"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."


“ეს ქვეყანა დროებითი საყუდარია სულისა. განსაწმენდელია, სადაც საკუთარ ლეშზე უნდა აღზევდე. არ უნდა ემონო ხორცს, თორემ როცა გაეყრები მონადყოფილს, უიმისობა გაგიჭირდება. ხორცი იგივეა, რაც წიგნისათვის ქაღლადი, ხოლო ეს სული ჭეშმარიტი უნდა იყოს, რომ მარად იცოცხლოს, თორემ მოვა მსაჯული და წიგნს სანაგვეში გადაისვრის…

სოფელიც წიგნს ჰგავს – ზოგი წიგნი ისე მოკლეა, ზოგი კი გრძელია. ზოგი წიგნი ლექსად იკითხვის, ზოგი პროზაა. ზოგი წიგნი მლიქვნელობაა. ზოგი სავსეა სულიერი ჭეშმარიტებით, აბზაც–აბზაც მზე რომ ამოდის. ზოგი სათქმელს პირდაპირ ამბობს, ზოგიც იგავით…

სოფელი წიგნს ჰგავს, წამკითხავნი ჩვენ ვართ სუყველა, წიგნში ვკითხულობთ დიდი სოფლის ამაოებას. ეს სოფელი ზოგს ლექსების წიგნს შემოგვაჩეჩებს, ზოგს მლიქვნელობის, ზოგს სულიერი ჭეშმარიტების. მიდი იკითხე, არჩევანი თითქოს ჩვენზეა, მაგრამ ვაი რომ ხშირად არც არის – ლექსმოწყურებულს, ზოგჯერ ისეთი პროზა დაგხვდება…

ხანდახან ვიტყვი, მოდი ამ წიგნს ჩავკითხავ, რაც არის არის, მეორე წიგნს მერე დავიწყებ, რა მეჩქარება, ჩემ ხელთ არის ეს სამკითხველოო, მაგრამ სოფელი ისე მოკლეა, ბოლომდე მხოლოდ ერთ წიგნს გაკითხებს, დრო აღარ გრჩება ხელმეორედ შემობრუნების. ისე მოკლეა ეს სოფელი, თან ისე გრძელი…

ცეცხლისაგან ნაშობს ცეცხლი წაღებს, წყლისაგან ნაშობი წყლად იქცევა. მტვრისაგან ნაშობი მტვრად იქცევა, დაუბერავს საწუთროს ქარი და კალოზე დაგროვილ ხვავს გაანიავებს. დაგრჩება სული ყოველივე ამის გარეშე – სულის გარდა, ყველაფერი უკუიქცევა …”

გოდერძი ჩოხელი111

Comments on: "ცხოვრება წიგნს ჰგავს" (1)

  1. მინდა ეს წიგნი დიდხანს ვიკითხო, უშეცდომოდ… ნაბიჯ-ნაბიჯ… მზის შუქზე, მაგრამ სიბნელეშიც შევძლო წაკითხვა, რადგან ერთი აბზაციც რომ გამომრჩეს დანარჩენს აზრი და მნიშვნელობა დაეკარგება, უშინაარსო წიგნს კი ყოველთვის უსინაარსო დასასრული ექნება….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: