულ ახლახანს აღმოვაჩინე ეს ბლოგი, მაგრამ საკმარისი იყო ერთი ფრაზა მაინც წამეკითხა, რომ მივხვდი ძალიან თბილი, სათნო და ნაზი ადამიანი ხარ. გამაოცა შენმა გვერდმა, სული ამიფორიაქა და გული სიყვარულით გამითბო, მუსიკა სულში ჩამწვდა, ფრაზებმა კი დამაფიქრა. დიდი მადლობა ამისთვის ♥

  24. მარინა said:

    მადლობა, რომ არსებობთ ასეთი სითბოს გამომხატველი.

  25. უსაზღვროდ დიდი სითბოა აქ… მადლობა ამისთვის, ნათი

  26. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისე მომწონს შენი შემოქმედება და მე შენ უკვე მიყვარხარ

  27. სიტყვები არ მყოფნის როგორ გითხრა, არ ვიცი, ეს ყველაფერი შესანიშნავია.

  28. ნათია said:

    საოცარ სამყაროში ვიმოგზაურე, ამ მელოდიასთან ერთად….შესანიშნავი გვერდია….ხშირად ვარ თქვენი გვერდის სტუმარი…გაიხარეთ და უფალი გფარავდეთ ნათია!!!

  29. საოცარი სიმშვიდეა აქ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: