ბავშვობა.. ჩვენი სიცოცხლის ყველაზე წმინდა პერიოდი.. ფერადი ოცნებებისა და ზღაპრების სამყარო.. ვეღარ ვუბრუნდებით იმ ლამაზ დროს, მაგრამ გონებით კი სულ იქ ვმოგზაურობთ.. ზოგჯერ გვგონია, რომ ადამიანი ბავშვობასთან კავშირს სამუდამოდ კარგავს.. არადა პირიქითაა.. საწყისიდან დაშორება არასოდეს ხდება.. ბავშვობის შემდგომი წლები მხოლოდ იმ თვისებების გაღრმავებას წარმოადგენს, რომელთა ფორმირებაც დასაბამისას მოხდა.. ზოგჯერ დრევანდელიც არაა ისე დღევანდელი, როგორც ის პირველი, საწყისი, საფუძველი.. ბავშვობა სათავეა, დასაბამი მომავალი ადამიანობისა..
“ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული..”
“ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ..”
“ბავშვებს ყველაფერი შეგიძლია უამბო. სულ მიკვირდა, მოზრდილები რა ცუდად სცნობენ–მეთქი ბავშვებს. არც დედ–მამამ იცის თავისი შვილების ამბავი. ბავშვებს კაცმა არაფერი უნდა დაუმალოს; ვითომც პატარები არიან და მათთვის ადრეა ყველაფრის ცოდნაო. რა უბადრუკი მოსაზრებაა! იცით, ბავშვები მშვენივრად ამჩნევენ მშობლებს პატარები ვგონივართ და ისე ფიქრობენ, ვერაფერს მივხვდებითო. სინამდვილეში კი ძნელად გამოაპარებთ რასმე. აბა, ვინ წარმოიდგენს, რომ რა თავსამტვრევი საქმეც არ უნდა იყოს, ბალღი საოცრად გონივრულრ ჩევას მოგცემს. ღმერთო ჩემო! როცა ეს პატარა ჩიტუნები მიამიტად მოგაპყრობენ გაბრწყინებულ თვალებს, რა სინდისით უნდა მოატყუო ისინი! ჩიტუნები–მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ ჩიტზე წმინდა ამ ქვეყნად არა არის რა..”
თ. დოსტოევსკი
“ბავშვივით სუფთა, წრფელი და უმანკო უნდა იყო..”
მამა გაბრიელი
“ათას რამეს იკითხავს ბავშვი, მაგრამ ვინა ვარო – არასოდეს, რადგან გრძნობს, რომ ღმერთის ნაწილია..”
ვ. ხორნაული
“გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი..”
(მარკოზი 10, 14)
“ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში..”
(ლუკა 18, 17)
“შენ ხარ თმენაი ჩემი, უფალო, უფალო, სასოი ჩემი სიყრმით ჩემითგან..”
(ფსალ. 70, 5)
Comments on: "ადამიანობის დასაბამი…" (1)
ძალიან ლამაზია.