"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

სიკეთე


“უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი. ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.  სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება. კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის – ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია. ვისაც შენზე მცირე სახსარი აქვს, მას რომ დაეხმარები, ასეთი სიკეთეა ღვთის წინაშე შეწირული. ყველასათვის უნდა გინდოდეს სიკეთე. ღმერთი ჩვენგან გულიდან გამოსულ კეთილ საქმეს ითხოვს. რაც ერთ ადამიანს კეთილი უყავი, ის მე მიყავი, – ამბობს უფალი. როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, ხოლო როდეაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ჩვენ ცხოვრება. ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ; ამ წესის აღსრულებაა სიკეთე. გაუკეთე სხვებს ის, რაც გინდა, რომ შენ გაგიკეთონ – ესაა სათნოება. უფალმა ორი ნიჭი გვიბოძა, რომელიც ჩვენი გულისათვის ერთნაირად ძვირფასია – ხსოვნა და დავიწყება. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობა მის ხსოვნას ითხოვს; ხოლო როდესაც ბოროტებას გვიკეთებენ, სიყვარული მას გვავიწყებს. გუკეთე კეთილი საქმე მეგობრებს, რათა მათ კიდევ უფრო მეტად უყვარდე: ასევე მოექეცი შენს მტრებსაც, რათა ისინი შენი მეგობრები გახდნენ. უფალი არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ   სამ-ოთხ   სიკეთეს   ერთად.     ბოროტებასაც  არასდროს  უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე  არ მოდის. ყველაფერს: შეცდომებსაც, ხიფათსაც იგი ჩვენს სასარგებლოდ იყენებს. სიკეთე და ბოროტება ერთმანეთშია არეული. კარგი იქნებოდა ისინი გამიჯნული ყოფილიყო, მაგრამ ადამიანის პირადი ინტერესები მათ ურევენ და ერთმანეთში ხლართავენ. თუმცა ღმერთი სარგებელს ამ გაუგებრობიდანაც ამოიღებს. ამიტომ, უნდა გვჯეროდეს, რომ უფალი მხოლოდ იმას დაუშვებს, რისგანაც სიკეთე გამომდინარეობს, ვინაიდან მას უყვარს თავისი ქმნილება.  მა შეიძლება დაუშვას რაიმე მცირე ცდუნება იმისათვის, რომ დაგვიცვას დიდი საცდურისაგან.  როცა კეთილ ადამიანს ხედავთ, გწამდეთ, რომ ის ოდესღაც უბედური იყო. კეთილად ცხოვრება, სიკეთის ქმნა და სიკეთზე ფიქრი ღვთისადმი მიტანილი მსხვერპლი კი არ არის, არამედ – ადამიანის ვალი უფლის წინაშე. არასასიამოვნოა ხეების ყურება გაშიშვლებული ტოტებით; არასასიამოვნოა ცქერა გაყინული მინდვრის, რომელზეც ერთი ბალახიც კი არ არის მწვანე, მაგრამ კიდევ უფრო სევდისმომგვრელია სიკეთისადმი გაციებული გულის ცქერა, რომელსაც სასიკეთო ძალები, სიცოცხლის ხალისი და სიმართლის ნაყოფი აღარ აქვს. იცხოვრე ისე, რომ მაგალითი იყო სხვებისთვის, მაგრამ შენი მხრიდან ნუ შეეცდები, გამოაჩინო შენი კეთილი საქმეები და მითუმეტეს, მხოლოდ ადამიანთა თვალწინ ნუ აღასრულებ მას – ეს ნუ იქნება შენი მიზანი სიკეთის ქმნისას.   სანთელი წვას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა იქ ადამიანები; ასევე ვენც გამუდმებით უნდა აღასრულებდეთ სიკეთეს და არ უნდა ფიქრობდეთ იმაე, უცქერს თუ არა ვინმე ჩვენს საქმეს. მთელი ცხოვრება ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენი სული სიკეთისკენ იყოს მიმართული. იმისთვის ვართ ამ  ქვეყანად, რომ რაც შეიძლება ბევრი კეთილი საქმე აღვასრულოთ.” 

წმინდა მამათა სწავლებანის მიხედვით

Comments on: "სიკეთე" (10)

  1. ძალიან კარგია : )

  2. მარიამი said:

    ნამდვილად მომწონს, გაიხარე. უფალმა გაგაძლიეროს.

  3. Mari Chitashvili said:

    ძალიან დამეხმარე.. შესანიშნავია.. გმადლობ..

  4. ვაიმე, რა კარგი სიტყვებია. მართლაც ასეა. გაიხარე.. გმადლობ ))

  5. ♥ მიყვარხარ..!

  6. კეთილი არს ღმერთი. სიკეთე კი მისი საქმე.
    უღრმესი მადლობა ნათიას, ასეთი კეთილი საქმიანობისათვის.

  7. დიდი მადლობა, ასეთი თემისთვის.

  8. არ მეგონა, ასეთი კარგი საიტი თუ არსებობდა. დიდი მადლობა, ნათია! შენი კეთილი საქმის გამო გვიყვარხარ ყველას, ვინც აქ შემოვდივართ.

  9. gio_aristocrat@yahoo.com said:

    უფალმა გაგაძლიეროს! ცრემლები ვერ შევიკავე, რთულია გაიგო ცხოვრების არსი, მაგრამ ყველა ჩვენგანს უდგება ჟამი შეიგრძნოს ჭეშმარიტება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: