"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."


“..და დაიწყო მათმა გულმა ფეთქვა დედის სხეულში. გადიოდა დღეები და ვითარდებოდნენ.. და რაც უფრო იზრდებოდა მათი ცნობიერება, მით უფრო მეტად ხარობდნენ სიცოცხლით, მადლობას სწირავდნენ დედას, რომ მათ სიცოცხლე აჩუქა, მათთან ერთად სუნთქავდა და ცოცხლობდა.. დღეებს მოყვა კვირები და თვეები.. ამჩნევდნენ, თუ როგორ იცვლებოდნენ და ამ ცვლილებას სადღაც მიჰყავდა ისინი.. და გაჩნდა შიში..

– ნეტავ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ნუთუ, ჩვენი აქ ყოფნა დასასრულს უახლოვდება? – თქვა ერთხელ ერთ–ერთმა ტყუპმა.

– მაგრამ, მე არ მინდა აქედან წასვლა.. მე სულ აქ მინდა ვიყო.. – უპასუხა შიშით ტყუპისცალმა.

– ჩვენ არჩევანი არ გვაქვს.. მაგრამ, ხომ შეიძლება, რომ დედის სხეულის მიღმაც იყოს სხვა სამყარო.. სიცოცხლე..

– ეგ როგორ? ჩვენ ხომ დედით ვარსებობთ, მხოლოდ ის ვიცით, რომ აქ ჩვენამდე სხვებსაც უცხოვრიათ და წასულან.. მაგრამ, აღარასოდეს დაბრუნებულან.. საიდან გავიგებთ, რომ ამ სამყაროს რომ დავტოვებთ სიცოცხლეს გავაგრძელებთ..? არა, ალბათ, მართლა აქ არის დასასრული.. და, საერთოდაც.. ხომ შეძლება, რომ დედაც არ არსებობდეს..

– შეუძლებელია.. აბა, ჩვენ ვინ გვასაზრდოებს? როგორ ვარსებობთ? ვინ გვაცოცხლებს?

– ოდესმე გინახავს დედა? შეიძლება, იგი მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაშია.. ხომ შეიძლება, რომ სულაც ჩვენ გამოვიგონეთ, რათა თავი მშვიდად გვეგრძნო, იმედით გვეცხოვრა..

ასე შიშით და ეჭვით აღსავსე იყო ტყუპების ცხოვრების ბოლო დღეები დედის სხეულში..

ბოლოს, დადგა შობის დღეც.. და, როდესაც მათ დატოვეს დედის სხეული და გადავიდნენ ახალ სამყაროში.. თურმე პირველად გაახილეს თვალი.. ასეთი ნათელი სამყარო ხომ ვერასოდეს წარმოედგინათ, ულამაზეს სიზმრებშიც კი..”

ესაა ქრისტიანის გარდაცვალება..

Comments on: "გარდა–ცვალება.." (3)

  1. საოცარია ♥

  2. არაჩვეულებრივია

    • საოცარი გრძნობა დამებადა… დაბნეული ვარ და ვფიქრობ რა დავწერო, არადა მეგონა უსასრულოდ ვისაუბრებდი!… უბრალოდ ვდუმვარ და პატივს ვცემ შენს ნიჭს!…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: