"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

სტუმრების წიგნი

 

 

Comments on: "სტუმრების წიგნი" (78)

  1. კარგი ადამიანი ხარ….
    უფალი გფარავდეს ….

  2. მარინა said:

    სიტყვებს ვერ ვპოულობ, გული ამიჩუყდა, რა სასიამოვნოა ეს ყველაფერი.. აღფრთოვანებული ვარ. მადლობა უფალს, რომ ეს გვერდი ვიპოვე და მადლობა შენ, რომ ასეთი კარგი ადამიანი ხარ. გფარავდეს უფალი…

  3. ძალიან მაინტერესებს რამდენი წლის ხარ, ამდენი რომ იცი. ძალიან მინდა ოდესმე მეც შენნირი რომ გავხდე.

  4. ნათი, ძალიან კარგი ხარ. მე ყოველთვის ვაღიარებ შენს გასაოცარ შესაძლებლობებს და ნიჭს. ბედნიერი ვარ, რომ შენ გიცნობ და არა მხოლოდ გიცნობ, ჩემი უახლოესი ადამიანი ხარ. ძალიან მიყვარხარ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ :*

  5. ძალიან კარგი ადამიანი ხარ. ძალიან მომეწონა შენი სამყარო. ხშირად შემოვდივარ აქ და ვისვენებ… უამრავი კითხვა მიჩნდება ხოლმე… მინდა, რომ გიცნობდე…

  6. ნათი, კარგი ადამიანი ხარ და მეც მინდა გაგიცნო : )))

  7. უბრალოდ აღარ ვიცი რა ვთქვა… გაიხარე, რომ ეს საიტი გამოძერწე ამ ცხოვრების სიბნელეში ჩემი სულის სახსნელად… მადლობა…

  8. ზვიადი said:

    შენნაირი ადამიანების არსებობის უკვე აღარ მჯეროდა. მათი პოვნის იმედი თითქმის გადაწურული მქონდა. დღეს შემთხვევით ვიპოვე ეს საიტი და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. ბევრი ისეთი რამ გაქვს ნათქვამი, რაზეც ხშირად მიფიქრია, მაგრამ თქმა ვერ გამიბედავს. დიდი მადლობა, რომ არსებობ.

  9. თამარი said:

    ძალიან კარგი ადამიანი ხარ.

  10. ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს ნათია! იმრავლოს შენნაირი სულის ადამიანებმა საქართველოში!

  11. სიტყვებს ვერ ვპოულობ შენთვის შესაფერის… აღფრთოვანებული ვარ შენით… შენი საიტით… დიდი მადლობა, რომ არსებობ… დარწმუნებული ვარ ჩემსავით ბევრი სიმშვიდეს პოვებს აქ შემოსვლით… უფალი გფარავდეს, ყველგან და ყოველთვის… იმრავლოს შენნაირებმა…

  12. ninola's blog :))) said:

    მე არ ვიცი რა ვთქვა, არ მყოფნის სიტყვები… მეძინება და აქაურობას ვერ ვწყდები მაინც….

  13. Paata Tyebuchava said:

    მადლობას გიხდი ამ საიტის შექმნითვის, ჩემი სამყარო ვიპოვე, მადლობა უფალს რომ შენნაირი დამიანები არსებობენ, გისურვებ ბედნიერებას, ღმერთს ებარებოდე.

  14. სიტყვები არ მყოფნის მადლობისთვის. ეს მშვენიერებაა, რაღაც ზებუნებრივი გრძნობა მეუფლება საიტზე შემოსვლისას. გაოცებას ვერ ვმალავ და არც ვაპირებ დამალვას, იმიტომ რომ ასეთ რამეებზე ძალიან ცოტა ფიქრობს და თუ ფიქრობს ცოტა აკეთებს, მართლა. ეს სულის მოსასვენებელი და საოცარი საიტი რომ ვიპოვე მადლობა უფალს, მადლობა თქვენც, რომ ასეთი ადამიანი ხართ. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოსმენაც. რასაც თქვენ აკეთებთ ძალიან კარგია. გმადლობთ.

  15. ნათ, რა კარგი ადამიანი ხარ. გაიხარე, ასე ქართულად და ტრადიციულად რომ აზროვნებ :*.. ნამდვილად დაიმსახურე ხალხის სიყვარული შენი სიტყვებით და გულწრფელობით.

  16. ვაფასებ შენს ინტელექტს და გემოვნებას, ბევრი ისეთი რამეა, რაც მართლა არ წამიკითხავს არსად, გმადლობ გაზიარებისთვის, ხშირად ვესტუმრები შენს საიტს.

  17. Temo Kachkachishvili said:

    უფალმა დაგლოცოს ნათია. ძალიან მჭირდებოდა მენახა ყველაფერი ის, რაც აქაა : ) შენ გვერდს ჩემს facebook-ში შევინახავ, რომ კვლავ ვეწვიო და არ დამეკარგოს : )

  18. საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი და მადლობა ამ წუთებისთვის.

  19. უფალმა დაგლოცოს!

  20. საოცარი ადამიანი ხარ, უფალმა დაგლოცოს :*

  21. მაკა ტოხიშვილი said:

    შენი ხატის წინ დაიჩოქებს მარადისობა,
    “სიცოცხლის ტაძრის” რომ შეაღებს უხილავ კარებს,
    მერე უკუნის გადაიხდის პარაკლისობას,
    ათას მეერთედ რომ ჩამოჰკრავს უხილავ ზარებს!

    ჩვენ გეკითხებით – “რატომ ვტირით ადამიანნი?”
    როდესაც შენგან მოზიარედ ვსუნთქავთ ჰაერით,
    ვიცი, არასდროს დასრულდება დრო წამიანი,
    როცა გაგიცნობს შემოქმედად ხალხი და ერი!

    “ოკეანე ხარ”, ფესვგადგმული მარადისობად,
    დაუშრეტელი ცოდნისა და სიკეთის წყარო,
    მინდა, უბრალოდ, მცირე ლექსით გადმოგცე გრძნობა,
    ქვეყნიერება შენი ტკბილი სუნთქვით რომ ხარობს!

    ქრიზანთემები როკვა–როკვით გერთხმიან ფეხქვეშ,
    შენთვის რეკავენ შემოქმედის წმინდა ზარები,
    ანგელოზები შემომსხდარან შენ გვერდით ჭერქვეშ,
    ხარობენ, შენგან ღია დახვდათ წმინდა კარები…

    შენ ხომ გვასწავლი, რომ იწყება ზეცა მიწიდან
    და ეს უსრული სივრცე შენით ხარობს მალულად,
    თვალებს ვუკოცნით შენით აღქმულ გაბუტულ იებს
    და დაჩოქილნი შენ მოგართმევთ ჩუმად, ფარულად!!!

  22. მადლობას ვეტყვი უფალს, რადგან ასეთი ადამიანი არსებობს.
    მართლაც მე ახლა შემიძლია ვთქვა, რომ “მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი”. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, რაც დავინახე. ამ ყველაფერს სული ხედავს. ღმერთმა დაგლოცოს.

  23. სულით ძალიან, ძალიან მდიდარი ადამიანი უნდა იყო რომ ასეთი სათუთი ფერთა პალიტრა შექმნა,ზუსტად გადმოსცე სიყვარულით დატყვევებული სულის მწუხარება თუ ღრეობა, სრულყოფილად აღიქვა სიკეთით აღსავსე და ლამაზ ფერებში შეფერადებული სამყარო და ღვთისადმი სიყვარულით გამსჭვალულმა მარადისობის კანონით იცხოვრო! დაე იმრავლონ ამ კანონის მიმდევრებმა! დიდი მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი საიტისთვის!!!

  24. ხათუნა მაისურაძე said:

    ასეთი პატარა და ასე საღად მოაზროვნე ადამიანს არ შევხვედრივარ არასოდეს. ძალიან მინდა გაგიცნო, მართლა დაგიმეგობრდე, რომ შენი სახით უსაზღვრო სულის ადამიანი მეგულებოდეს სადღაც ახლოს.. ძალიან კარგი ადამიანი ხარ…

  25. უფლის წყალობით შენნაირი ადამიანები არსებობენ.. ძალიან ჭკვიანი და გამორჩეული ხარ ყველასგან, ნათი.. შენი სამყარო მართლაც რომ ლამაზია. სამყარო, რომელსაც არ აქვს დასასრული.. ყოველივე საუკეთესო მინდა გისურვო, რადგან შენ ამას იმსახურებ..*******

  26. დიდი მდლობა, რომ არსებობ. სიტყვები არ მყოფნის ემოციის გადმოსაცემად. ღმერთმა გაგახაროს და გაგაძლიეროს.

  27. სულ ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, რომ ადამიანები აღარ ჰგვანან ადამიანებს, იმ ადამიანებს, რასაც მართლა ადამიანი ჰქვია…სულ შემთხვევით ამ საიტზე მოვხვდი და მაშინვე რაღაც გრძნობა დამეუფლა, და მივხვდი ერთ რამეს: თურმე არსებობენ კიდევ შენნაირი ადამიანები, ძალიან ცოტანი, მაგრამ მაინც….არა მგონია ამ საიტის ნახვის მერე ვინმე გულგრილი დარჩეს…გვიყვარდეს ერთმანეთი….შენ კი დიდი მადლობა, იმისთვის, რომ სული ამიმაღლე…

  28. კარგი ადამიანი ხარ.. მინდა მჯეროდეს, რომ სიკეთე კიდევ არსებობს, რომ რასაც წერ მართალია, დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ აღარ მჯერა, ყველაფრის მერე, სიკეთე მითი მგონია მხოლოდ, რომელიც არც არასდროს არსებობდა.. რომ გადავიკითხე შენი ბლოგი, წლების წინ გაყინული გული თითქოს გალღვა, გულში სითბოს ნაპერწკალი ვიგრძენი, დაღლილ სულზე ვერც კი წარმოიდგენ ამის კითხვა, ამ მუსიკის ფონზე რას ნიშნავს, ისიც კი არ ვიცი, ასეთი სევდიანი განწყობა რატომ გამიჩნდა და ამას რატომ ვწერ.. ალბათ აქ ვნახე ის, რაც ყოველთვის მინდოდა: სიკეთე და ადამიანობა. მაგრამ, გული ძველ საწყისს დაუბრუნდა და ჩემს თავს ვუთხარი: გრძნობებს არ აჰყვე, ეს დროებითი ემოცაა. ალბათ, ესეც არ უნდა დამეწერა..

    • არასოდეს დაკარგოთ უფლის რწმენა.. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედამიწა არის არა ბედნიერების ადგილი, არამედ სამოთხიდან გამოდევნილ ცოდვილ ადამიანთა თავშესაფარი.. ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება გამოცდაა მხოლოდ, უფლის ძიებაა, ჩვენში ჩადებული ღვთის ხატების პოვნაა, მარადიული სიცოცხლისთვის ბრძოლაა, შრომითა და ტანჯვით აღსავსე გზაა, რომელმაც ზეციურ სამშობლოში უნდა დაგვაბრუნოს, დაკარგული სულის უკვდავება გვაპოვნინოს.. ჩვენი ცხოვრება მუდმივი ამაღლება და დაცემაა.. მაგრამ, ადამიანი სწორედ იმით ფასდება, თუ რამდენს იტვირთებს ცხოვრებაში და რამდენად ღირსეულად გადაიტანს სხვადასხვა განსაცდელს.. მთავარია სულიერად არ დავეცეთ..

      • ნეტავ, შენნაირი ადამიანები მრავლად იყვნენ.. ადამიანი ხარ, რომელსაც სულის სისპეტაკე ამშვენებს, ალამაზებს და ასაზრდოვებს. უფალმა იმ თვისებებით დაგაჯილდოვა, რასაც დარწმუნებული ვარ, ბევრი შენატრის… ნათქვამია, ძნელია შეიცნო ადამიანი ერთი შეხედვით… მაგრამ, მე ამ მოსაზრებას არ ვამართლებ, ნაწილობრივ… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს ისედაც ნათელია და ყველა ერთ აზრზე დადგება, ამ ყველაფრის ნახვის მერე. უფალი გფარავდეს და გზას გინათებდეს. ღმერთმა დაგლოცოს..

  29. ღმერთმა დაგლოცოს და თავის გზებში განგამტკიცოს..

  30. ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს… ძალიან კარგი ადამიანი ხარ, უფალი გფარავდეს !!!

  31. ნათი, გაოგნებული ვარ შენი საიტით, მართლა ძლივს ვნახე ისეთი საიტი, სადაც შეგიძლია სულის სიმშვიდე მოიპოვო…ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი, აქ შემოსვლის შემდეგ, ბევრ რამეს მიხვდება და ამ ცხოვრებას სხვანაირად შეხედავს. ეს შენი დამსახურებაა ჩემო კარგო…გისურვებ ცხოვრებაში ყოველივე ლამაზს და რაც მთავარია უფლის მფარველობას…

  32. რა სითბოში მოვხვდი! ნათია, სახელიც რა თბილი გაქვს : ) ხშირად შემოვალ ხოლმე… სული გამითბა… გმადლობ…

  33. მანანა წერეთელი said:

    ნათია, მე საბავშვო მწერალი ვარ, მანანა წერეთელი, ალბათ შენთვის დედის ტოლი. ყოველთვის მჯეროდა, რომ ბავშვური სიწმინდე ადამიანში სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდა მზესავით, რა თქმა უნდა მეტ–ნაკლებად, და ეს რწმენა შენ კიდევ უფრო განმიმტკიცე. ამრავლოს, შვილო, უფალმა შენი მსგავსი ახალგაზრდები! შენმა სამყარომ კიდევ ერთხელ დამაბრუნა ჩემს ბავშვობაში, მადლობა! უფლის მადლი არ მოგკლებოდეს, შვილო!

  34. ვწერ, ვანადგურებ(ვხევ) და ისევ ვწერ,
    ფურცლებზე ვანთხევ რითმების გროვას,
    ამ ლექსს აღვიქვამ მუზის სიბერწედ…
    ვწერ და ვიჯერებ, “ის” ისევ მოვა.

    უკვე შავთეთრი ჩაუცვამს იმედს,
    ახლა ცრემლები ალბობენ ტუჩებს…
    დღეს მე გავივლი კვლავ ბეწვის ხიდზე,
    და თუნდაც სიკვდილს ვერ გადავურჩე,

    სითბოს მომიტანს შენი სიმშვიდე,
    გზას გამინათებს შენი აურა,
    თუნდაც იფიქრო, უკვე გავგიჟდი,
    თუნდაც ჩამთვალო დღეს უცნაურად!

    სულში ცა ისევ გადაიწმინდა,
    მეფობას ლამობს სურნელი ტრფობის…
    შენ მოგიძღვენი რითმების წვიმა,
    ყველა სტრიქონი და ყველა სტროფი…

    ვკითხულობ, ვხვდები, უკვე გავჭედე!
    ლოგიკის საზღვრებს გადავაბიჯე…
    ჰოდა, შევაწმენდ ხელს თეთრ ღამეებს…
    და ილუზიის მორიგ საგიჟეთს!…

    გიძღვნი შენ!!!

  35. როცა აქ შემოვდივარ თავს ზღაპრულ ადგილას ვგრძნობ.. მადლობა ამისთვის შენ : ) ბედნიერი ვარ შენ რომ არსებობ.. ძალიან კარგი ადამიანი ხარ.. უფალი გფარავდეს..

  36. ნათია! მადლობა უფალს, რომ შენისთანა ადამიანები კიდევ არიან, ძალიან მიყვარხარ, ისე როგორც ჩემი შვილები, ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს, შენს აზრებს და ნათქვამ სიტყვებს სხვადასხვა საიტებზე დავდებ და მივაწერ ქვემოთ ნათია–ს, მინდა ყველამ იცოდეს რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც სულ სხვა ხედვა აქვს ამ ქვეყანაზე, ის ხედვა, რაც ბევრ ქართველს დავიწყებული აქვს, გაიხარე, უფალს ებარებოდე.

  37. ნათათო არც კი ვიცი რა გითხრა.. ამ ყველაფერს რომ ვკითხულობდი, მეგონა ჩემს გულში შემოიპარა–მეთქი ვიღაც.. ასეთი ლამაზი სულის ადამიანები რომ არსებობენ ძალიან მიხარია.. წარმატებები, ულევი წარმატებები.. (წარმომიდგენია რა სასიამოვნო იქნება შენნაირ ადამიანთან მეგობრობა).
    შემიყვარდი უკვე, ნათი …

  38. ნათია რამიშვილი said:

    მე ერთი რამ შემიძლია გითხრა: ულამაზესი სული გაქვს! და ეს იმას ნიშნავს, რომ სრულყოფილი ადამიანი ხარ, უფლის უსაყვარლესი შვილი. გენაცვალე, გაიხარე, მიხარია, რომ არსებობ და ბევრ ადამიანს უთბობ გულს.

  39. არ იცი რა ვთქვა, ნათი, სიტყვები არ მყოფნის, პირდაპირ აღფთოვანებული ვარ ამ საიტით. როდესაც ცუდად ვარ, სულ აქ შემოვდივარ. ეს საიტი იგივე ჩემი სახლია. გაიხარე, ნათი, ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს. ძალიან კარგი, თბილი, მშვენიერი სულის პატრონი გოგონა ხარ და უკვე შემიყვარდი კიდეც. ძალიან მიხარია რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ. მიყვარხარ.

  40. გაიხარე ნათია, თქვენი მსგავსი ადამიანები მრავლად უნდა იყვნენ ცოდვილ დედამიწაზე, გაოცებული ვარ თქვენი ნიჭით, უფალი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ…

  41. ნათია, ჩემო და ჩვენო სულის მშვენებავ, მეამაყება, რომ პირადად გიცნობ, ძალიან გაფასებ და მიყვარხარ. შენშია ამოქარგული სამყაროს ყველა მშვენიერება. გისურვებ მარადიულ ღვთის წყალობას, სათნოებისა და სიყვარულის ლამაზო დედოფალო. მინდა იცოდე, რომ არასოდეს დაგკარგავ და როცა კი ვერ გნახავ მინდა გახსოვდეს, რომ ყოველთვის მეყვარები.

  42. მინდა, რომ ბევრი თბილი და კარგი გითხრა, მაგრამ არ ვიცი, თუ მეყოფა სიტყვები!.. მინდა, სულით მოგეფერო და გითხრა, რა კარგი ხარ, რა წმინდა, რა გამორჩეული! გიყურებ და ვფიქრობ, ნუთუ შეიძლება, ერთმა ადამიანმა ამდენი სიკეთე დაიტიოს?!.. საოცარია ეს ყველაფერი! იმდენად საოცარია, უფლის სასწაული მგონია… უფალი გამორჩეულებს მაშინ გვიგზავნის, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება… დიახ, ახლა კი მართლაც ეს დროა… ქვეყნიერებაზე, სადაც განადგურებენ, ჯვარს გაცვამენ, შენი დაცემა რომ უხარიათ, სწორედ შენნაირები გვესაჭიროება, ხელის გამოსაწვდელად, სულის გასაწმენდად, სიკეთისა და ყველანაირი სიწმინდის გასააზრებლად… თუნდაც იმის შესაცნობად, ვინ ვართ და ვინ უნდა ვიყოთ… მე ამ ყველაფერს შენგან ვსწავლობ… გიყურებ და ვსწავლობ… თუნდაც, არაფერი თქვა, უსიტყვოდ გადმოდის შენიდან მადლი და სიკეთე!.. უფალი გფარავდეს მთელი შენი სიცოცხლე, ის ბედნიერება, რაც გაქვს და რასაც სხვასაც დაუზოგავად უზიარებ, არასოდეს გამოილიოს შენთვის და ჩვენ – ყველასთვის… გვიყვარხარ, ყველას უყვარხარ, ნათი!!!

  43. აქ იმდენი რამ ითქვა, რომ მე განსაკუთრებულს ვერაფერს დავამატებ. მიიღეთ ჩემგან, როგორც ერთ–ერთი უბრალო მოკვდავისგან, აღფრთოვანება და კომპლიმენტი თქვენი უბადლო ნიჭისა და არაჩვეულებრივი პიროვნების პატივისცემის ნიშნად.

  44. ქეთი გოგიძე said:

    ნათია, აქ შემთხვევით მოვხვდი და გასვლა აღარ მინდა.. აქ, ამ საიტზე, “ნათიას სამყაროში”, მივხვდი რომ შევიცვალე და ხვალიდან ცხოვრებას სხვა თვალით დავუწყებ ყურებას. უდიდესი მადლობა შენ ამისთვის. ამხელა სიბრძნეს, გემოვნებას და ჰაეროვნებას თავი ერთად მოუყარე და გაგვაოცე.. არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ.. სიტყვები არ მყოფნის.. უფალი გფარავდეს.

  45. ნათია, ძალიან ლამაზი სამყარო გაქვს, ნაზი, სიყვარულით და სითბოთი სავსე. ბედნიერი ხარ, თუნდაც იმით, რომ ამდენ ადამიანს გულს უთბობ, სითბოს და სიყვარულს უნაწილებ. მადლობა თამარს, რომ გიპოვა და მეც მაპოვნინა შენი თავი. ძალიან კარგი ადამიანი ხარ. სითბო ხარ, სიყვარული ხარ შენი ბუნებით.

  46. ვკითხულობ შენი მადლით “მოჯადოებული” ადამიანების კომენტარებს და გული სითბოთი მევსება, იმხელა მადლიერება ჩანს მათ სიტყვებში. სული სულს ცნობსო. იზიდავ ადამიანებს, რომლებიც გეძებენ, ეს ის ადამიანები არიან შენს სამყაროში რომ აგროვებ. საოცარია, ეს ადამიანები სხვადასხვანაირად გიხდიან მადლობას, მაგრამ სინამდვილეში ყველას ერთი რამ ამოძრავებთ.. სიყვარული, ნათია! შენს ჩანაწერებს ისე ვერ ვკითხულობ თვალზე ცრემლი რომ არ მომადგეს. ძალიან ლამაზი ადამიანი ხარ! შენში მკითხველებმა უფალი დავინახეთ. მე მიყვარს შენში ღმერთი! გისურვებ ბედნიერებას! შენი თხოვნა, მე ვფიქრობ, უფალმა ისმინა, რადგან ადამიანების გულში სიყვარულს, სიხარულს და იმედს ბადებ. დიდება და მადლობა უფალს!

  47. არცკი ვიცი, რა გითხრათ.. სიტყვები არ მყოფნის მადლობის სათქმელად.. არ ვიმსახურებ ასეთ სიტყვებს, მართლა.. ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ და არც რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ.. დიდი მადლი და წყალობაა ჩემთვის ამდენი ადამიანის სიყვარული და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაც.. მაგრამ, ყველას გთხოვთ ნუ შემაქებთ, არ ვიმსახურებ და ძალიან მერიდება როცა ასეთ სიტყვებს მეუბნებით.. ქედს ვიხრი ყველა თქვენგანის წინაშე..

  48. Beso Modebadze said:

    ასეთი გოგოები თუ კიდევ არსებობდნენ აღარ მეგონა..

  49. არ შემიძლია, რომ კომენტარი არ დაგიტოვო.. ძალიან მდიდარი სულის პატრონი ხარ.. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ისეთი საინტერესო გვერდი გაქვს, ეს შენ შინაგან მდიდარ და მრავაფეროვან სამყაროზე მეტყველებს, თან კეთილშობილობაზეც.. უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს! ყველას გავუზიარებ შენს სულიერ სიმდიდრეს ♥ ღმრთისმშობელი იყოს შენი მფარველი..

  50. ნათია, შენ უკვე შეძელი და ყველას გვიწილადე სითბო. სულ შემთხვევით წავაწყდი შენს ბლოგს და ვფიცავ ჩაირთო თუ არა მუსიკა მაშინვე საოცარი გრძნობა დამეუფლა. რაღაც ღვთიური.. ახლა ვკითხულობ შენს პოსტებს და მინდა გითხრა, რომ მგონია დიდი ხანია გიცნობ, ისე შემიყვარდი. მინდა პირადად გიცნობდე და ვმეგობრობდეთ. :* ღმერთმა გაგაძლიეროს და დაგიფაროს ყოველგავრი განსაცდელისგან. ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ყველაფერს კარგს იმსახურებ. იმედია ბევრ შენნაირ კარგ ადამიანს მოაგროვებ შენს სამყაროში. უფალი გფარავდეს და ესმოდეს შენი ლოცვა–ვედრება. გეხუტები და გკოცნი : ***

  51. ნათი, ასეთი რომ იყოს ყველა, როგორიც შენ ხარ, რა ბედნიერება დაისადგურებდა სამყაროში და რა ლამაზი იქნებოდა ცხოვრება. გფარავდეს უფალი..

  52. “დედამიწა არის არა ბედნიერების ადგილი, არამედ სამოთხიდან გამოდევნილ ცოდვილ ადამიანთა თავშესაფარი” – ღმერთმა მოგვცეს ამის შემეცნების ძალა.. გაიხარე.. უფალი გფარავდეს ყველგან და ყოველთვის..

  53. მუდამ ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყავი.. მიხარია, რომ ეს საიტი არსებობს..ალბათ, აქ ყოველდღე შემოვალ და დიდი სიამოვნებით წავიკითხავ, ყველაფერი საინტერესოა.. ვეძებდი რაღაცას, მეც არ ვიცი რას, და აი მივაგენი კიდეც.. გაიხარე..

  54. გაიხარე, შვილო, ასეთი კარგი საიტის შექმნისათვის. წარმატებებს გისურვებ.

  55. არ შემიძლია, რომ კომენტარი არ დაგიტოვო.. ძალიან მდიდარი სულის პატრონი ხარ.. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ისეთი საინტერესო გვერდი გაქვს, ეს შენს შინაგან მდიდარ და მრავაფეროვან სამყაროზე მეტყველებს. ძალიან კარგი ადამინი ხარ, ღმერთმა გვიმრავლოს შენისთანები.. : *

  56. ალბათ 3 საათია ამ საიტზე ვარ და ვერ გავდივარ.. სული სითბოთი ამევსო. ბევრიც ის დავინახე, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი… მადლობა ამისათვის, ნათია..

  57. ნათია, ჩემო საყვარელო, ჩემო სულიერო მეგობარო, სიმართლე გითხრა ამ ქვეყნად ცხოვრება აღარ მინდა, ამ უაზრო წუთისსოფელში, ყველაზე მეტად მტკივა გული საყვარელი ადამიანების გამო, რომლებიც დღითი-დღე შიშვლდებიან და ნამდვილ სახეებს გაჩვენებენ, ვამჯობინებ მდუმარედ ყოფნას მათგან რაც შეიძლება შორს. მიუხედავად ჩემო უღირსი ცხოვრებისა, უფალი არ მტოვებს და მეც მიუყვევი მის ნათელ გზას. ბედნიერი ვარ შენნაირი ადამიანების არსებობის გამო, შენ ხომ ყოველთვის მაგრძნობინებ გაჭირვების ჟამს, რომ მარტო არ ვარ, გკოცნი ბევრს…

  58. მადლობა უფალს, რომ შენ არსებობ. შემთხვევით აღმოგაჩინე და ისე შემიყვარდი! ძალიან მეხმარები, ნათია. ხანდახან, როცა დრო არ მაქვს კომპიუტერთან ჯდომის, მაინც შევდივარ შენს გვერდზე, მხოლოდ მელოდიას ვუსმენ და უკვე შენს სამყაროში ვარ, ვუსმენ მელოდიას და თითქოს ვკითხულობ, ყველაფერი თავისით მოდის. ყველაფერი, რაც იქ გიწერია საოცრებაა, საოცრება ხარ შენ თვითონ, ისეთი ადამიანი ხარ, ალბათ ხიბლში არასოდეს ჩავარდები, პირიქით ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა შენი ცხოვრების მაგალითით ზრუნავდე უამრავ ადამიანზე, ეხმარებოდე მათ. ღმერთმა გაგაძლიეროს, ჩემო ლამაზო ადამიანო. გკოცნი, გეფერები უდიდესი მოწიწებით!

  59. მევლუდი said:

    ღმერთმა უმრავლოს თქვენისთანა სულით ძლიერი ადამიანები საქართველოს.

  60. ნათი, ძაან მაგარი ადამიანი ხარ :*

  61. ძალიან კარგი ადამიანი ხარ

  62. სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო ჩემი შენდამი დამოკიდებულება, არაჩვეულებრივი, ენით აუწერელია ის ყოველივე რასაც აქ ყოფნის დროს განვიცდი :*

  63. არ მისცე უფლება არავის, შენს სულს ბინძურად შეეხოს ვიღაც …
    იცი? გუშინ გიპოვე … ორი სიტყვა ავკრიფე “გუგლ”-ში და რატომღაც შენთან შემომიყვანა … სულიერი საკვების დეფიციტს განვიცდი. არაჩვეულებრივი მელოდია გაქვს … იყავი მუდამ ასეთი, ძვირფასო! უფალმა დაგლოცოს პატარა გულში დიდი სიყვარულისათვის.

  64. ძალიან კარგი ადამიანი ხარ, რომ ასეთი საიტი შექმენი. ფიზიკურადაც და სულიერადაც ლამაზი ხარ. გისურვებ ისეთ სამყაროში ცხოვრებას, როგორშიც შენ ინატრებდი. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. მთელი სიცოცხლის მანძილზე სულ ბედნიერი ყოფილიყავი და დაე მშვენიერებით იყოს სულ მოფენილი შენი ცხოვრების გზა. სულით და გულით გლოცავ და გადიდებ. ღმერთი იყოს შენი მფარველი. ძალიან კარგი გოგონა ხარ.

  65. უფალი იყოს შენი მფარველი ნათი.. არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ..

  66. ნათი ძალიან კარგი ადამიანი ხარ…უფალი იყოს შენი მფარველი

  67. ბრავო..! ♥ ღვთის რჩეული ხარ! კარგად იცი რისთვის გამოიყენო ცოდნა, ადამიანობა, სულიერება და ინტერნეტი. უამრავი კოცნა და სიყვარული ჩემგან :*:*:*
    მიყვარხარ ♥

  68. გენაცვალე შენ, ძალიან მაგარია ყველაფერი! გაგახაროს ღმერთმა.

  69. ნათია, ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგო ხარ, მადლობა შენი ლამაზი სამყარო რომ გვაჩუქე, უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს.

  70. nana tavberidze said:

    მთის წყაროსავით ანკარა, წყაროს წყალივით უმანკო, ბევრი გვყოლოდეს ქართველებს გოგო შენსავით უნაკლო. მ ა დ ლ ო ბ ა იმისთვის ასეთი რომ ხარ.

  71. რა სითბოში მოვხვდი! ნათია, სახელიც რა თბილი გაქვს : ) ხშირად შემოვალ ხოლმე… სული გამითბა… გმადლობ…

  72. ძალიან სასიამოვნო გვერდია… კარგი და მრავლისმომცველი “სამყაროა” )))

    • ნათი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რასაც ახლა განვიცდი, შენი სიტყვები სულში აღწევს, ყველაფერს ერთდროულად განვიცდი: სიხარულს, სევდას, თვალზე ცრემლიც კი მომადგა. უფალს მადლობა, რომ არსებობ, ბედნიერი ვარ რომ გიცნობ და ჩემი ცხოვრების საუკეთესო ბავშვობის წლები შენთან ერთად მაქვს გატარებული, ახლა ჩემ გვერდით რომ იყო მაგრად ჩაგიხუტებდი. უფალი გფარავდეს…

  73. ძალიან დიდი მადლობა ნათია, რომ ეს გვერდი არსებობს. არ ვიცი, აქ როცა შემოვდივარ, სხვა აურა ტრიალებს და ვმშვიდდები თითქოს. უფალი გდარავდეს ყველგან და ყოველთვის.

  74. პიზმატარა said:

    სიტყვები არ მყოფნის ამ ყველაფერზე…აქ სულის ნეტარებაა.. ღმერთმა დაგლოცოს

  75. ჩემო კარგო და თბილო ადამიანო, უფალმა დაგლოცოს. მართლაც ულამაზესი სამყარო გაქვს შექმნილი, რისთვისაც უდიდესი მადლობა. უფალმა დაგლოცოს და გაგახაროს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: