"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

Archive for თებერვალი, 2011

წერილი საქართველოს…


საქართველო, ჩემო საქართველო… რამდენი ხანია გეძებ და ვერ მიპოვნიხარ… გეძებ ყველგან… ქალაქში, სოფელში, მთაში, ბარში, მაგრამ შენს კვალს ვერსად მივაგენი… მთაში მითხრეს, რომ კარგა ხანია, სადღაც გაუჩინარდი და აღარ გამოჩენიხარ. ქალაქში კი…. ქალაქში უმრავლესობამ უკვე დაგივიწყა და აღარც კი ახსოვხარ… მეშინია არ გეგონოს, რომ მართლა ყველამ დაგივიწყეთ და სამუდამოდ არ მიგვატოვო… უსამშობლოდ არ დაგვტოვო… სიმართლე რომ გითხრა, მეც წარსულიდან გაგიცანი… ისტორიის ფურცლებიდან, ძველი წიგნებიდან და ფილმებიდან შეგიყვარე და მას მერე ყველგან დაგეძებ… არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს მომიწევს შენი ძებნა…  მარტო ის ვიცი, რომ არ დავიღლები, სანამ მაინც არ გიპოვი, მაგრად ჩაგიხუტებ გულში და გეტყვი: – ჩემო დაკარგულო სამშობლოვ, მე შენ მიყვარხარ!

აქედან იწყება ადამიანი…


– ია თუ დაგიყნოსავს როდისმე?

– აი  ია, – თქვა ზოსიმე მღვდელმა და ის ხელი ასწია, რომელშიც იის კონა და ლოცვანი ერთად ეჭირა, პეტრეს დაანახა – აქედან იწყება ადამიანი..

– ჩვენც  ასეთი სუნი გვაქვს, როცა ვიბადებით. ასეთივე სუსტი, გულში ჩამწვდომი.. – თქვა ზოსიმე მღვდელმა – მაგრამ ცოტა ხანს, ერთი-ორი   დღით,  სანამ   სიარულს   ვისწავლით   და    ტალახში ამოვიგანგლებით. თუ გინდა რომ ტალახში გაძლო, ჯერ ია უნდა მოკლა, იის სუნი უნდა მოიშორო. ჩვენს ბედზე, ია ადვილად კვდება..”

ო. ჭილაძე, “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” 

ნაკვალევი..


“ერთ ძველ იგავში ასე წერია:
კაცი იესოს წინაშე წარსდგა,
ნაფეხურების სახით ქვიშაზე
მთელი თავისი ცხოვრება ნახა.

იესომ უთხრა: „ხედავ, შენს კვალთან
ნაფეხურების რიგია ერთი,
ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე
თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით.“

უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა:
„განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი?
აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია
ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი.“

იესომ ტკბილად გასცა პასუხი:
„გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში
დაგატარებდი აყვანილს ხელით..”

მზიანი ღამე…


“მაინც რა არის მზიანი ღამე?- ჩააცივდა მილიციელი.

– ღმერთი!

– თან მზეა და თან ღამე?

– ჰო, და იმდენად ნათელია, რომ უკუნია, ღამეა ადამიანის თვალისათვის, ამიტომ არის მზიანი ღამე!- აუხსნა მღვდელმა. მილიციელს გაეცინა.

– ახედე მზეს!- უბრძანა უცებ მღვდელმა მილიციელს. მილიციელმა ახედა და, რომ ვერ გაუძლო ნათელს, თვალი აარიდა…”

ნ. დუმბაძე, “მზიანი ღამე”

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: