"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."


– დედა გყავს, შვილო?

– არა.

– ობოლი ხარ?

– ჰო, ობოლი ვარ.

– მაინც რატომ გვკლავ, ჰა?

– იმიტომ რომ, სიკეთე მინდა თქვენთვის.

– ეს რა სიკეთეა, შვილო?

– აბა მაშ სულ ადამიანები ხომ არ იქნებით?

– რატომაც არა..

– არ შაგწყინდებათ?

– რო დავბერდებით, მერე რაც გინდა, ის გვიყავი.

– ყველა რომ დაბერდეთ, მაშინ სიცოცხლეს ფასი აღარ ექნება.

– ეგ ბოროტება არის, შვილო.

– მაგრამ, წესია.

– ქრისტეს რაღას ერჩოდი?

– ეგეც სიკეთისათვის გავაკეთე, უიმისოდ ვერ დაინახავდით ისეთს, როგორც საჭიროა …

იცი რა, დედი, მე კი არა გკლავთ, თვითონ ვკვდები თქვენში, თვითონ ვიტანჯები სულის გაყრისას… თუ მომკლავთ, აღარასოდეს მოკვდებით, მაგრამ ამას ნუ იზამთ… უჩემოდ გაგიჭირდებათ სიცოცხლე, აღარც სიყვარული გექნებათ, აღარც სიხარული…

……………………………………………………………………….

– რა არის სიცოცხლე?

– სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.

– სიკვდილი?

– სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა …

გოდერძი ჩოხელი 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: