"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."


“ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რა აზრი აქვს მის ცხოვრებას, რატომ მოვიდა იგი ამქვეყნად. მიწიერი ცხოვრება მხოლოდ დასაწყისია, მარადისობისთვის მომზადებაა. ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება იმისთვის მოგვეცა, რომ მომავალი, იმქვეყნიური ცხოვრებისთვის მოვემზადოთ. სულიერი ჯვრის გამოსახვა თავისი ცხოვრების წესით ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია. ჩვენი მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი და გამუდმებული მიახლოება ღმერთთან. ყველანი ღვთისკენ მიმავალ გზაზე ვართ და კარგად უნდა ვიფიქროთ ამაზე, რათა გზის მითითებები არ დაგვავიწყდეს. ადამიანი ღმერთი არ არის, მაგრამ მისი არსებობის მიზანი, უფლის მცნების მიხედვით, ღვთის მსგავსებაა. ნუ მიეჯაჭვები წუთისოფელს – მიწიერი მოგზაურობის ჟამს. არცერთი კეთილგონიერი ადამიანი სახლს გზაზე არ ააშენებს. ეს ცხოვრება ღვთისგან სინანულისთვის მოგვეცა. ჩვენი მოვალეობაა, მთელი ცხოვრება ისე გავატაროთ, რომ როდესაც ამ ცხოვრებიდან გაგვიხმობენ, მშვიდი სინდისით ვთქვათ: “ჩემი გული მზად არის”. თუ აქვე, ამ სოფელში არ დავიწყეთ მზადება, აქვე არ შევუდეგით ჩვენს სულიერ ფერისცვალებას, მაშინ ვერ ვეღირსებით ღვთის სასუფეველის დიდებას, რაც შეიძინა აქ კაცის სულმა, იმას გადიტანს იმ სოფელშიც. რა ფერიც აქ მიიღო მისმა სულმა, იმ ფერით გადავა იმ სოფელში. ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ ღმერთთან ურთიერთობაა. “სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს” (ლკ. 17.21), – თქვა უფალმა. ჩვენ, ამ ანგელოზთა ხვედრს – სასუფეველს, საკუთარ თავს თვითონვე ვპარავთ. ჩვენი ცხოვრება გამუდმებული პარვაა დოისა, როცა მარადისობის მოპოვება იქნებოდა შესაძლებელი; რაში მდგომარეობს ამ ცხოვრების აზრი? იმაში, რომ თავი მოვამზადოთ ჩვენი სამშობლოს – ზეცისა და სამოთხისათვის. მთავარი ისაა, რომ ადამიანმა დაიჭიროს ცხოვრების ეს უღრმესი აზრი, ესაა სულის ცხონება. თუ ადამიანი ღმერთსა და მომავალ ცხოვრებას იწამებს, გააცნობიერებს, რომ ეს დროებითი ცხოვრება ამაოა და წარმავალი. ჩვენ გვავიწყდება ის, რომ ყველანი ამა სოფლის სტუმრები ვართ და რომ მალე უნდა წავიდეთ აქედან. აქ ფესვებს ვერ გავიდგამთ. ეს ჟამი იმისთვის არაა, რომ უდარდელად განვლიოთ, არამედ იმისათვის, რომ ცხოვრების გამოცდა ჩავაბაროთ და სხვა ცხოვრებაში ღირსეულად გადავიდეთ. ამიტომაც, ადამიანის დედამიწაზე ცხოვრების მიზანი ზეციური სასუფევლის მოხვეჭაა. ეს მიზანი ქრისტეს პირველივე სიტყვებში განცხადდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“ (მათ. 4. 17). ხოლო მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველსა დაბადებულსა“ (მარკ. 16, 15). მაგრამ, განა ყველა მისი სიტყვა ზეციური სასუფევლის შესახებ არ ღაღადებს, განა ამაღლებაცა და ზეციური სამყაროდან უფლის მოვლენაც ამასვე არ ადასტურებს? სახარება თავიდან ბოლომდე ადასტურებს და ლაპარაკობს ზეციური სამეფოს, როგორც ადამიანის ცხოვრებისეულ მიზანზე. სახარება არის წიგნი მიწიერი ცხოვრების აზრისა და ამ მიზნისაკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აზრის შესახებ, რადგან ჯერ უნდა იცოდე თუ საით, ხოლო შემდგომ კი – როგორ მიდიხარ. განა ყველა ემადლიერება ღმერთს და თანაც ყველაფრისათვის? არიან ისეთებიც, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, იკითხონ: „რისთვის მოგვცა ღმერთმა სიცოცხლე? ჯობდა არ დავბადებულიყავით“. ღმერთმა სიცოცხლე მარადიული ნეტარებისთვის მოგვცა, უსასყიდლოდ მოგვცა და უსასყიდლოდვე აღგვჭურვა მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებელი საშუალებებით. ჯერი შენზეა, ოდნავ მაინც უნდა გაისარჯო. ამბობ: „მხოლოდ მწუხარება, სიღარიბე, სნეულება და შეურაცხყოფაა ჩემი ხვედრი“. მაგრამ ესენი ხომ მარადიული ნეტარების მოსახვეჭი საშუალებებია? მოითმინე.. მთელი შენი ცხოვრება გაელვებაც კი არაა მარადისობასთან შედარებით. თუნდაც გამუდმებით გიწევდეს წვალება, ისიც არაფერია მარადისობის პირისპირ. შენ კი ნუგეშის წუთები მაინც გაქვს. აწმყოს კი არა, სამომავლო ხვედრს მიაპყარი გულისყური და იზრუნე, მისი ღირსი გახდე. მაშინ მწუხარებას ვერც კი შენიშნავ. მარადიული ნუგეშის იმედი ყველანაირ მწუხარებას გააქარწყლებს და შენს ბაგეებს უფლის სამადლობელი არ მოსცილდება. წუთისოფელს სჩვევია ჭეშმარიტების გზიდან ჩვენი აცდენა, მაგრამ მიზანთან იგი არასოდეს მიგვიყვანს; ყველაფერს გვპირდება, მაგრამ ბოლოს,  ყველაფერს თვითონვე გვართმევს. ვერავინ მიუახლოვდება ღმერთს, თუ ამ სოფელს არ განეშორა. გონების თვალი აღაპყარ ზეციურ სამყაროს,  მოიხილე მისი მკვიდრნი – ვერც ერთს ვერ ჰპოებ იქ, ვინც იქამდე მოთმინების გზით არ მისულა. „სასუფეველი ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მათე 11: 12). 

წმინდა მამათა სწავლებანის მიხედვით

Comments on: "ცხოვრების მიზანი" (11)

  1. ნათია, არაჩვეულებრივი, ფანტასტიური ადამიანი ჩანხარ! დიდი მადლობა! როდესაც შენს სამყაროში შემოვაბიჯებ ხოლმე, მაშინვე საოცარი გრძნობა მიპყრობს! ყველაფერი საუკეთესო და გემოვნებით შერჩეულია! ყოჩაღ! გაიხარე გენაცვალე! უფალი ფარავდეს შენნაირ ნიჭიერ და გემოვნებიან ადამიანებს და ვიტყოდი: სრულიად საქართველოს! კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის! ♥

  2. ამ საიტზე რომ შემოვდივარ გასვლა აღარ მინდა. ძალიან კარგი ადამიანი ხარ, ნათია.

  3. ღვთის მადლი გფარავდეს მუდამ, ნათია! ყოველთვის სასიამოვნოა შენი სამყარო.

  4. მადლობა ასეთი საიტის შექმნისთვის : )

  5. უნიკალური ადამიანი ხარ, გაოგნებული ვარ შენი ნამუშევრებით : )

  6. ძალიან კარგი პოსტია, სულში ჩამწვდომი სიტყვებით წერ, სასიამოვნოა კითხვა.

  7. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ორიოდე სიტყვით ვიტყვი, მადლობა ასეთი კარგი, პატრიოტული, ადამიანური სამყაროს შექმნისთვის. ალბათ მეც, ისე როგორც სხვაც, ბევ უფლისთვის სათნო რამეს ვისწავლით ამ სამყაროდან, რაც ცხოვრების გზაზე ღირსეულად სვლაში დაგვეხმარება.უფალი გფარავდეს შენ და შენს ოჯახს, მისი მადლი გეწეოდეს ყოველ კეთილ,უფლისთვის სათნო საქმეებში. გაიხარე.

  8. ანონიმური said:

    სიყვარული და ღმერთის მფარველობა არ მოგკლებოდეს!

  9. უფალი გფარავდეს ნათია…ყველა მკითხველი ალბათ დაფიქრდება თავის სულიერ მდგომარეობაზე …

  10. საოცარი სამყაროა აქ… კეთილი, ლამაზი, თბილი … ვგრძნობ, როგორ მითბება სული … მადლობა , ნათია… ! ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: