"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."


way“- რა გატირებს?

– რაღაც გამახსენდა…

– მაინც?

– აი, ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა, ოდესღაც, ზუსტად აქ ჩამოიარეს…

– მერე, რა გატირებს?

– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო…

– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?

– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება…

– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?

– არ მინდა…

– რატომ?

– შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან…

– მერე შენ ამის გეშინია?

– შენ არ გეშინია?!

– რისი უნდა მეშინოდეს?!

– დასასრულის…

– დასასრული არ არსებობს..

– როგორ თუ არ არსებობს?!

– რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას… ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი.. მაგრამ, ხომ გითხარი, დასასრული არ არსებობს მეთქი…

– მაშ, რატომ ტირიან ადამიანები?

– ეშინიათ და იმიტომ…

– რისი ეშინიათ?

– დასაწყისის… ვისაც არ ეშინია დასაწყისის, ის არც ტირის…

– მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?

– თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია…

– იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!

– მაშ, რატომ?

– შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით…

– ეგ რამ გაფიქრებინა?

– ეკლესიებმა… ხედავ, როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვინდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს, ვტირით…

– შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?

– შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს…

– და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?

– არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი…

– იმიტომ, რომ თავისუფლება უნდა…

– მერე აღარ იტირებს?

– არა. თავისუფალ კაცს დასაწყისის არ ეშინია.

– დაწერე რა..

– რა?

– მოთხრობა დაწერე ჩემზე…

– შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?

– არა. იცი, როგორ დაწერე?

– როგორ?

– ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს…

– მერე?

– ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა..

– მერე?

– ერთ დღეს, ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?

…..

დავწერე…” 

გ. ჩოხელი

Comments on: "რატომ ტირის ადამიანი…" (12)

  1. დასასრული არ არსებობს… რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას… მთელი ჩვენი ცხოვრება დასასრულისკენ მიმავალი გზაა… დასასრულისკენ, რომელიც მარადისობის დასაწყისია…

  2. უმაგრესი საიტია!!!

  3. აღფრთოვანებული ვარ… ყველას ვანახებ ამ საიტს აუცილებლად…შემთხვევით მოვხვდი აქ და ძალიან მიხარია, რომ აღმოვაჩინე ის… იცით რას ვეძებდი? “ამ ქვეყნიური ცხოვრების აღქმა” –ს… მაგრამ ისეთი რამ ვიპოვე, რომ მიჭირს ამ ყველაფრის აღქმა, გეფიცებით…

  4. შესანიშნავია, ძალიან მომწონს ეს ყველაფერი.. მადლობა ნათ..

  5. ახლა ნამდვილად მჭირდებოდა ეს საიტი : ) მადლობა, ნათია, შენ ამისთვის. გაიხარე..

  6. მართლაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი საიტია, აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. ძალიან ბევრი გიშრომია, ყოჩაღ:)

  7. ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ ასეთი საიტები არსებობს.

  8. დიდი მადლობა, ძალიან კარგი ადამიანი ხარ.

  9. შენი ნიჭი შეუფასებელიაა…მადლობაა…

  10. გაიხარე…

  11. ჩემი საყვარელი ბლოგი ♥

  12. არაჩვეულებრივია, გამოუთქმელი, მადლობა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: