“დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის… იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი… დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია… ნეტა სად არის ის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი… ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული… ან იქნებ არ ერთი აქვს და არც მეორე…”
გ. ჩოხელი
Comments on: "სამყაროს წიგნი…" (3)
საყვარელი ბლოგიაა.. მადლობა ავტორს.. დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი
მადლობა ლამაზო ადამიანო და სპეტაკო სულო. თქვენ ყველა ადამიანს და ყოველ არსებას სჭირდებით.
მადლობა ლამაზი სულის ადამიანო, უსაყვარლესი ბლოგია, მადლობა რომ საკუთარ სულში ჩამახედე, საიდან მოდის ეს სისპეტაკე…….