"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."


თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, უნდა მოიპოვო.. ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლებ, გაუჩინარდები.. არასოდეს არ დაკარგო იმედი, გჯეროდეს  სამართლიანობის, რადგან  მთავარი  რწმენაა.. არ შეგაშინოს ცხოვრების ეკლებმა, იმიტომ რომ მათში ხშირად ვარდები იმალება.. კარგი და ცუდი კი ყოველთვის იარსებებს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის.. ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, მოსპობით კი არც ერთი არ მოისპობა, რადგან ცხოვრებისთვის ორივე თანაბრადაა საჭირო. ერთი მოერის საზომია.. ბოროტება რომ არსებობს ამიტომ ვაფასებთ სიკეთეს.. ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა.. აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო.. სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი.. მთავარია, არასოდეს დანებდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის, იცხოვრე მართალი ცხოვრებით და იყავი სხვებისთვის მაგალითი.. არა მარტო სიტყვით, არამედ შენი ცხოვრების წესითაც.  “გახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ სიტყვა, მაგრამ არ გააჩნია საქმე, ხის მსგავსია, რომელსაც ფოთლები აქვს, მაგრამ ნაყოფი – არა..” ამიტომ, “ნუ იქნები გზაზე დამდგარი სვეტი, რომელიც მხოლოდ გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის.. არამედ იყავი წანამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის..” იარე უკეთესი მომავლისკენ, არასოდეს შეჩერდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის..

Comments on: "იბრძოლე ბედნიერებისთვის…" (12)

  1. ძალიან მომეწონა :*:*:*

  2. ანონიმური said:

    ნათია, უფლის მარგალლიტი ხარ.

  3. ძალიან მომეწონა..! ღმერთმა ამრავლოს შენნაირი კეთილი ადამიანები!!!

  4. ნათია, ძალიან კარგი ადამიანი ხარ!!

  5. juna nadirashvili said:

    უფალმა გაგახაროს და გაგაძლიეროს, სიამოვნებით გაგიცნობდი.

  6. მადლობა ჩემო ნათია. არ ვიცი როგორ გამოვხატო ის რასაც ვგრძნობ როცა შენს ჩანაწერებს ვკითხულობ. ღმერთმა დაგლოცოს!

  7. ღმერთმა დაგლოცოს!

  8. ნათია, ჩანს რომ ულამაზესი და უფაქიზესი სულის მქონე ადამიანი ხართ. ვიმეგობრებდი თქვენთან. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

  9. ძალიან მაგარი სიტყვებია, გულში ჩამწვდომი.

  10. უღრმესი მადლობა, ჩემო ლამაზო, უფალი გფარავდეს ♥

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: