ხარების ადგილი.. აქ გამოეცხადა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი და უთხრა: “ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ” (ლუკა 1, 30–31).
“მწყემსთა ველი”.. ამ ადგილას გამოეცხადა მწყემსებს უფლის ანგელოზი და აცნობა მაცხოვრის შობის შესახებ .
კაპერნაუმი.. სინაგოგა, სადაც შაბათობით ქადაგებდა იესო. ამ ადგილას განკურნა მან ბოროტი სულით შეპყრობილი კაცი.
დარბაზი, სადაც საიდუმლო სერობა აღესრულა
გეთსიმანიის ბაღი.. და იესოს დროინდელი ზეთისხილის ხეები
ქვა, რომელთანაც მაცხოვარმა ილოცა ჯვარცმის წინ გეთსიმანიის ბაღში..
თაბორის მთა, ფერისცვალების ადგილი..
ეს არის ადგილი ზეთისხილის მთაზე, სადაც საუფლო ლოცვა “მამაო ჩვენო” ასწავლა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს.. ეკლესიის კედლებზე ასზე მეტ ენაზე წერია “მამაო ჩვენო”..
მდინარე იორდანე.. „მაშინ მოვიდა იესო გალილეით იორდანეს პირას, იოანესთან, რათა მონათლულიყო მისგან ” (მათე 3, 13).
ადგილი, სადაც მაცხოვარმა სასწაულებრივად გაამრავლა ხუთი პური და ორი თევზი და ხუთი ათასამდე კაცი დააპურა. ეს არის ქვა, რომელზეც პური და თევზი დადო.
მირონცხების ქვა, სადაც მაცხოვარი დაასვენეს ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ. აქ მოამზადა იოსებ არიმათიელმა უფლის სხეული სამარხში გადასასვენებლად. იოსებ არიმათიელი იესოს მოწაფე იყო, მაგრამ ფარულად, რადგან იუდეველების ეშინოდა. სწორედ მან გამოითხოვა პილატესგან იესოს გვამი და თავისთვის გამზადებულ სამარხში დაასვენა.
მაცხოვრის ხელის ანაბეჭდი გოლგოთასკენ მიმავალ გზაზე..
ამ ადგილას შეხვდა ღვთისმშობელი გოლგოთასკენ მიმავალ მაცხოვარს..
ადგილი, სადაც აწამეს და შოლტებით სცემეს მაცხოვარი.. შუშაში ჩანს ის ბოძი, რომელზეც მიბმული ჰყავდათ იგი.. ამ მარმარილოს ქვას ყურს რომ დაადებ, შოლტების ცემის ხმა გესმის.. ;(
ეს არის ადგილი, გალილეის ზღვასთან, სადაც იესო მესამედ გამოეცხადა მოწაფეებს.. მთელი ღამე უშედეგო თევზაობის შემდეგ, ნაპირთან მათ მაცხოვარი დახვდათ.. ეს ის ქვაა, რომელზეც მშიერ მოწაფეებს პური და თევზი დაახვედრა.. აქ უთხრა მაცხოვარმა სიმონ პეტრეს: “მწყემსე ჩემი ცხვრები.”
იესოს ფეხის ანაბეჭდი ზეთისხილის მთაზე, ამაღლების დროს..
ამ ადგილას იპოვა დედოფალმა ელენემ იესოს ჯვარი
“ყველა ერის ეკლესია” გეთსიმანიის ბაღში.. იმ ადგილას, სადაც ბოლოს ილოცა მაცხოვარმა ჯვარცმის წინ.. ამ ეკლესიაშია ის ქვა, რომელთანაც ილოცა მაცხოვარმა..
ერთადერთი მონასტერი ქრისტიანულ სამყაროში, სადაც საკურთხეველი დასავლეთ მხარესაა მოქცეული. ახალი აღთქმის თანახმად, სწორედ ამ კუთხით იდგა მაცხოვარი იერუსალიმში შესვლის წინ და ლოცულობდა.
ამ ადგილას გამოუტანეს მაცხოვარს სიკვდილის განაჩენი და ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე..
ახალ აღთქმაში მაცხოვარი ამბობს: როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე მდიდარი ვერ შევა სამოთხეში. სწორედ ამ ადგილას თქვა ეს ფრაზა მაცხოვარმა. მორწმუნენი პირჯვარს ისახავენ, ძვრებიან ამ ხვრელში და ცოდვების მიტევებას სთხოვენ უფალს..
ამ ადგილას განკურნა მაცხოვარმა ეშმაკეული კაცი.. მასში მყოფი ბოროტი სულები კი უფლის ნებართვით ღორების კოლტში შევიდნენ..
მაცხოვრის პირველი ამქვეყნიური სასწაული უკავშირდება გალილეის კანას. კანაში, სწორედ ამ ადგილას არსებობდა სახლი, სადაც სვიმონ კანანელმა ქორწილი გადაიხადა, სუფრაზე ღვინო შემოაკლდათ, მაცხოვარმა მოითხოვა დოქები წყლით გაევსოთ და ისე მიეტანათ სუფრაზე. ახალმირთმეული ღვინით გაოცებულმა თამადამ იკითხა: კი მაგრამ ჩვენში ხომ ასე იციან ჯერ კარგი ღვინო მოაქვთ სუფრაზე და ცუდს ბოლოს შემოაპარებენო. აქ კი ყველაფერი პირიქით მოხდა. ეს სწორედ ის სიმონ კანანელია, ანდრია პირველწოდებულთან ერთად პირველ საუკუნეში საქართველოში რომ ჩამოვიდა ქრისტიანობის საქადაგებლად. მისი ნაწამები სხეული აფხაზეთში განისვენებს.
ამ სინაგოგაში დაიწყო მაცხოვარმა პირველად ქადაგება..
იერიხონი, განცდის მთა.. ამ ადგილას გაყვანა მაცხოვარი ბოროტმა სულმა გამოსაცდელად.. “ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და არაფერი უჭამია იმ დღეებში” (ლუკა 4, 20)
იაკობის ჭა.. აქ ესაუბრა იესო სამარიელ ქალს.. “რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ.. ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება. მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში” (იოანე 4, 10; 14)
მეფე დავითის (მეფსალმუნე) სასახლე იერუსალიმში.
ამ ადგილიდან დაუპირეს მაცხოვარს გადაგდება.. “ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ. მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა..” (ლუკა 4, 29–30)
ფერისცვალების ტაძარი თაბორის მთაზე. უფლის ფერისცვალების დღეს, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში. როგორც ცნობილია, ფერიცვალებულ უფალს, რომელიც ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა აქ, ღრუბელი დაადგრა თავს, რადგან ამ საღმრთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს – პეტრეს, იაკობსა და იოანეს.
via dolorosa (“ვნების გზა”), მაცხოვრის მეხუთედ შეჩერების ადგილი. ამ ადგილას შეენაცვლა სვიმონ კვირინელი იესოს ჯვრის ზიდვაში.. “შეიპყრეს ვინმე სიმონ კვირინელი, მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესოს კვალდაკვალ” (ლუკა 23, 26)
ცხრა ნეტარების მთა. აქ უქადაგა მაცხოვარმა ხალხს ცხრა ნეტარება.
აღდგომის შემდეგ, აქ გამოეცხადა მაცხოვარი თავის მოწაფეებს, როდესაც ისინი ამ ქვის გარშემო იყვნენ შეკრებილი და ვახშამს მიირთმევდნენ..
ოქროს კარიბჭე.. ებრაული ტრადიციით ეს ის კარიბჭეა, რომელშიც მესია იერუსალიმში უნდა შემოვიდეს მეორედ მოსვლისას. კარიბჭე დალუქულ იქნა 1541 წელს ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ის მიერ.
გოდების კედელი.. ამ ადგილას პირველი ტაძარი მეფე სოლომანმა ააგო. კედელი, რომელიც გადარჩა, მოგვიანებით მეფე ჰეროდეს მიერ აგებული ტაძარის ნაწილია. ეს ტაძარი ახ.წ.70 წელს რომაელებმა დაანგრიეს. მისი სახელი იმ მწუხარებას გამოხატავს, რომელიც ებრაელებმა ამ ტაძრის დანგრევით განიცადეს. გოდების კედელთან ქალები და კაცები ცალ-ცალკე ლოცულობენ, კედლიში ტოვებენ სურვილებს ჩანაწერის სახით. ლოცვის დასრულების შემდეგ, კი ებრაული წესით, თუ გინდა რომ ყველა ჩანაფიქრი აგიხდეს ზურგის შექცევის გარეშე უნდა დატოვო აღნიშნული ტერიტორია..
მარიამ ღვთისმშობლის სახლი ეფესოში. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ჰეროდე მეფის მიერ ქრისტიანთა დევნის გამო, 43 წლის ასაკში, იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოში გაემგზავრა.. გადმოცემის თანახმად, სწორედ აქ ცხოვრობდა ღვთისმშობელი სიცოცხლის ბოლო წლებში..
ღვთისმშობლის ქანდაკება გოლგოთაზე.. იმ ადგილას, სადაც იდგა და უყურებდა ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს..
კომენტარის დატოვება