"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

დარიგებანი

ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე

გაუჩინარება

დიდი მაშინ გახდები, დესაც გონებაში შენს თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენ გარშემოა; როდესაც ამ სიმაღლიდანაც შეხედავ საკუთარ თავს, როგორც მიცვალებულს და ფერფლს; როდესაც მარადიული ცხოვრებით უკვდავებას შეუერთდები; მაშინ შენ წინაშე მთელი სისრულით გაცხადდება სიკვდილის უმწეობა და ამაოება; დაინახავ თვითონ სიკვდილს წარსულში: წარსულში, აწმყოსა და მომავლის გარეშე.

მაშინ სიკვდილი, რომელიც უცილობლად განგაშორებს შენს სხეულთან, შენთვის აღარ იქნება იმ ნიავზე საშიში, რომელსაც შენი ქუდი გაუტაცია; რამეთუ მაშინ შეიცნობ, რომ შენს სულს სხეულის გარეშე სიცოცხლე შეუძლია ისევე, როგორც შენს თავს ქუდის გარეშე.

უმეცრება

ძნელი არაა, ასწავლო ცხოველს, ძნელი არაა, ასწავლო უბრალო ადამიანს, მაგრამ რა ძნელია, ასწავლო უვიცს, რომელიც უკვე მასწავლებელი გახდა!

პატივმოყვარეობა

რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანს შენი უმწეობა და ნაკლოვანება.

ერთი ჯარისკაცი უამბობდა მეგობარს, რომ ყოველთვის, როცა იგი თავის ქებით აღწერდა თავის საბრძოლო გამარჯვებებს და საკუთარ გმირობებს, მისწარმოდგენაში მეყსეულად ცოცხლდებოდა ყველა მისი დამარცხების სურათი და სიმხდალის გამოვლინების ყველა შემთხვევა.

მზერა

თვალები სულების შეხვედრის წერტილია,“ – თქვა ერთმა ბრძენმა. სულის თვალი სულში აღწევს: იგი სანთელს ჰგავს, რომლის საშუალებითაც მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი. როდესაც ბრმას ვუყურებთ თვალებში საპასუხო გამოხედვის ამაო მოლოდინში, რაღაც იდუმალ, შემაშფოთებელ გრძნობას განვიცდით, ისევე, როგორც გვაშინებს სიბნელეში წყლის ყურება ანდა უფანჯრებო სახლი. მზერა საიმედო ჯაჭვია, რომლითაც ბუნება  ადამიანს საკუთარ თავზე მიაჯაჭვავს. მგრძნობიარე ადამიანი ბუნებას ხილული სახით აღიქვამს, ისინი ანცვიფრებენ და აღაფრთოვანებენ მას. სულიერი ადამიანი თავისი სულის ცეცხლით ყველა სახეს რაღაც პირველქმნილ ელემენტს აძლევს, თვითონვე აღფრთოვანებულია ამ ერთადერთი ელემენტით, მაგრამ ეს მხოლოდ სულიერების დასწყისია.

ჰორიზონტი

რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია წარმოდგენა საკუთარ თავზე.

რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით უფრო ნაკლებია წარმოდგენა საკუთარ თავზე.

თუკი ჭის ქედმაღალი გომბეშო ოკეანის ნაპირას აღმოჩნდებოდა, იგი თავისი ქედმაღლობისაგან განიკურნებოდა.

ანალიზი

ანალიზი სიყვარულს კლავს, მეცნიერება აგრილებს. ამიტომ საუბრობენ არა ცოდნის სილამაზის, არამედ მისი სარგებლიანობის შესახებ.

მოსიყვარულე არასოდეს კითხულობს შეყვარებულის ასაკს, წარმომავლობასა და მატერიალურ კეთილდღეობას. ზეშთაგონებული სული, ანუ ღვთაებრივი სიყვარულით ანთებულირავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმება ღვთისანალიზზე.“

სიყვარული განდევნის განსჯას, როგორც უსარგებლო მსტოვარს. სამაგიეროდ, აერთიანებს სამ სხივსგონებას, გულსა და სულს და მათ ერთ სანთლად აღანთებს.

გული და ბიბლია

ფერფლისგანაა შენი გული, ფერფლისგანაა ის ქაღალდიც, რომელზეც ბიბლიაა დაწერილი. მაგრამ ცხოველმყოფელი სულიწმიდა წერდა ამ ფერფლზე.

ამიტომაც, ერთი ეპისტოლე მიემართება მეორეს, პირველი განმარტავს მეორეს, მეორე კიპირველს. როდესაც სამყარო თავისი ვნებებით ერთს დაწვავს, მაშინ მეორეც ხანძრის საშიშროების წინაშე დგება.

ჰქმენ და დავიწყე

ნუ ჩაიწერ შენს კეთილ საქმეებს: თუ ჩაიწერ, ჩანაწერი სწრაფად წაიშლება;

თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაში ჩაიწერება;

ნუ ჩაიწერ მოყვასის ცოდვებს: თუ ჩაიწერ, მათგან ნახევარი შენ დაგაწვება. დაივიწყე ისინი და უფალი დაივიწყებს შენს შეცოდებებს.

სულის გამოძახილი

მთელი სამყარო უზარმაზარ ფორტეპიანოს წააგავს, მისი კლავიშები ღვთის შექმნილია; რომელ მათგანსაც არ უნდა შეეხო, საკუთარი სულის გამოძახილს მოისმენ.

ბუნების სიმშვენიერე

სამყაროს მთელი მშვენიერება უზენაესი საიდუმლოებიდან ამოდის. ამის გარეშე ბუნება წამითაც ვერ შეინარჩუნებდა იმ მშვიდ, უბიწო მშვენიერებას, რომელსაც იგი ასხივებს.

ქმნილი ბუნება ღრუბელია, რომელიც ფარავს ღვთაებრივი ცეცხლის დამაბრმავებელ ბრწყინვალებას. ამ ღრუბლის გამჭვირვალეობა ანდა შეუღწევადობა ჩვენს სულიერ ხედვაზეა დამოკიდებული; ნატიფი და მაღალი სულისათვის იგი დახვეწილი და გამჭვირვალეა, უხეშისათვის კიბნელი და შეუღწევადი.

ნუ ენდობი ბედნიერებას

თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.

თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.

როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება.

და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.

უმწეობა

ზოგჯერ ადამიანი თავისუძლურებას ფარავს მათგან, ვისაც იგი უყვარს, რათა მათ არ ითაკილონ. ფარავს მათგანაც, ვინც მას აქებს, რათა მათ არ აძაგონ იგი.

იგი ორგზის ცდება: ჯერ ერთი, არ ესმის, რომ, თუკი თვითონ გაამხელს საკუთარ სისუსტეებს, მათ ნაკლებად არ ეყვარებათ დანაკლებად არ შეაქებენ. როდესაც სხვა ადამიანები მის სისუსტეებს აღმოაჩენენ, მაშინ აუცილებლად ითაკილებენ და აძაგებენ მას. მეორეც, მას ავიწყდება, რომ არსებობს თვალი, რომელმაც მის შესახებ ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს.

ამიტომ უკეთესია, ნაკლოვანებები მანამდე გავამხილოთ, სანამ ისინი ჩვენზე სრულ ძალაუფლებას მოიპოვებენ და სხვებისთვისაც შესამჩნევნი ხდებიან. რამეთუ ახალგაზრდობაში ძაგების გადატანა უფროა დვილია, ვიდრე სიბერეში.

სამოთხე და ჯოჯოხეთი

შეუძლია თუ არა სიკეთე აკეთოს მან, ვინც არ არსებობს? – შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ჯოჯოხეთმა ადამიანთა მოდგმას; რამდენი ბოროტმოქმედი მოიყვანა სინანულში; რამდენი ცოდვილი აქცია წმიდანად; რამდენ ცოდვას არ მისცა აღსრულების საშუალება!

შეუძლია თუ არა აღასრულოს სიკეთე მან, ვინც არ არსებობს? შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ადამიანთა მოდგმას სასუფეველმა; რამდენი კეთილი საქმის სულისჩამდგმელია იგი; რამდენი მწუხარება აქცია სიკეთედ; რამდენი ცრემლი ამოაშრო; რამდენ სულში გააღვიძა ღვთაებრივი წყურვილი!

შეუძლია თუ არა სიკეთე აკეთოს მან, ვინც არ არსებობს?

პილატეს სიმართლე

crossრომელ სიმართლეზე ლაპარაკობ? განა ღმერთი ყოველდღე ასჯერ მეტს არ გვაძლევს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მას დავუბრუნოთ? მიუხედავად ამისა, იგი ჩვენს უმადურობაზე არ ჩივის.

რომელ სჯულზე ლაპარაკობ? შეგიძლია კი შეასრულო ის უმცირესი მოვალეობა, რომელსაც შენგან სჯული მოითხოვს? შეგიძლია, თავი მოქალაქედ ჩათვალო და არა გმირად ანდა წმიდანად?

ისინი, ვინც ქრისტეს მსჯავრს სდებდნენ, სამოქალაქო კანონის დარღვევაზე როდი აგებენ პასუხს; ისინი მაცხოვრის ჯვარცმისათვის განისჯებიან.

როდესაც ადამიანი ყველა კანონს აღასრულებს, მაშინ შეუძლია მან თქვას: აი, ცხოველის დონეს მივაღწიე, რამეთ უცხოველი ცხოვრობს კანონთა ზედმიწევნით აღსრულებით. მას, ვინც ჯერ კიდევ არ გაზრდილა ცხოველამდე, შეუძლია მიაღწიოს ღმერთამდე?

განსხვავებული ადამიანები

ჰკითხე ხორციელ ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუსებს; „მე მე ვარ,“ და მხედველობაში ექნება საკუთარი სხეული.

ჰკითხე სულიერ (მშვინვიერ) ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუხებს; „ჩემში ორი ანტიპოდია და მე ერთი მათგანიდან მეორესთან დავრბივარ,“ – ამბობს თავისი ინსტიქტური და შეგნებული ბუნების შესახებ.

ჰკითხე სულიერ ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუხებს: „არის ვიღაც ჩემს სულში, მე ხელს ვიწვდი, რათა შევეხო მას, მაგრამ მესმის, რომ ამისათვის ჩემი ხელები ზეცაზე ფართო უნდა იყოს.“ ჰკითხე იმ ზეციერს, ვინ ვარ მე?

წყევლა და ქება

შეეცადე, გაუკეთო ადამიანებს ის, რისთვისაც ჯერ გაგლანძღავენ, შემდეგ კი შეგაქებენ; და ნურასოდეს გააკეთებ რაიმეს იმისათვის, რათა შეგაქონ, ბოლოს კი გაგლანძღონ. 

ბავშვი გაიხარებს და შეგაქებს, თუ ციგაზე მჯდომს მთაზე ხელსჰკრავ, მაგრამ როდესაც დაიმტვრევა, შენი, როგორც თავისი უბედურების მიზეზის, წყევლას დაიწყებს.

ცოდვილნი ქებით აგავსებენ, როცა მათ ცოდვებს გაამართლებ, მაგრამ, უმჯობესია, არ მიეკარო მათ სასიკვდილო სარეცელს

ცხოვრება და პოეზია

სიმღერით გაალამაზე შენი ცხოვრება. გთხოვ, ცხოვრება სიმღერად აქციე; მაშინ შეძლებ, შეიგრძნო ცხოვრების ჰარმონია და შენი კავშირი ჰარმონიასთან.

შენ შეგიძლია, გააანალიზო, გაიაზრო შენი ცხოვრება, მაგრამ სიმღერა არ დაგავიწყდეს. პოეზიის კრიტიკოსები იბადებიან და კვდებიან, სიმღერები კი სიცოცხლეს განაგრძობენ. კრიტიკა კვდება, სიმღერა ცოცხლობს. მხოლოდ პოეზიას შეუძლია პროზის გაცოცხლება. პოეზია ცხოვრების ხიდან ამოიზარდა, პროზა კიშემეცნების.

ყველამ ვიცით, ტყუილს ხანმოკლე დრო აქვს, სიმართლე კი მარადიულია. ამიტომაც, პოეზია პროზაზე მეტხანს ცოცხლობს: იმიტომ ხომ არა, რომ იგი სიმართლესთან უფრო ახლოსაა? თუკი შენს სიცოცხლეს სიმღერად აქცევ, მაშინ შენც უფრო ახლოს იქნები სიმართლესთან, სიცოცხლესთან.

სად მარხავ მოკლულს?

მნიშვნელობა არა აქვს, ავადმყოფობით მოკვდები თუ ადამიანის ხელით. მაგრამ, ადამიანისაგან განსხვავებით, ავადმყოფობა სიკვდილზე პასუხს არ აგებს. როგორი შესამეცნებელია ფუტკრის მაგალითი: კბენისათვის იგი საკუთარი სიცოცხლით აგებს პასუხს.

ყველა შენ მიერ მოკლულს ორიგანსასვენებელი აქვს: ერთი მეორე სამყაროა, მეორე კიშენი სინდისი.

სადაც არ უნდა დამარხო მიცვალებული, შუაღამისას იგი შენს სინდისში გაიღვიძებს და ისეთ შეკითხვებს დაგისვამს, რომლებზეც შენს ოფლში გაღვრილ სინდისს გათენებამდე მოუწევს პასუხის გაცემა.

უღვთობა უჰაერობაა

როგორც უჰაერო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, შებრუნდი და გაიქეცი უღმერთოთა შესაკრებელისაგან, რამეთუ შენ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები 

ღმერთი შენი სულის ჰაერია. ამ ჰაერის გარეშე შენი სული მიწაზე დაეცემა და მტვერში იხოხებს, როგორც გველი.

უბედურება

უბედურება, რომლის დათმენასაც ღმერთი ჩვენზე უშვებს, ბედნიერებაზე უკეთესია, რომელსაც ჩვენ საკუთარი თავისათვის ვაშენებთ. თავის ერთგულებზე ღმერთი ყოველთვის დროულად უშვებს განსაცდელს. ეს მეგობრის ხმაა, რომელიც შუაღამისას გვაღვიძებს მძინარს: ხანძარია! გონიერი ტოვებს ცეცხლწაკიდებულ სახლს და გარბის, რათა საკუთარი სიცოცხლე იხსნას. უგუნური კი ზის და კვნესის ცეცხლის კვამლში, სანამ აალებულ სახლთან ერთად არ დაიღუპება.

ხორციელი ადამიანები

ხორციელი ადამიანები ადვილად ეგუებიან ამ წუთისოფელს. სულიერნი მასში თავს ყოველთვის უცხოდ და გადამთიელად გრძნობენ.

ხორციელნი ეძებენ და ამბობენ, რომ საკუთარი წარმოშობის წყაროს თავიანთსავე ეზოს ნაგვის გროვაში პოულობენ; ამიტომ საკუთარ თავს მას ადარებენ და საკუთარი ადამიანური გამომეტყველების გამო ამპარტავნებაში ვარდებიან.

სულიერნი საკუთარ პირველწყაროს უფრო მაღლა ეძებენ, ციურ მნათობთა ზემოთ, მიუწვდომელ გონებასა და სიწმიდესთან, ამიტომ თავმდაბლად არიან და გლოვობენ, რადგან ხედავენ, რა ძლიერ დაშორდნენ ღვთის ხატებას.

სულიერნი თავს არ იმტვრევენ კითხვაზე: ვინ შემქმნა მე? რამეთუ მათ ესმით, რომ მთელ სამყაროში ვერავის უწოდებ ყოველივეს შემოქმედს, ერთადერთი ღმერთის გარდა.

ხორციელი ადამიანები იტანჯებიან ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად, პასუხს საკუთარი სახლის ეზოში ნაგვის გროვაში პოულობენ, ოღონდაც კი არავისი ეშინოდეთ და არავისი რცხვენოდეთ.

განშორება

მტრების განშორება ორმხრივ სიძულვილს აძლიერებს.

მეგობრების განშორება ორმხრივ მიჯაჭვულობას განამტკიცებს.

დედა–შვილის განშორება მათ სიყვარულს განაცხოველებს.

ჩვენი განშორება ღმერთთან აძლიერებს ღვთის სიყვარულს ჩვენდამი. როდესაც ჩვენ ამას ვგრძნობთ, გახურებულ რკინასავით გვწვავს სირცხვილი და მივისწრაფით, უფრო სწრაფად დავბრუნდეთ მასთან, ვიდრე განვეშორეთ; და უდიდესი სიყვარულით ვბრუნდებით.

ადამიანთა სულების უმრავლესობის ისტორიაეს არის ღვთისაგან დროებითი გაქცევისა და მასთან სწრაფი დაბრუნების მონაცვლეობა.

, ოღონდაც ჩვენი მიწაზე ყოფნის ბოლო დღეებში ღმერთთან განშორებულნი არ აღმოვჩნდეთ, არამედ, რაც შეიძლება, მეტად ახლოს ვიყოთ მასთან!

ჭეშმარიტი სიცოცხლე

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაინც სიმართლეა: ჩვენ ამქვეყნად იმისათვის მოვდივართ, რათა მისგან თავი ვიხსნათ ისევე, როგორც ადამიანები ომში იმიტომ კი არ მიდიან, რომ ამით თავი შეიქციონ, არამედ თავი იხსნან მისგან!

დიდი სიკეთისათვის მიდიან ადამიანები საომრად; მიწიერ სიცოცხლეზე მეტი მადლისათვის, მარადიული და უკეთესი ცხოვრებისათვის ვიბადებით ამ ქვეყნად.

ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთ ცხოვრებას ყოველთვის სამხედრო სამსახურად თვლიდნენ. როგორც ჯარისკაცები ითვლიან თავიანთი სამსახურის თითოეულ დღეს და სიხარულით ფიქრობენ შინ დაბრუნებაზე, ასევე ქრისტიანებს გამუდმებით ახსოვთ თავიანთი სიცოცხლის დასასრული და ზეციურ სამშობლოში დაბრუნება.

სხვადასხვაგვარი მადლი

როდესაც ადამიანის ყოფა ღვთით არაა აღვსებული, არც სიცოცხლითაა სავსე: იგი უნაყოფო და უსიცოცხლო უდაბნოს მსგავსია.

ყოველი არსება სიცარიელე და ვაკუუმია, თუ იგი ღვთით არაა აღსავსე.

ყოველი სული მკვდარია, თუ ღვთით არაა ავსებული. ადამიანები იმდენად არიან ცოცხალნი, რამდენადაც მათში ღმერთი სახლობს, რამეთუ მხოლოდ ღმერთია სიცოცხლე.

ამიტომ, ილუზიაა ის, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ცოცხლად ჩათვალო. არიან ცოცხალნი და უსიცოცხლონი, რაც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მკვიდრობს მათში უფალი, სიცოცხლე, რომელსაც ისინი საკუთარ თავში ატარებენ.

შიშით გეუბნები: არსებობენ უსიცოცხლო ადამიანები, ისინი თითქოს არ არსებობენ. მაგრამ ისინი ცოცხალთაგან ისევე განსხვავდებიან, როგორც სიზმრისეული საგნები ცხადისაგან. თუმცა გამოუცდელთ ისინი ასეთივე ცოცხლები ჰგონიათ!

ისინი ხომ არსებობენ! განა არა? – იკითხავ შენ. დიახ, მაგრამ ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კვამლი კიდევ დიდხანს ასდის ნაცარს.

სიცოცხლე შემოქმედისაგან გვეძლევა

წარმოიდგინე, რომ ზეთით სავსექოთნებმა ერთმანეთს დაუწყონ ბრძოლა იმის თაობაზე, რომელი იქნეს მათგან შენახული და რომელიდამტვრეული. რას იზამს მექოთნე? იგი გადმოასხამს მათგან ზეთს, რომელიც ქოთნებზე უფრო ძვირფასია, ცოტა ხნით დააკვირდება ქოთნების თავშესაქცევ ბრძოლას, ბოლოს კი დაამტვრევს მათ და ახლებს გააკეთებს.

მათ, ვინც არ ფიქრობს ღმერთზე, როგორც სიცოცხლის წყაროზე, უფალი ართმევს მის მიერვე ბოძებულ სიცოცხლესა და სულს და ცარიელ ქოთნებს ტოვებს.

ტანჯვის საზომი

მებაღე ტოტებს ჭრის, რათა ხე სწრაფად გაიზარდოს და უკეთესი ნაყოფი მოიტანოს. თუ იგი გადაამეტებს და ზედმეტს მოჭრის, ხე გახმება.

გწამდეს, რომ შენი ტანჯვა არასოდეს გადასცდება საზღვრებს. ღმერთი ნებისმიერ მებაღეზე მეტი მზრუნველობითა და გულმოწყალებით ზრუნავს თითოეულ ადამიანზე.

მოუსმინე, როგორ მსჯელობს ღირსი ნილოს სორელი; „თუ მექოთნემ თიხის ცეცხლში გაჩერების ზომა იცის, რათა იგი არ გასკდეს, ნუთუ ღმერთმა არ იცის ჩვენი ტანჯვის საზღვრები?“ გჯეროდეს, ღმერთს ადამიანზე მეტი განსჯის უნარი აქვს.

საკუთარი თავის ფლობა

ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გულს ვერ ფლობენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ თავიანთი ენის ფლობა.

ადამიანები, რომლებიც საკუთარ გულში მშვიდობას ვერ ინარჩუნებენ, ვერ შეინარჩუნებენ მას სახელმწიფოში.

ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში მშვიდობას ვერ ხედავენ, სამყაროში თავიანთ ადგილს ვერ დაინახავენ.

ადამიანებს, რომლებიც სხვის ტკივილს ვერ გაიზიარებენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ შეიგრძონ სხვისი ბედნიერების სიხარული.

დისტანცია

ყველგან დისტანცია დაიცავი, სული კი ღმერთს მიუახლოვე.

თუ ცეცხლში წყალს ჩაასხამ, არც ცეცხლი გექნება და არც წყალი.

თუ სხვისას მოისურვებ და შენსას შეიძულებ, ერთსაც დაკარგავ და მეორესაც.

თუ ხშირად სვამ სხვისი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს, საკუთარს დაკარგავ.

თუ გამუდმებით ითვლის ხვის ფულს, სულ უფრო ნაკლები გექნება საკუთარი.

თუ გამუდმებით ითვლი სხვის ცოდვებს, საკუთარ სგანამრავლებ.

თუ მელიის მადევარი მას დაეწევი, მამალს დაიბრუნებ; თუ დათვის მადევარი მას დაეწევი, ვერც მამალს დაიბრუნებ და თავსაც დაიღუპავ.

სათნოების დამაბრკოლებელი

ბევრს ეჩვენება, რომ სხვა ადგილას რომ იყვნენ, უკეთესები იქნებოდნენ.

მდიდრებს ეჩვენებათ, რომ სათნოებას ხელს უშლის სიმდიდრე, ღარიბსსიღარიბე, მეცნიერსსიბრძნე, უმეცარსუცოდინრობა, ავადმყოფსავადმყოფობა, მოხუცსმოხუცებულობა და ახალგაზრდასახალგაზრდობა.

ეს მხოლოდ თავის მოტყუება და საკუთარი სულიერი დამარცხების აღიარებაა. წარმოიდგინეთ, რომ ცუდი მეომარი თავს იმართლებდეს: ამ ადგილას მე დავმარცხდები, სხვაგან გამიშვით და მამაცი ვიქნები! ნამდვილი მეომარი ყოველთვის ვაჟკაცურია, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს იგი თუ ომში დაეცემა.

წმიდა მეფე ლაზარეს ბრძოლის ველი რომ დაეტოვებინა, დამარცხებულად ჩაითვლებოდა; მაგრამ ცოცხლად დარჩენილი ბოლომდე მტკიცედ იდგა და გაიმარჯვა.

ადამმა სამოთხეში რწმენადაკარგა, იობმა წყლულებაში განიმტკიცა რწმენა. ილია წინასწარმეტყველს არც ერთხელ არ უთქვამს: შიმშილი ღვთის მორჩილებაში ხელს მიშლის! მეფე დავითი არ ამბობდა, სამეფო გვირგვინი ჩემს მორჩილებას ხელს უშლისო.

სიბრძნე

როდესაც ადამიანები ხარბად წარსტაცებენ ბუნებას ოქროს, ის მათ ოქროს ნაცვლად შხამს აძლევს.

როდესაც ადამიანები ხარბად გამოსწოვენ ბუნებას ცოდნას, იგი მათ ჭეშმარიტი ცოდნის ნაცვლად ფერად ჩხრიალებს აძლევს.

როდესაც ადამიანები მოკრძალებით, ღვთისა და შემოქმედის სახელით ითხოვენ მათთვის აუცილებელს, ბუნება აძლევს მათ ყველაფერს, რაც ესაჭიროებათ.

გონიერი დედა აძლევს ბავშვს ყველაფერს სასარგებლოს, რასაც იგი სთხოვს; თუ იგი მოითხოვს რაიმეს დაჟინებითა და ახირებით, უბრალოდ ცნობის მოყვარეობის გამო, დედა მას მოთხოვნის სანაცვლოდ უსარგებლო სამშვენისებს აძლევს.

ასევე იქცევა ღვთის სიბრძნეც ადამიანთა მიმართ.

ისტორიის არსი

ისტორიის მთავარი არსი ადამიანების ღმერთთან დამოკიდებულების განსაზღვრაა. ყველა დანარჩენი მხოლოდ მთავარის ეპიზოდი და ფრაგმენტია.

ისტორიული პერიოდები თითქოს ადამიანისა და ღვთის ურთიერთობის მოქცევასა და მიქცევას გამოხატავენ. მოქცევის დროს დიდი მხატვრები ღვთაებრივ შთაგონებას ღმერთში პოულობდნენ, მიქცევის დროს კიბუნებაში. ამას შეიძლება ეწოდოსხელოვნება პირველი ხელიდანდახელოვნება მეორე ხელიდან“, შესაბამისი მითითებით პირველსა და მეორეზე. პირველი უფრო მამაცური და დრამატულია, მეორე კიქალური და ლირიული. ისევე, როგორც მამის არყოფნის დროს სტუმრებს დედა ღებულობს და ართობს მათ იმის მოთხრობით, რაც მამისაგან შეიტყო. თითოეული მიქცევა, ანუ ღვთაებრივით აღფრთოვანების ბუნების აღფრთოვანებით შეცვლა, თან გაიყოლებს ბავშვობაში დაბრუნებასაც. მოქცევა სულიერი სიჯანსაღეა, მიქცევა კისულიერი სენი. ბუნებრივია, რომ ზრდასრული ადამიანი ბუნების მომხიბვლელობით აღვსილი,quot;” მიისწრაფვის ამაღლებულისაკენ, ბუნებაზე აღმატებულისაკენ, ზეციური სასუფევლისაკენ. გავიხსენოთ 12 წლის იესოს შემთხვევა: როდესაც დედამ იგი ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იპოვნა, მაცხოვარმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ჰკითხა: „რატომ მეძებდით? განა არ იცით, რომ ჩემი მამის სახლში უნდა ვიყო?“

აღსარება

აღსარებაეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს საკუთარი ჩრდილის დანახვაში დაეხმაროს.

აღსარებაეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს იმ სულიერი ჭრილობების გახსნაში, რომელსაც ჯანმრთელობის საფარველით ფარავს.

აღსარებაეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს საკუთარი უძლურების დანახვაში, რომელსაც იგი ძლიერების ნიღბით ფარავს.

აღსარებაეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაანახვოს საკუთარი სულის არარაობა და ბოროტება, რომელსაც იგი ოსტატურად ფარავს კეთილსურნელებით.

აღსარებაეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს ბრწყინვალე რაინდად წარმოიდგენს, დაინახოს ის არარაობა, რომლითაც იგი ღვთის პირისპირ წარსდგება.

არავინ მიდის ექიმთან იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთვლობით იტრაბახოს, არამედ იმისათვის, რომ თავისი წყლულებია ჩვენოს მას.

ადამიანი, რომელიც სამკურნალოდ მიდის, სიამაყეს საავადმყოფოს კარებში ტოვებს; ადამიანი, რომელიც აღსარებაზე მიდის, ამპარტავნებას ეკლესიის კარებშიტოვებს. ბედნიერია ის, ვინც უკანდაბრუნებისას მას დაივიწყებს. ღმერთმა ინებოს, რომ იგი ტაძრიდან გამოსვლის დროს სიამაყის ყავარჯნის ნაცვლად თავმდაბლობის ყავარჯენს ეყრდნობოდეს.

ცოდვის შიში

რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით მეტად ეშინია ცოდვის; ისევე, როგორც უფსკრულის პირას გამოფხიზლებულ მთვარეულს მის წინაშე საშინელი შიში იპყრობს.

მართლაც, ცოდვილები მორალური მთვარეულები არიან.

ვაი მთვარეულს, რომელიც მეტისმეტად გვიან გამოფხიზლდება, როდესაც ფეხები უკვე უსხლტება ღრმა უფსკრულის პირას; რამეთუ გამოფხიზლება მხოლოდ დაამოწმებს მის ვარდნას უფსკრულში.

კალენდრის დასაწყისი

ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკის აშენებითა და ნგრევით.

უნდა იშრომო, რათა ერთხელაც შეინარჩუნო თუნდაც რაღაც დაუნგრეველი გუშინდელი დღიდან. ეს შენი ცხოვრების პირველი დღე იქნება.

ბოროტებისაგან განწმედა

ყოველნაირად ეცადე ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან სული განიწმიდო. რამეთუ თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ მხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს.

ნუ დაუშვებ, რომ მზე შენზე კეთილშობილი იყოს, რამეთუ იგი ათბობს ბოროტთაც და კეთილთაც; რატომ შენ არ შეგიძლია სიკეთით გაათბო კეთილნიც და ბოროტნიც?

ნუ დაუშვებ, რომ წყალი შენზე სასარგებლო იყოს, თუკი იგი არწყულებს წმიდათაც და არაწმიდათაც, რატომ არ გიხარია, როდესაც დახმარებისათვის მოგმართავენ ასეთნიც და ისეთნიც? განა წყალი მხოლოდ ხარს მისცემს წყალს და სახედარსარა?

ნუ დაუშვებ, რომ მიწა შენზე მომთმენი იყოს, როდესაც გლეხი მას ხნავს ანდა გზას ასწორებს. იყავი მასავით მომთმენი, რამეთუ შენთვის უდიდესი ჯილდოა გამზადებული.

ნუ დაუშვებ, რომ ცა შენს სულზე მეტად ბრწყინავდეს; რამეთუ შენში არის ის, ვინც ეს ცა შექმნა და ვისაც მისი მოსპობა ძალუძს. ასე რომ, მეგობარო, შენ ძე ხარ, ცა კიქმნილება!

ლოცვა

ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის ბრძოლა სიკვდილთან და სიკვდილის უარყოფა. ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის სიცოცხლისთვის ბრძოლა და სიცოცხლის დამტკიცებაა.

როგორია ჭეშმარიტი ლოცვა? ის, რომელიც შენ სიკვდილზე ძლიერს გაგხდის, რომელიც სიკვდილის შიშსა და საშინელებაზე გაიმარჯვებს. თუკი ლოცვის შემდგომ საკუთარ თავში ჩაიხდავ და კვლავ წინანდელ სიკვდილის შიშს დაინახავ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი არ იყო. და თუ ლოცვის შემდეგ საკუთარ სულში სიკვდილის მიმართ გულგრილობას შეამჩნევ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი იყო. როდესაც ლოცვის შემდგომ იგრძნობ სურვილს, რაც შეიძლება, სწრაფად შეუერთდე ჭეშმარიტ ცხოვრებას, იცოდე: შენი ლოცვა ძლევამოსილი იყო. მაცხოვარმა ჯერ კიდევ ჯვარცმამდე დაამარცხა სიკვდილი, როდესაც გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა.

გეთსიმანიის ლოცვა სინამდვილეში ერთადერთი სახეა სრულყოფილი ლოცვისა, რომელიც ოდესმე აღსრულებულა ადამიანთა მოდგმაში.

წმინდა ნიკოლოზ სერბი

Advertisements

Comments on: "დარიგებანი" (5)

  1. თამუნა said:

    ვაიმე, გული მტკივა… : | ბევრი მინუსი დავინახე ჩემს თავში.

  2. გიორგი said:

    ნათია, იმედი მაქვს ყველა ვინც ამ ბმულს წაიკითხავს შეიცვლება. მე ისეთი ჭეშმარიტებები დამანახე, რაც ცხოვრებაში აზრადაც არ მომსვლია… დიდი მადლობა.

  3. ძალიან კარგი ადამიანი ხარ, ნათია : )

  4. უფალი გფარავდეს.. გაიხარე.. ძალიან კარგი ადამიანი ხარ…

  5. მარინა said:

    მადლობა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: