"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

სიყვარული


“არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც ახსნას ბოლომდე, თუ რა არის სიყვარული და რასაც ვერ ჩასწვდები და ვერ გაიგებ, არც უნდა ეცადო. ყოველგვარი არსება ორ ნაწილად იყოფა: ქმნილად და შეუქმნელად. შეუქმნელი მხოლოდ ღმერთია, ხოლო შექმნილი – ყველა დანარჩენი. სიყვარულიც შეუქმნელია, შეუქმნელი და მარადიული.. რადგანაც სიყვარული ღმერთის თვისება კი არ არის, არამედ ღმერთის სახელია, – მის სხვა სახელებთან ერთად და – საღმრთო არსებობის არსი. ამიტომაც არის ნათქვამი: “ღმერთი სიყვარული არს”. სიყვარული ბუნებით ღმერთს მიმსგავსებაა, რადგან მისაწვდომი და შესაძლებელია კაცთათვის, ხოლო საქმით სულის დამატკბობელია, სახით სარწმუნოების წყაროა, სულგრძელობის უფსკრულია და სიმდაბლის ზღვაა. ჭეშმარიტი სიყვარული განძარცვაა ბოროტ გულისთქმათაგან, რადგან სიყვარული ბოროტს არ მოიხსენებს.

სრულყოფილი სიყვარული ადამიანთა მთლიან ბუნებას არ ანაწევრებს მის სხვადასხვა თვისებათა მიხედვით, არამედ ყველა ერთნაირად უყვარს. კეთილი უყვარს, როგორც მეგობარი, ხოლო უკეთური – როგორც მტერი. სიკეთეს უკეთებს მას, სულგრძელია, იტანს მისგან მიყენებულ ზიანს, ბოროტებას არ აზღვევინებს, ეხმარება კიდეც, როცა ამას შემთხვევა მოითხოვს, რათა, თუ შესაძლო იქნება, ისიც თავის მეგობრად აქციოს. ხოლო თუკი ამას ვერ ახერხებს, მაინც უარს არ ამბობს მისადმი კარგ დამოკიდებულებაზე, ყოველთვის თანაბრად ამჟღავნებს სიყვარულს ყველა ადამიანისადმი. ვინც ერთნაირ არარაობად არ მიიჩნევს დიდებასა და უბრალოებას, სიმდიდრესა და სიღარიბეს, სიამესა და მწუხარებას, მას ჯერ კიდევ ვერ მიუღწევია სრულყოფილი სიყვარულისთვის. სრულყოფილი სიყვარული არა თუ ყოველივე ამას მიიჩნევს არარად, არამედ თავად ამქვეყნიურ სიცოცხლესა და სიკვდილსაც კი. თუ ზოგი გძულს, ზოგი კი არც გიყვარს და არც გძულს, ზოგი გიყვარს, ოღონდ საშუალოდ, ზოგი კიდევ – ძალიან, მაშინ ამ განსხვავებებიდან გამომდინარე, იცოდე, რომ ჯერ კიდევ შორს ხარ სრულყოფილი სიყვარულისგან, რომელიც გვასწავლის, ყველა ადამიანი თანაბრად გვიყვარდეს. რამდენადაც შეგიძლია, ეცადე, რომ ყველა ადამიანი გიყვარდეს. თუ ჯერ კიდევ არ ძალგიძს ეს, ძალიან ეცადე, რომ არ შეიძულო მაინც ვინმე. მაგრამ ვერც ამის გაკეთებას შეძლებ, თუ არ უარყოფ ყოველივე მიწიერს.

ნურავის ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და ყველამ უნდა ვისწავლოთ. ჭეშმარიტი სიყვარული ჭეშმარიტი სიმდაბლიდან მოიპოვება. ყოველგვარი სათნოება სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის სხვადასხვა სახეობა. ღვთის ყველა მცნება ერთიანდება ერთში, სწორედ რომ სიყვარულის მცნებაში (მათ. 22, 37-40). როდესაც მოისმენ, რომ უკანასკნელნი პირველნი იქნებიან, პირველნი კი უკანასკნელნი (მთ. 19.30), სათნოებათა წილმქონეებად და სიყვარულის წილმქონეებად გაიაზრე ისინი, რადგან სიყვარული რიგის მიხედვით უკანასკნელია სათნოებათა შორის, მაგრამ ღირსების მიხედვით გვევლინება ყველაზე პირველი და  უკანასკნელებად გამოაჩინებს მის წინამორბედებს. დრო სამ ნაწილად იყოფა (ახლანდელი, წარსული და მომავალი). რწმენა სამივე ნაწილს მოიცავს; სასოება ერთს (მომავალს). ხოლო სიყვარული ორს (ახლანდელსა და მომავალს). რწმენასა და სასოებას გააჩნია საზღვრები, ხოლო სიყვარული, რომელიც უსასრულოსთან შეერთებული და მარად მზარდია, საუკუნოდ გრძელდება.. და ამიტომ „ამათში უმეტესი სიყვარულია“.

თუ ღმერთი გიყვარს, აუცილებლად უნდა გიყვარდეს მისი ხატიც – ადამიანი. ღვთის სიყვარული მოყვასის სიყვარულით მჟღავნდება. როგორც იოანე ღმრთისმეტყველი გვასწავლის, თუ ადამიანმა მოყვასი ვერ შეიყვარა, რომელიც ყოველთვის მის წინაშეა, მით უმეტეს, ვერ შეიყვარებს ღმერთს, რომელიც არასოდეს უხილავს. ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს დაგანახებს.“

წმინდა მამათა სწავლებანის მიხედვით

Advertisements

Comments on: "სიყვარული" (7)

  1. – იცით ??
    ყველაზე ძნელია გიყვარდეს ……
    ძნელია იმიტომ, რომ არა მარტო შენს ოცნებებს რეალობად აქცევ, არამედ იმიტომაც, რომ სხვის გაბედნიერებას ცდილობ…….
    –გყვარებიათ ???
    ალბათ, ერთხელ მაინც ….
    ჰოდა, დამეთანხმებით, ალბათ, რომ ეს ყველაზე ლამაზი და ენით აღუწერელი რამ იყო თქვენს ცხოვრებაში …..
    –გიოცნებიათ ???
    ალბათ, ვერავინ იტყვის, რომ არ უოცნებია მის საყვარელ ადამიანზე …..
    სიყვარული ღვთის საჩუქარია, რომელსაც გაფრთხილება და საზრდოობა სჭირდება ….. მოუფრთხილდეთ ერთმანეთს: – ჩვენ ხომ ასე ძალიან გვჭირდება ერთმანეთი ……..
    : ))
    :*

  2. ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ უნდა გიყვარდეს… გიყვარდეს სიცოცხლე… გიყვარდეს სიყვარული… გიყვარდეს ოცნება… გიყვარდეს ფიქრი… გიყვარდეს ბუნება… გიყვარდეს წუთი… გიყავრდეს წამი… შენი სიცოცხლე ხომ ამ წუთებისა და წამებისგან შექმნილი მარადისობაა… გიყვარდეს ცა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები… გიყვარდეს ადამიანი… გიყვარდეს ყოველთვის… გიყვარდეს ყველაფერი… გიყვარდეს არაფერი… გიყვარდეს ზღვა… გიყვარდეს უსასარულობა… გიყვარდეს ქვიშა… გიყვარდეს სიმღერა… გიყვარდეს ხატვა… გიყვარდეს წერა… გიყვარდეს წიგნი… გიყვარდეს და არ მოითხოვო სამაგიერო… გიყვარდეს უანგაროდ… არ თქვა, რატომ? უბრალოდ, გიყვარდეს… გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის… გიყვარდეს და მისით იცოცხლე, მისით იარსებე… ისე ძლიერ უნდა გიყვარდეს, რომ მისი ყოველი დანახვისას, გული გეკუმშებოდეს… სხეული პატარა ჩიტივით თრთოდეს… ტკივილამდე უნდა გიყვარდეს…

  3. “მე ვიპოვე !”
    ყველაფრისაგან დაღლილი შორს მივცურავ ზღვაში, მზე მრისხანედ აცხუნებს და ცის კამარაზე ოქროსფრად ელავს. მინდა გავცურო შორს…იქ, სადაც კაცობრიობის თვალი უძლურია.
    და აი, ჰორიზონტზე გამოჩნდა პატარა, ლამაზი ნავი, რომელიც ჩემსავით მორიდებოდა მრავალთა სიამეთა მიწისას. ვხედავ თვალებს, სპეტაკსა და სავსეს ზეციურითა ნუგეშითა. აპყრობილს ცად, შეცნობად საწყისისა მარადიული და ნამდვილი ცხოვრებისა, მიუწვდომელისა ჩვენთვის.
    მესმის მუსიკა, რომელსაც არავინ არ უკრავს. ეს ჰანგები წარმოსახვაში იბადება. ეს მზერაა შემოქმედი სიმფონიისა, რომელიც ერთდრულად აღმავსებს სიხარულითაცა და იმედითაც.
    ეს სწორედ ის მუსიკაა, სწორედ ის თვალებია, რომელიც ასე მჭირდებოდა.
    ეს სწორედ ის მზერაა სასოწარკვეთილი ასე შორს რომ დავეძებდი ამდენ ხანს.
    შეიძლება ეს სასაცილოა სხვისთვის, შეიძლება ჩემი განცდები არაფერია, მაგრამ ჩემთვის… ყველაფერი.
    მინდა ვიყვირო, ისე ძლიერად, რომ ჩემი ხმა გაიგონონ ქვეყნის დასალიერს :
    “მე ვიპოვე !”

    • შენ გაიხარე! ასე რომ აფასებ შენს მონაპოვარს. ღმერთმა დაგლოცოთ. ისე ლამაზად მოგვიხატე შენი სამყარო, რომ ჩვენც შემოვცურეთ : ) მაგრამ, ტალღებმა უკან გამოგვაგდო, იმიტომ რომ ეს მხოლოდ შენი სამყაროა და იგი ღვთისგან დაცული და ხელუხლებელია, იმიტომ რომ შენ იპოვე! გაუფრთხილდით უმთავრეს გრძნობას, რომელიც უფლამდე აგიყვანთ. გვიყვადეს ერთმანეთი ისეთნი, როგორებიც ვართ.
      მადლობა David!

    • მე მესმის თქვენი განცდები David. ის არის ხმა შემოქმედის. რომელიც ბგერების, ციფრების, ნოტების, ფერების და საზომი ერთეულების საშუალებით სიტყვებად (გრძნობებად) იყოფება. რათა თავისი შემოქმედება ყოველ ადამიანს ერთადერთი ჭეშმარიტი ენით (გამგები ადამიანის გაგებით) აუწყოს.

    • მე მესმის თქვენი განცდები David. ის არის ხმა შემოქმედის. რომელიც ბგერების, ციფრების, ნოტების, ფერების და საზომი ერთეულების საშუალებით სიტყვებად (გრძნობებად) იყოფება. რათა თავისი შემოქმედება ყოველ ადამიანს ერთადერთი ჭეშმარიტი ენით (ღმერთზე შეყვარებული ადამიანის გაგებით) აუწყოს.

  4. მე მესმის თქვენი განცდები David. ის არის ხმა შემოქმედის. რომელიც ბგერების, ციფრების, ნოტების, ფერების და საზომი ერთეულების საშუალებით ადამიანის გულისთქმაში (ტვინში) სიტყვებად (გრძნობებად) იყოფება. რათა თავისი შემოქმედება ყოველ ადამიანს ერთადერთი ჭეშმარიტი ენით (ღმერთზე შეყვარებული ადამიანის გაგებით) აუწყოს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: