გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თორემ არ გაგვიფრთხილდება არცერთს ცხოვრება.. ხშირად იმას ვწირავთ და იმას ვტოვებთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა.. გავუფრთხილდეთ სიყვარულს, სანამ ცხოვრება მიდის, თორემ ერთხელაც ის ერთი წავა, რომელიც ქვეყნად ყველას გერჩივნა.. გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა ის, რითაც გული კვდება და ფეთქავს, სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა.. ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, რადგან არ გვიფრთხილდება თვითონ ცხოვრება.. სწორედ მას ვტოვებთ, სწორედ მას ვკარგავთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა..
"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."
აპრილი 17, 2011
Comments on: "გავუფრთხილდეთ ერთმანეთს…" (1)
ასე თემის წერა ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ის გულწრფელად გრძნობს იმას რის შესახებაც ის წერს, შენ კი ყოველივე ამას გრძნობ, ამის გრძნობა კი მხოლოდ სულით სუფთა ადამიანებს შეუძლიათ.