"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."


ჩვენ განუწყვეტლივ მოვდივართ ჩვენი წარსულიდან და ჩვენი წარსული მუდამ იქ არის, სადაც დავტოვეთ. წარული ჩვენი ფესვებია. ფესვები არ ჩანს და ამიტომ გვგონია, თითქოს რეალურად არც არსებობს

წარსულის ქმნილებანი ვართ და უხილავი ძაფი გვაკავშირებს მის ყველ წერტილთან. წარული ისეა ჩვენ უკან ჩამწკრივებული და გაშეშებული, როგორც კადრები კინოფირზე. ბოლოში რომ გავალთ და უკანასკნელ კადრსაც გავივლით, უხილავი მექანიკოსი ამ ფირს შავ კოჭზე დაახვევს და ცეცხლგამძლე კარადაში შეინახავს. მექანიკოს, რომელსაც, ვინ იცის, პლატონი არ წაუკითხავს, შეუძლია, როცა მოესურვება, მაშინ დაატრიალოს ფირი

ჩვენ კი სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ გვეძლევა საშუალება ნათლად დავინახოთ წარსულის რეალობა. ეს მაშინ ხდება, სიკვდილის ზარი რომ ჩამოკრავს და ამ სოფლიდან აყრის ნიშანი მოგვეცემა. ზარის ხმაზე, გაშლილ ფირს რომ ცალ მხარეს გაუშვებენ და ერთბაშად დაეხვევა, ასე ერთბაშად, დიდი სისწრაფით გავირბენთ უკან, გავივლით ჩვენი წარსული კადრებს და იქ დავბრუნდებით, საიდანაც წამოვედით. მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ ხდება ….”

ჯემალ ქარჩხაძე, „ქარავანი“

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: