“მაინც რა არის მზიანი ღამე?- ჩააცივდა მილიციელი.
– ღმერთი!
– თან მზეა და თან ღამე?
– ჰო, და იმდენად ნათელია, რომ უკუნია, ღამეა ადამიანის თვალისათვის, ამიტომ არის მზიანი ღამე!- აუხსნა მღვდელმა. მილიციელს გაეცინა.
– ახედე მზეს!- უბრძანა უცებ მღვდელმა მილიციელს. მილიციელმა ახედა და, რომ ვერ გაუძლო ნათელს, თვალი აარიდა…”
Comments on: "მზიანი ღამე…" (1)
მართლაც… იმდენად ნათელი, რომ უკუნი ადამიანის თვალისთვის… კატაფატიკა! დიდება უფალს…