"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

მოლოდინი…


– ასე მგონია, ვიღაც უნდა შემხვდეს …

– ვინ უნდა შეგხვდეს?

– რა ვიცი …

– მაშ რატომ გგონია?

– იცი, მე ის მიყვარდა …

– როდის?

– მეც არ ვიცი როდის, ალბათ დიდი ხნის წინათ.

– მაინც?

– მანამ დავიბადებოდი.

– ვერ გავიგე …

– შეიძლება, დაბადებულიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან, მე იქ მიყვარდა და ეხლაც სულ იმას ვეძებ.

– რომ არ შეგხვდეს?

– ეგეც შეიძლება …

– უცოლო ხომ არ დაბერდები? მოიყვანე ვინმე.

– ვინ?

– რა ვიცი, ვინმე …

– არა, არა, ეგრე როგორ მოვიყვანო.

– ის რომ არ შეგხვდეს?

– ხომ მიყვარს …

– ეგეთი სიყვარული არ გამიგონია, არ იცნობ, არ გინახავს და გიყვარს.

– ჰო, მიყვარს …

– იქნებ არ გიყვარს?

– მაშ რატომ მგონია, რომ უნდა შემხვდეს?

– იქნებ სიზმარში ნახე …

– არა, სხვაგან ვნახე სადღაც.

– გარეგნობა გახსოვს როგორი აქვს?

– არა არ მახსოვს …

– მაშ როგორ უნდა იცნო, რომ შეგხვდეს?

– ვიცნობ. ვიცი რომ ვიცნობ. არ შეიძლება არ ვიცნო …

……………………………………………………………

– არ შეგხვდა?

– არა, არ შემხვდა …

– მერე?

– რა მერე?

– არ მოიყვანე ცოლი?

– არა ….

– კიდევ იმას ელოდები?

– ჰო …

– რამდენი წლისა ხარ?

– სამოცდაექვსის.

– კიდევ გიყვარს?

– კიდევ.

– იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი …

გ. ჩოხელი

Comments on: "მოლოდინი…" (1)

  1. დიდებულია!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: